„ანაკლია თბილისის კონკურენტი გახდება“  - „ანაკლია სითი“ რამდენიმე ათასი სამუშაო ადგილის შექმნას აანონსებს

„ანაკლია თბილისის კონკურენტი გახდება“ - „ანაკლია სითი“ რამდენიმე ათასი სამუშაო ადგილის შექმნას აანონსებს

access_time2018-01-08 11:50:00

ანაკლიის პორტისა და „ანაკლია სითის“ პროექტი ქვეყანაში დამატებით ასეულობით ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. მასშტაბურ პროექტის მშენებლობა მიმდინარე წლის 24 დეკემბერს დაიწყო და პირველი ფაზის დასრულება 2020 წელს იგეგმება.


როგორც „ანაკლია სითის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთევან ბოჭორიშვილმა რადიო „კომერსანტის“ ეთერში აღნიშნა, ანაკლიის პორტი შეძლებს, რომ ხუთჯერ უფრო დიდი ტევადობის ტვირთები მიიღოს, ვიდრე დღეს იღებს ქვეყანა.


„საქართველოში ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელების გამოცდილება არ არსებობს, ამიტომაც გვიწევს ძალიან დიდი შრომის გაწევა, რომ მოვიძიოთ საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც პროექტს შეუფერხებლად განახორციელებენ. პორტი უდიდეს შესაძლებლობებს გააჩენს. მაგალითად, 2021 წლიდან, როდესაც უკვე მშენებლობის მეორე ფაზა იქნება დაწყებული, პორტი 10 000 TEU-ს მოცულობის გემებს მიიღებს. დღეს კი საქართველოს მაქსიმუმ - 1500 TEU-ს მოცულობის გემის მიღება შეუძლია. შესაბამისად, სატრანზიტო მომსახურება გაიაფდება. ასევე, აქ იქნება უახლოესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი დანადგარები, რაც იმის გარანტიაა, რომ პორტის დაკეტვის დღეები მინიმალური იქნება, თითქმის 1% წლის განმავლობაში. ამ დროისთვის კი 40%-მდე ადის. აქედან გამომდინარე საქართველო საერთაშორისო პარტნიორებისთვის საიმედო ხდება“, - აცხადებს ბოჭორიშვილი.


მისივე თქმით, პორტთან ერთად, მნიშვნელოვანი იქნება „ანაკლია სითის“ პროექტი, რადგან ქალაქი ეკოლოგიური პრინციპების დაცვით გაშენდება.



„პორტზე უფრო დიდი პოტენციალი აქვს მიმდებარე ტერიტორიას, სადაც ჩვენ ინდუსტრიულ და ლოგისტიკურ ცენტრებს განვავითარებთ. აეროპორტის აშენება ჩვენი პირველი გეგმა იქნება. „ანაკლია სითი“ ფაზებად დაიყოფა. გრძლევადიან პერსპექტივაში ანაკლია სრულყოფილი ქალაქი იქნება, რომელშიც გაერთიანდება საცხოვრებელი სახლები, სასტუმროები, ბიზნეს ცენტრი, ჯანდაცვისა და საგანმანათლებლო დაწესებულებები. ჩვენი ამოცანაა, ქალაქი მწვანე და ეკოლოგიურ პრინციპებზე იყოს გაშენებული. არ გვაქვს ამბიცია, რომ მორიგი ბეტონის ქალაქი ჩავდგათ. ალტერნატიულ ენერგიებს და ინოვაციურ ხედვებს გამოვიყენებთ. „ჭკვიანი“ და „სმარტ სითის“ პრინციპებს გავითვალისწინებთ, რათა ტექნოლოგიებზე ადაპტირებული ქალაქი გვქონდეს“, - აღნიშნავს „ანაკლია სითის“ აღმასრულებელი დირექტორი.


ამასთან, ქეთევან ბოჭორიშვილის თქმით, „ანაკლია სითი“ ქვეყანაში დასაქმების პერსპექტივას და სამუშაო ადგილების რაოდენობას გაზრდის.


„პორტში რამდენიმე ასეული ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. გაზაფხულის ბოლოს მშენებლობა უფრო გააქტიურდება. ორი წელი გაგრძელდება ეს პროცესი, რომელიც შემდგომ წლებში მეორე ფაზის მშენებლობით გაგრძელდება. პორტის შემდეგ რამდენიმე ათასი სამუშაო ადგილი ინდუსტრიულ და ლოგისტიკურ ზონებშიც შეიქმნება. სამუშაო ადგილების ძებნა მხოლოდ დედაქალაქში აღარ მოუწევთ. გაჩნდება მეორე ალტერნატიული ქალაქი, სადაც ამისი პერსპექტივა იქნება. ანაკლია თბილისის კონკურენტი გახდება“, - აცხადებს ბოჭორიშვილი.



„კომერსანტი“




„Microsoft“-ის სახელით შექმნილი ფულის გამოძალვის სქემა, რომელიც ბიზნესს „ატერორებს“

 „Microsoft“-ის სახელით შექმნილი ფულის გამოძალვის სქემა, რომელიც  ბიზნესს „ატერორებს“
person access_time2018-04-24 12:49:48
სს„სარაჯიშვილის“ ადვოკატი კახა ასლანიშვილი ხმაურიან განცხადებას აკეთებს. მისი თქმით: არც „მაიკროსოფტ-საქართველოს“ და არც საადვოკატო ფირმა BLB-ის არ აქვთ რეალური კავშირი Mიკროსოფტ კორპორაციასთან,  და რამდენიმე წელია, ისინი ბილ გეითსის კორპორაციის სახელის გამოყენებით საქართველოს ბიზნეს კომპანიებს არაუფლებამოსილად უყენებენ  მოთხოვნებს. „პირველ რიგში ჩვენ კითხვები გაგვიჩნდა იმ პირის მიმართ, რომელიც Mიცროსოფტ-ის კორპორაციის სახელით გვესაუბრებოდა. ეს არის ადვოკატი...

არაპროფესიონალები ტურიზმში, რაც ქვეყნის იმიჯს საფრთხის ქვეშ აყენებს

 არაპროფესიონალები ტურიზმში,  რაც ქვეყნის იმიჯს საფრთხის ქვეშ აყენებს
person access_time2018-04-24 12:30:00
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბოლო დროინდელი კვლევის თანახმად, საქართველოში ტურიზმის სფერო სწრაფი ტემპით ვითარდება. რამდენად მოსწონთ უცხოელ ტურისტებს საქართველო და რამდენად კმაყოფილები რჩებიან ქართული მასპინძლობით; ტურიზმი, პრობლემები და მისი განვითარებისთვის საჭირო რესურსებზე ისაუბრეს რადიო „კომერსანტის“ ეთერში, გადაცემაში „მოითხოვე ქართული“ ტურისტული კომპანია ,,იბერია ტურს პლიუსი დამფუძნებელმა მაიკო მურაჩაშვილმა.   მაიკო მურაჩაშვილი გვიყვება,...

რამდენად ძვირია საბანკო სესხები საქართველოში -საპროცენტო განაკვეთი ბოლო წლებში კლებადი ტრენდით ხასიათდება

რამდენად ძვირია საბანკო სესხები საქართველოში -საპროცენტო განაკვეთი ბოლო წლებში კლებადი ტრენდით ხასიათდება
person access_time2018-04-24 11:30:00
კითხვაზე პასუხის გასაცემად სასურველია დავაკონკრეტოთ, თუ რასთან შედარებით შეიძლება იყოს ქართულ საბანკო სექტორში სესხებზე საპროცენტო განაკვეთები ძვირი ან იაფი. თუ მაგალითად ჩვენს სამეზობლო ქვეყნებში მოქმედი ბანკების პროცენტებს შევადარებთ, დაახლოებით იგივე სურათს მივიღებთ, ცოტათი უფრო უკეთესს, მაგრამ თუ ევროპის და დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებს შევედრებით, ვნახავთ, რომ ბევრად ძვირია ქართული საბანკო პროდუქტები. გარდა ამისა გასათვალისწინებელია თუ რა პარამეტრებისგან შედგება საპროცენტო განაკვეთი,...

მასწავლებლებისთვის შესაბამისი კატეგორიის შენარჩუნების სტატუსი სექტემბრიდან გამარტივდება

მასწავლებლებისთვის შესაბამისი კატეგორიის შენარჩუნების სტატუსი  სექტემბრიდან გამარტივდება
person access_time2018-04-24 09:50:00
  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში მონიტორინგის შედეგად მომზადდა ცვლილებების პაკეტი, რომელიც მასწავლებლებისთვის შესაბამისი კატეგორიის შენარჩუნების სტატუსს  ამარტივებს. კერძოდ, როგორც როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტმა სოფო ლობჟანიძემ „კომერსანტთან“ საუბარში აღნიშნა, ცენტრის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გაკეთდა პროცესის ანალიზი, რომელმაც კონკრეტული ცვლილებების დანერგვის აუცილებლობა...

ფინანსთა სამინისტროს აკადემიის სახელმწიფო შესყიდვები კორუფციის ნიშნებს შეიცავს

ფინანსთა სამინისტროს აკადემიის სახელმწიფო შესყიდვები კორუფციის ნიშნებს შეიცავს
person access_time2018-04-23 20:00:00
„საერთაშორისო  გამჭვირვალობა - საქართველო” საჯარო უწყებების მიერ განხორციელებულ შესყიდვებს რეგულარულად აკვირდება. ამ პროცესში არაერთი საყურადღებო შემთხვევა აღმოგვიჩენია, რომელიც სავარაუდო კორუფციის ნიშნებს შეიცავდა. ამჯერად ჩვენი ყურადღება ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მიერ ჩატარებულმა ტენდერმა მიიპყრო, რომელშიც რამდენიმე საეჭვო გარემოება გამოვლინდა.    ფინანსთა სამინისტროს აკადემია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის...


მსგავსი სიახლეები