„ემ-ბი-სი“: „მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში სესხების 60-70% ლარში გაიცემა“

„ემ-ბი-სი“: „მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში სესხების 60-70% ლარში გაიცემა“

access_time2018-01-08 09:50:07

2017 წელი რთული იყო მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის და ზოგადად საფინანსო სექტორისთვის, ამის შესახებ „ემ-ბი-სის“ დამფუძნებელმა გია პეტრიაშვილმა „რადიო „კომერსანტის“ ეთერში განაცხადა.


მისივე თქმით, ეროვნული ბანკის გამკაცრებულ პოლიტიკას მიკროსაფინანსო სექტორმა ღირსეულად უპასუხა.


„2017 წელი რთული იყო მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის და ზოგადად საფინანსო სექტორისთვის. ბევრი ახალი და მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო. მიუხედავად ამისა, ჩვენმა კომპანიამ ღირსეულად უპასუხა გამოწვევებს. ჩვენ მოვახერხეთ და რეგიონებში შევედით, ეს ტენდენცია 2018 წელსაც გაგრძელდება.


ცვლილებები, რომლებიც ეროვნული ბანკის ინიციატივით განხორციელდა, მიზანმიმართულია საფინანსო სექტორში სტანდარტების ამაღლებისკენ და მის საბანკო სტანდარტებთან მიახლოებისკენ, რასაც ჩვენ მივესალმებით. მნიშვნელოვანია, რომ ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა მომხმარებელთა უფლებების დაცვას და ისეთი კომპანიების ჩამოყალიბებას, რომლებსაც ექნებათ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა. ეს არის პასუხი იმ გამოწვევებზე, რომლებიც ჩვენს ქვეყანას აქვს, მათ შორის ასოცირების ხელშეკურებით“,-განაცხადა გია პეტრიაშვილმა.



მანვე „ემ-ბი-სი“-ის სამომავლო გეგმებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სექტორმა მომხმარებელთა ფინანსური განათლების კუთხით მუშაობა უნდა გაააქტიუროს.


„2018 წელს „ემ-ბი-სის“ ერთ-ერთი მთავარი პროექტია ფინანსური მრჩეველი. ეს არ გახვლავთ საკრედიტო ან სამომხმარებლო პროდუქტი. ჩვენ ვთავაზობთ ფაქტობრივად, უსასყიდლო მომსახურებას არამხოლოდ ჩვენს კლიენტებს, არამედ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელსაც შეუძლია მოგვმართოს სხვადასხვა საკომუნიკაციო ქსელის საშუალებით. მათ შეუძლიათ მიიღონ ამომწურავი პასუხი ნებისმიერ კითხვაზე, რომელიც შეეხება საფინანსო სექტორს. ფინანსური განათლება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა. ვფიქრობ, რომ ეროვნული ბანკი გააგრძელებს ნაბიჯების გადადგმას და ფასდადება პროდუქტებზე იქნება უფრო სამართლიანი.


„მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში სესხების 60-70% ლარში გაიცემა. ეს მომხმარებელს იცავს სავალუტო რისკებისგან და მეორე მხრივ, ზრდის ლარისადმი ნდობას და მის სტაბილიზაციას“,-განაცხადა გია პეტრიაშვილმა.





პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა  „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო
person access_time2018-04-20 17:21:15
საქართველოს პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.  როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კომერსანტთან აღნიშნა, ...

პირველი ელექტროავტობუსი თბილისში მომავალი კვირიდან გამოჩნდება - შემდეგ ეტაპად ამწყობი ქარხნის მშენებლობა ანონსდება

პირველი ელექტროავტობუსი თბილისში მომავალი კვირიდან  გამოჩნდება - შემდეგ  ეტაპად  ამწყობი ქარხნის მშენებლობა ანონსდება
person access_time2018-04-20 16:30:00
  როგორც კომპანია „ფრეგობასის“ დირექტორმა მურმან პატარაიამ „კომერსანტს“ განუცხადა ახალი ელექტროავტობუსი დედაქალაქს სავარაუდოდ იმ კვირიდან მომესახურება.  მისივე თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სატესტო რეჟიმი, რომლის საშუალებითაც მგზავრები თავად შეძლებენ ეკლოგიურად 100 %-ით სუფთა ტრანსპორტის შეფასებას. „ამ ეტაპზე სატესტოდ ჩამოვიყვანეთ ერთი ელექტროავტომობილი, რათა მოქალაქეებისთვის თავიდანვე ხელშესახები გახდეს ის, რაზეც ამდენი ხანია...

16 ყველაზე სწრაფად ზრდადი სტარტაპი

16  ყველაზე სწრაფად ზრდადი სტარტაპი
person access_time2018-04-20 20:00:00
ბევრს გვსმენია კომპანიებზე, რომლებსაც ეძახიან „მარტორქას“ - ანუ, კომპანიებს რომელთა კაპიტალიზაიციამ უჩვეულოდ სწრაფად მიაღწია 1 მლრდ. დოლარს.   ყველაზე მეტია ასეთი „მარტორქა“ მაღალი ტექნოლოგიების სექტორში, და მათ ამისთვის უწევთ მომხმარებლისთვის რაღაცა უჩვეულოს და ახლის მიწოდება.   უკვე დღეს ექსპერტები ასახელებენ 2018 წლის ყველაზე სწრაფად ზრდად  16...

„ღამის ეკონომიკა გულისხმობს იმას, რომ საღამოს 8 საათიდან ქალაქში განსხვავებული ღონისძიებები იწყება“

„ღამის ეკონომიკა გულისხმობს იმას, რომ საღამოს 8 საათიდან ქალაქში განსხვავებული ღონისძიებები იწყება“
person access_time2018-04-20 14:14:00
„ღამის ეკონომიკა გულისხმობს იმას, რომ საღამოს 8 საათიდან ქალაქში განსხვავებული ღონისძიებები იწყება“ - ამის შესახებ ღამის ეკონომიკის განვითარების კონცეფციის პროექტის ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ განაცხადა.   როგორც გვარჯალაძე აღნიშნავს, ღამის ეკონომიკა დღის განმავლობაში ეკონომიკურ აქტივობებს მოწყვეტილი არ იქნება. როგორც სერგი გვარჯალაძე აცხადებს,...

„თბილისელები სამსახურს ყველაზე ხშირად ახლობლის / ნაცნობის რეკომენდაციით იწყებენ“

„თბილისელები სამსახურს ყველაზე ხშირად ახლობლის / ნაცნობის რეკომენდაციით იწყებენ“
person access_time2018-04-20 19:00:03
თბილისელები სამსახურს ყველაზე ხშირად ახლობლის / ნაცნობის რეკომენდაციით იწყებენ — ეს იმ კვლევის შედეგია, რომელიც ACT-იმ  (ეისითი – ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფი)  განახორციელა. ორგანიზაცია დაინტერესდა, თუ რა გზებით ხდება / მოხდა სამსახურის მოძიება...


მსგავსი სიახლეები