„მცირე და საშუალო ბიზნესისთვის სახელმწიფო ტენდერებში კვოტის დაწესებაზე კანონპროექტი თებერვლის ბოლოს მზად უნდა იყოს“

„მცირე და საშუალო ბიზნესისთვის სახელმწიფო ტენდერებში კვოტის დაწესებაზე კანონპროექტი თებერვლის ბოლოს მზად უნდა იყოს“

access_time2018-01-09 11:40:52

მცირე და საშუალო ბიზნესს სახელმწიფო ტენდერებში სპეციალური კვოტა ექნება. შესაბამისი კანონპროექტი თებერვლის ბოლოსთვის მზად იქნება.


როგორც საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის წევრი ლევან კობერიძე „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, ამ ეტაპზე კანონპროექტის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.


„მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრები იმართება, ვმუშაობთ აქტიურად. კონსულტაციების შემდეგ, გადაწყდება, როდის გვექნება შესაბამისი კანონპროექტი. მცირე და საშუალო ბიზნესისთვის სახელმწიფო ტენდერებში კვოტის დაწესებაზე კანონპროექტი თებერვლის ბოლოს მზად უნდა იყოს“, - აცხადებს კობერიძე.


მცირე და საშუალო ბიზნესისთვის სახელმწიფო ტენდერებში კვოტის დაწესების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის შექმნაზე ლევან კობერიძემ დაახლოებით ორი თვის წინ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელიასთან ერთად“ ექსკლუზიურად  განაცხადა.



როგორც მაშინ კობერიძე აღნიშნავდა, საერთაშორისო გამოცდილება იქნა გათვალისწინებული.


„ამ საკითხთან დაკავშირებით ბუნებრივია კონსულტაციები გვაქვს მთავრობასთან, მცირე და საშუალო ბიზნესთანაც და ა.შ. იქ არის მოსაზრება ეს პროტექციონიზმი ხომ არ იწვევს არაკონკურენტული გარემოს შექმნას, მაგრამ ეს უნდა იყოს სახელმწიფო პოლიტიკა. შეიძლება დასაწყისში 5% იყოს, მაგრამ რაღაც პროცენტი ტენდერების უნდა გამოცხადდეს მხოლოდ და მხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. რატომ? ბუნებრივია, რომ მსხვილ ბიზნესს აქვს გაცილებით დიდი ფინანსური რესურსი და მას შეუძლია ყოველთვის დემპინგურ ფასზეც კი წავიდეს. მცირე ბიზნესი უბრალოდ ვერ შეძლებს ასეთ ტენდერებში მონაწილეობას. ეს კარგი საშუალება იქნება სახელმწიფოს მხრიდან შექმნას კარგი საფუძველი, რომელიც შემდეგ უკვე თვითონ უნდა განავითაროს და იმუშაოს. ეს იქნება სისტემური მიდგომა. დარგებიც შეზღუდული უნდა იყოს.  ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტილება, რომელსაც პარლამენტი სავარაუდოდ, მალე მიიღებს.


მთავრობისთვისაც მცირე და საშუალო ბიზნესი არის ის პრიორიტეტი და ძალიან მნიშვნელოვანი, ამ შემთხვევაში აბსოლუტურად უნისონშია პარლამენტის და მთავრობის მოსაზრებები. არ ვფიქრობ, რომ ეს დროებითი ღონისძიება იქნება, სანამ მშპ–ში მცირე და საშუალო ბიზნესის მაჩვენებელი  60-70%-მდე არ გაიზრდება, მანამდე ეს პროგრამა საჭირო იქნება“, - აცხადებდა ლევან კობერიძე.



ავტორი: თეონა კენჭიაშვილი




პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა  „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო
person access_time2018-04-20 17:21:15
საქართველოს პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.  როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კომერსანტთან აღნიშნა, ...

პირველი ელექტროავტობუსი თბილისში მომავალი კვირიდან გამოჩნდება - შემდეგ ეტაპად ამწყობი ქარხნის მშენებლობა ანონსდება

პირველი ელექტროავტობუსი თბილისში მომავალი კვირიდან  გამოჩნდება - შემდეგ  ეტაპად  ამწყობი ქარხნის მშენებლობა ანონსდება
person access_time2018-04-20 16:30:00
  როგორც კომპანია „ფრეგობასის“ დირექტორმა მურმან პატარაიამ „კომერსანტს“ განუცხადა ახალი ელექტროავტობუსი დედაქალაქს სავარაუდოდ იმ კვირიდან მომესახურება.  მისივე თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სატესტო რეჟიმი, რომლის საშუალებითაც მგზავრები თავად შეძლებენ ეკლოგიურად 100 %-ით სუფთა ტრანსპორტის შეფასებას. „ამ ეტაპზე სატესტოდ ჩამოვიყვანეთ ერთი ელექტროავტომობილი, რათა მოქალაქეებისთვის თავიდანვე ხელშესახები გახდეს ის, რაზეც ამდენი ხანია...

16 ყველაზე სწრაფად ზრდადი სტარტაპი

16  ყველაზე სწრაფად ზრდადი სტარტაპი
person access_time2018-04-20 20:00:00
ბევრს გვსმენია კომპანიებზე, რომლებსაც ეძახიან „მარტორქას“ - ანუ, კომპანიებს რომელთა კაპიტალიზაიციამ უჩვეულოდ სწრაფად მიაღწია 1 მლრდ. დოლარს.   ყველაზე მეტია ასეთი „მარტორქა“ მაღალი ტექნოლოგიების სექტორში, და მათ ამისთვის უწევთ მომხმარებლისთვის რაღაცა უჩვეულოს და ახლის მიწოდება.   უკვე დღეს ექსპერტები ასახელებენ 2018 წლის ყველაზე სწრაფად ზრდად  16...

„ღამის ეკონომიკა გულისხმობს იმას, რომ საღამოს 8 საათიდან ქალაქში განსხვავებული ღონისძიებები იწყება“

„ღამის ეკონომიკა გულისხმობს იმას, რომ საღამოს 8 საათიდან ქალაქში განსხვავებული ღონისძიებები იწყება“
person access_time2018-04-20 14:14:00
„ღამის ეკონომიკა გულისხმობს იმას, რომ საღამოს 8 საათიდან ქალაქში განსხვავებული ღონისძიებები იწყება“ - ამის შესახებ ღამის ეკონომიკის განვითარების კონცეფციის პროექტის ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ განაცხადა.   როგორც გვარჯალაძე აღნიშნავს, ღამის ეკონომიკა დღის განმავლობაში ეკონომიკურ აქტივობებს მოწყვეტილი არ იქნება. როგორც სერგი გვარჯალაძე აცხადებს,...

„თბილისელები სამსახურს ყველაზე ხშირად ახლობლის / ნაცნობის რეკომენდაციით იწყებენ“

„თბილისელები სამსახურს ყველაზე ხშირად ახლობლის / ნაცნობის რეკომენდაციით იწყებენ“
person access_time2018-04-20 19:00:03
თბილისელები სამსახურს ყველაზე ხშირად ახლობლის / ნაცნობის რეკომენდაციით იწყებენ — ეს იმ კვლევის შედეგია, რომელიც ACT-იმ  (ეისითი – ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფი)  განახორციელა. ორგანიზაცია დაინტერესდა, თუ რა გზებით ხდება / მოხდა სამსახურის მოძიება...


მსგავსი სიახლეები