Financial Times-მა საქართველო ძირითად ტურისტულ მიმართულებებში შეიყვანა

Financial Times-მა საქართველო ძირითად ტურისტულ მიმართულებებში შეიყვანა

access_time2017-12-29 15:20:39

„თქვენ ნახავთ თოვლიანი მწვერვალებს, საუცხოო ღვინოს, ვენახებს, უძველეს ათასწლოვან ეკლესია-მონასტრებს და დატკბებით ქართული სამზარეულოს კერძებით"


ბრიტანულმა გამცემამ Financial Times გამოაქვეყნა სტატია, სათაურით: სად წავიდეთ 2018 წელს? მასში მიმოხილულია ახალი 2018 წლის ძირითადი ტურისტულ-სამოგზაურო მიმართულებები ბრიტანელებისათვის - პაკისტანი, საუდის არაბეთი, ზიმბაბვე, სეიშელის კუნძულები, კანადა და სხვა ქვეყნები, მათ შორის საქართველოც:


„ბრიტანელებში მატულობს ინტერესი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების - რუმინეთის, ბულგარეთის, სლოვენიის მიმართ. საქართველო მათ შორის გამორჩეულია ტურისტების ნაკადის სწრაფი მატების პროგნოზით 2018 წლისათვის, მით უმეტეს, რომ ეს სახელმწიფო მომავალ წელს თავისი დამოუკიდებლობის
ასი წლისთავს ზეიმობს.



ადრე საქართველოში ჩასვლა სხვადასხვა ქვეყნებიდან დისკომფორტთან იყო დაკავშირებული (თვითმფრინავით ჯერ მოსკოვში ან ვენაში და შემდეგ თბილისში), ახლა კი შეიძლება ლონდონიდან პირდაპირ თბილისში ჩაფრენა, ავიარეისები Georgian Airwaysის მიერ 2017 წლის მაისიდან კვირაში ორჯერ სრულდება. "ამ მოვლენას ნამდვილად გარდამტეხი მნიშვნელობა აქვს ტურიზმის განვითარებისათვის", - ამბობს ტურისტული კომპანია Wild Frontiers-ის წარმომადგენელი ჯონი ბილბი, - "საქართველოს, ეპიკური მთიანი პეიზაჟების გარდა, ძალიან საინტერესო ისტორია აქვს: აქ, ამ უძველეს სახელმწიფოში თავიანთი კვალი დატოვეს არაბებმა, სპარსელებმა, თურქებმა, რუსებმა, ჯვაროსანმა რაინდებმა და "აბრეშუმის დიდი გზის" სავაჭრო ქარავნებმა".


2017 წელს უნგრეთის ავიაკომპანია Wizz Air-მა დანიშნა ავიარეისი ლონდონი-ქუთაისი (ეს ქალაქი დასავლეთ საქართველოში მდებარეობს), რომელიც საშუალებას აძლევს ქუთაისიდან თბილისისაკენ მიმავალ ტურისტებს ქვეყნის ამ ნაწილის ღისშესანიშნაობები დაათვალიერონ. 2018 წელს Wizz Air-ი გააფართოებს თავის მარშრუტებს პარიზის, რომისა და ბარსელონას მიმართულებითაც. როგორც ტურისტული კომპანია Steppes Travel-ის მენეჯერი ჯასტინ ვოთერიჯი ამბობს, "კავკასია ძალზე შთამბეჭდავი რეგიონია მოგზაურობისათვის: საქართველოში თქვენ ნახავთ თოვლიანი მწვერვალებს, საუცხოო ღვინოს, ვენახებს, უძველეს ათასწლოვან ეკლესია-მონასტრებს და დატკბებით ქართული სამზარეულოს კერძებით. თბილისი ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია კულტურული "უიკ-ენდ"-ისათვის თავისი თანამედროვე ხელოვნების გალერეებით და ცნობილი რესტორნებით, სადაც ყველანაირ სასურველ ნუგბარი კერძებს ამზადებენ"



კვირის პალიტრა



„Microsoft“-ის სახელით შექმნილი ფულის გამოძალვის სქემა, რომელიც ბიზნესს „ატერორებს“

 „Microsoft“-ის სახელით შექმნილი ფულის გამოძალვის სქემა, რომელიც  ბიზნესს „ატერორებს“
person access_time2018-04-24 12:49:48
სს„სარაჯიშვილის“ ადვოკატი კახა ასლანიშვილი ხმაურიან განცხადებას აკეთებს. მისი თქმით: არც „მაიკროსოფტ-საქართველოს“ და არც საადვოკატო ფირმა BLB-ის არ აქვთ რეალური კავშირი Mიკროსოფტ კორპორაციასთან,  და რამდენიმე წელია, ისინი ბილ გეითსის კორპორაციის სახელის გამოყენებით საქართველოს ბიზნეს კომპანიებს არაუფლებამოსილად უყენებენ  მოთხოვნებს. „პირველ რიგში ჩვენ კითხვები გაგვიჩნდა იმ პირის მიმართ, რომელიც Mიცროსოფტ-ის კორპორაციის სახელით გვესაუბრებოდა. ეს არის ადვოკატი...

არაპროფესიონალები ტურიზმში, რაც ქვეყნის იმიჯს საფრთხის ქვეშ აყენებს

 არაპროფესიონალები ტურიზმში,  რაც ქვეყნის იმიჯს საფრთხის ქვეშ აყენებს
person access_time2018-04-24 12:30:00
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბოლო დროინდელი კვლევის თანახმად, საქართველოში ტურიზმის სფერო სწრაფი ტემპით ვითარდება. რამდენად მოსწონთ უცხოელ ტურისტებს საქართველო და რამდენად კმაყოფილები რჩებიან ქართული მასპინძლობით; ტურიზმი, პრობლემები და მისი განვითარებისთვის საჭირო რესურსებზე ისაუბრეს რადიო „კომერსანტის“ ეთერში, გადაცემაში „მოითხოვე ქართული“ ტურისტული კომპანია ,,იბერია ტურს პლიუსი დამფუძნებელმა მაიკო მურაჩაშვილმა.   მაიკო მურაჩაშვილი გვიყვება,...

რამდენად ძვირია საბანკო სესხები საქართველოში -საპროცენტო განაკვეთი ბოლო წლებში კლებადი ტრენდით ხასიათდება

რამდენად ძვირია საბანკო სესხები საქართველოში -საპროცენტო განაკვეთი ბოლო წლებში კლებადი ტრენდით ხასიათდება
person access_time2018-04-24 11:30:00
კითხვაზე პასუხის გასაცემად სასურველია დავაკონკრეტოთ, თუ რასთან შედარებით შეიძლება იყოს ქართულ საბანკო სექტორში სესხებზე საპროცენტო განაკვეთები ძვირი ან იაფი. თუ მაგალითად ჩვენს სამეზობლო ქვეყნებში მოქმედი ბანკების პროცენტებს შევადარებთ, დაახლოებით იგივე სურათს მივიღებთ, ცოტათი უფრო უკეთესს, მაგრამ თუ ევროპის და დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებს შევედრებით, ვნახავთ, რომ ბევრად ძვირია ქართული საბანკო პროდუქტები. გარდა ამისა გასათვალისწინებელია თუ რა პარამეტრებისგან შედგება საპროცენტო განაკვეთი,...

მასწავლებლებისთვის შესაბამისი კატეგორიის შენარჩუნების სტატუსი სექტემბრიდან გამარტივდება

მასწავლებლებისთვის შესაბამისი კატეგორიის შენარჩუნების სტატუსი  სექტემბრიდან გამარტივდება
person access_time2018-04-24 09:50:00
  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში მონიტორინგის შედეგად მომზადდა ცვლილებების პაკეტი, რომელიც მასწავლებლებისთვის შესაბამისი კატეგორიის შენარჩუნების სტატუსს  ამარტივებს. კერძოდ, როგორც როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტმა სოფო ლობჟანიძემ „კომერსანტთან“ საუბარში აღნიშნა, ცენტრის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გაკეთდა პროცესის ანალიზი, რომელმაც კონკრეტული ცვლილებების დანერგვის აუცილებლობა...

ფინანსთა სამინისტროს აკადემიის სახელმწიფო შესყიდვები კორუფციის ნიშნებს შეიცავს

ფინანსთა სამინისტროს აკადემიის სახელმწიფო შესყიდვები კორუფციის ნიშნებს შეიცავს
person access_time2018-04-23 20:00:00
„საერთაშორისო  გამჭვირვალობა - საქართველო” საჯარო უწყებების მიერ განხორციელებულ შესყიდვებს რეგულარულად აკვირდება. ამ პროცესში არაერთი საყურადღებო შემთხვევა აღმოგვიჩენია, რომელიც სავარაუდო კორუფციის ნიშნებს შეიცავდა. ამჯერად ჩვენი ყურადღება ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მიერ ჩატარებულმა ტენდერმა მიიპყრო, რომელშიც რამდენიმე საეჭვო გარემოება გამოვლინდა.    ფინანსთა სამინისტროს აკადემია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის...


მსგავსი სიახლეები