თბილისელების 1000 ლარამდე სამედიცინო მომსახურებას გამგეობები, ხოლო 1000 ლარს ზემოთ, დედაქალაქის მერია დააფინანსებს

access_time2018-01-10 12:52:58

თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის, გელა ჩივიაშვილის განცხადებით, თბილისელების 1000 ლარამდე სამედიცინო მომსახურებას გამგეობები, ხოლო 1000 ლარს ზემოთ, დედაქალაქის მერია დააფინანსებს.


ამის შესახებ ჩივიაშვილმა ჟურნალისტებს დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.


ჩივიაშვილის ინფორმაციით, ე.წ. სხვა სოციალური პროგრამიდან ოპერაციებსა და მედიკამენტებს დაფინანსებისთვის ბიუჯეტი, წელს, 25 მილიონი ლარით განისაზღვრა.



„როგორც ცნობილია, გამგეობები აფინანსებენ ე.წ. სხვა სოციალური პროგრამიდან ოპერაციებსა და მედიკამენტებს. წესი დღეს დამტკიცდა, თუ როგორ უნდა მოხდეს ასეთი სამედიცინო მანიპულაციების დაფინანსება. კერძოდ, გამოიყო პრიორიტეტული ჯგუფები. ამ ჯგუფებში შედიან სოციალურად დაუცველი ოჯახები, შშმ პირები, ვეტერანები, მარჩენალდაკარგულები და სხვადასხვა საჭიროების მქონე კატეგორიები. მათი დაფინანსება განხორციელდება პრიორიტეტულად. გამგეობებს ექნებათ კონკრეტული პროცედურა ამ მიმართულებით. გარდა ამ პრიორიტეტებისა, დაფინანსება გაგრძელდება ყველა იმ საჭიროებაზე, რომელიც არ შედიოდა პრიორიტეტულ მიმართულებებში, მაგრამ მათ სჭირდებოდათ. ასეთი შემთხვევების ინდივიდუალური შესწავლა მოხდება უშუალოდ გამგეობების მიერ და ამ შესწავლის შედეგებით განხორციელდება დაფინანსება.


დაფინანსებაში განსაზღვრულია, რომ სხვადასხვა პროცენტებით მოხდება სხვადასხვა მანიპულაციების დაფინანსება საყოველთაოს ტარიფების გათვალისწინებით. აქამდე ერთი და იგივე პიროვნების დაფინანსება ხდებოდა როგორც მერიის, ასევე გამგეობის ბიუჯეტიდან, ახლა უკვე ეს გაიყო, გამგეობა დააფინანსებს 1000 ლარამდე სამედიცინო მანიპულაციებს, ხოლო 1000 ლარის ზემოთ დაფინანსებას განახორციელებს თბილისის მერიის ჩვენი სამსახური. ეს ბიუჯეტი არ შეცვლილა. რაც შეეხება კორუფციის რისკებს, აქ იგულისხმებოდა, რომ აქამდე დაფინანსება ხდებოდა, როგორც საყოველთაოს ტარიფით, ასევე კომერციული ტარიფითაც, როდესაც სამედიცინო კლინიკები ახორციელებდნენ ანგარიშფაქტურების წარმოდგენას. ვინაიდან არის განსხვავება საყოველთაოს ტარიფის და კლინიკების მიერ წარმოდგენილ ანგარიშფაქტურების ტარიფებს შორის, უკვე საყოველთაო დაზღვევის ტარიფის მიხედვით განხორციელდება მომსახურების დაფინანსება", - განაცხადა გელა ჩივიაშვილმა და დასძინა, რომ მთლიანად ე.წ. სხვა სოციალურის ბიუჯეტი 25 მილიონი ლარია.


ipn.ge



დავით მესხიშვილი: მთაწმინდაზე მთლიანად ქედის დემონტაჟია დაგეგმილი

person access_time2018-02-23 19:20:53
თბილისში, ნინო ჟვანიას ქუჩაზე კლდეზე მიმდინარე სამუშაოების ამსახველ კადრებს არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია ავრცელებს და განმარტავს, რომ მიმდინარე სამუშაოები საფრთხის შემცველია. ასოციაციის თავმჯდომარის, დავით მესხიშვილის განმარტებით, მთაწმინდის ქედის ნგრევის აქტიური სამუშაოები დაახლოებით 1 თვის წინ დაიწყო. ჩვენ გუშინ ადგილზე ვნახეთ ეს პროცესი და უკიდურესად მძიმე სიტუაცია, რადგან მეწყერსაშიში ზონებია და აქ...

მამუკა ხაზარაძე : „ანაკლია სითის“ განაშენიანების პრიორიტეტი საწარმოო, ლოჯისტიკური და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება იქნება

person access_time2018-02-23 18:30:51
 „ანაკლია სითიმ“ ანაკლიის ქალაქგეგმარებითი კონცეფციის კვლევის საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია BuroHappold Engineering-ი წარადგინა. კომპანიას დაევალება მოამზადოს ქალაქ ანაკლიის ეკონომიკური ანალიზი, პროექტის განხორციელებადობის კვლევა და გენერალური გეგმა. ღონისძიება, რომელსაც მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნნენ, „ანაკლია სითის" დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ გახსნა.   როგორც "ანაკლია სითის" დამფუძნებელმა მამუკა...

აშშ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის კომპანიებს ზღუდავს

person access_time2018-02-23 20:00:58
შეერთებული შტატები ყველანაირად ცდილობს, რომ „ამერიკის მტრების წინააღმდეგ სანქციებით ზემოქმედების“ კანონი (CAATSA) ეფექტური იყოს.  ამისათვის ქვეყნის მთავრობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცდილობს, ყველა დაარწმუნოს, რომ არ აწარმოონ ბიზნესი რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის და მასთან დაკავშირებულ კომპანიებთან. „მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ჩვენს ყველა მისიას დავუგზავნეთ შეტყობინებები. მათ უკვე ჩაუტარდათ ინსტრუქციები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა...

დასანგრევია თუ არა ახალი შენობები - დეველოპერები სეისმოლოგებს და გეოლოგებს პასუხობენ

person access_time2018-02-23 17:12:52
სამშენებლო ბუმი, რომელმაც დედაქალაქი მთლიანად მოიცვა, შესაძლოა, დამანგრეველი აღმოჩნდეს.  გეოლოგები და სეისმოლოგები იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რომელიც შესაძლოა, ძლიერ მიწისძვრას მოჰყვეს. პრობლემა ქაოტური და უკონტროლო მშენებლობებია. სპეციალისტები ამბობენ, რომ ახლადაშენებული კორპუსების დიდი ნაწილი საშუალო დონის მიწისძვრასაც კი ვერ გაუძლებს. პრობლემა გეოლოგიური დასკვნაა, რომლეიც კორპუსის მშენებლობამდე გაიცემა. გეოლოგიური რევიზია აჩვენებს გრუნტის სახეობას,...

სარესტორნო ბიზნესის მთავარი გამოწვევა მომსახურების ხარისხია

person access_time2018-02-23 16:00:34
დღეს სარესტორნო  ბიზნესი საქართველოში სწრაფად განვითარებადი სფეროა, თუმცა მიუხედავად ასეთი მზარდი ტრენდისა, მომსახურების პრობლემა მაინც მთავარ გამოწვევად რჩება.  რატომ დგას ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ  სერვისი და ხარისხი? რა შეიძლება რესტორნის დახურვის მიზეზი გახდეს და რა უნდა გააკეთოს რესტორატორმა საკუთარი ნიშის მოპოვებისთვის, „კომერსანტი“ დეტალების გასარკვევად თავად რესტორატორებს დაუკავშირდა. როგორც გამოკითხულთა უმრავლესობამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ყოველწიურად იზრდება...


მსგავსი სიახლეები