ამერიკული ბიზნეს-მედიასაშუალება CNNMoney 2018 წელთან დაკავშირებით თავის პროგნოზებს აკეთებს. საინტერესოა, თუ როგორი იქნება მომავალი წელი ტექნოლოგიური სამყაროსთვის.
- გაფართოებული რეალობა
გაფართოებული რეალობა (AR) ჰქვია გამოსახულებას, სადაც რეალურ სამყაროში ციფრული გამოსახულებებია აღბეჭდილი. მათი დანახვა სმარტფონის, ან პლანშეტის დახმარებით არის შესაძლებელი. CNNMoney-ის მიხედვით, AR-ის არსებობა ჩვენს სმარტფონებში მომავალ წელს ჩვეულებრივი მოვლენა გახდება.
2. მოსიარულე რობოტები
სხვადასხვა მსხვილ კომპანიებს უკვე შექმნილი აქვთ რობოტები, რომლებიც სასტუმროებსა და საავადმყოფოებში უპრობლემოდ, სენსორების დახმარებით გადაადგილდებიან. მათი ფუნქცია სავაჭრო ცენნტრებში ქურდების აღმოჩენაც კი არის.
3. ჭკვიანი სახლები უცხო ადამიანებს სახლში შემოუშვებენ
წარმოიდგინეთ, რომ ხართ ჭკვიანი (smart) სახლის მფლობელი. თქვენ სახლში არ იმყოფებით, თუმცა თქვენ მიერ შეკვეთილი პროდუქტია სახლში მოაქვთ და მიტანის სერვისის წარმომადგენელი თქვენს სახლში სპეციალური გასაღების მეშვეობით შედის და პროდუქციას გიტოვებთ. უცნაურად ჟღერს, თუმცა ეს სერვისი Amazon-მა 2017 წელს დანერგა.
4. კრიპტოვალუტა
საინტერესოა მომავალ წელს კრიპტოვალუტის მომავალი. ანალიტიკოსების გარკვეული ნაწილი კრიპტოვალუტების საბაზრო კაპიტალიზაციის მნიშვნელოვან ზრდას ვარაუდობენ. ასევე დიდი ალბათობით, კრიპტოვალუტებთან დაკავშირებთ მომავალ წელს გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებებიც განხორციელდება.
CNNMoney