შეცვლიან თუ არა პრემიერს? - „კვირიკაშვილი ნერვიულობს, გახარია თვითკმაყოფილად გამოიყურება“

access_time2017-12-22 15:41:11

რამდენად რეალურია, რომ პრემიერ-მინისტრი შეიცვალოს გაზაფხულზე და მთავრობის ახალ მეთაურად შს მინისტრი გიორგი გახარია დაინიშნოს?! 

 

პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის ვარაუდით, მედიაში გავრცელებული ჭორები რომ, დიდი ალბათობით, სიმართლეს შეესაბამება და კვირიკაშვილს მართლაც აქვს მოლოდინი, რომ მალე შეცვლიან, პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ქცევამ, უწმაწურმა გინებამ თითქმის დაადასტურა კიდეც. ცინცაძის თქმით, ჭორები რომ ცარიელ ადგილზე არ გაჩენილა, ამაზე მეტყველებს ის, რომ კვირიკაშვილს ძალიან საეჭვოდ უღალატა ნერვებმა. „იგი არ ტოვებს ისეთი აფექტური ადამიანის შთაბეჭდილებას, უცებ ავარდეს, წონასწორობა დაკარგოს და ბილწსიტყვაობაზე გადავიდეს. კვირიკაშვილი თავის თავში დარწმუნებულ, მშვიდ, გაწონასწორებულ ადამიანად გვახსოვს, ამიტომ რაღაც სერიოზული ხდება. ფაქტია, რომ გაღიზიანებულია და ნერვებს ვერ თოკავს. მახსოვს შემთხვევა, როდესაც ხადურის მიმართ აგორდა ჭორები, რომ ხსნიდნენ და მიუხედავად იმისა, ერთი წელი დარჩა კიდევ მინისტრად, მაშინ მისმა ახლობელმა მითხრა, სახლში ნერვიულობს და ამბობს, ტელევიზიიდან რატომ უნდა გავიგო, თუკი ასეთი რამ გადაწყვეტილიაო. ეტყობა, ახლაც ასეა. ძალიან ნევროზული განწყობილებაა მთავრობაში. კვირიკაშვილი ნერვიულობს, გახარია კი იმდენად თვითკმაყოფილად და თავდაჯერებულად გამოიყურება, რომ ეტყობა, მისთვისაც არ არის უცხო ეს ვერსია, მოვლენათა ასეთი განვითარება. ამიტომაც ყველაფერი მოსალოდნელია“, - აღნიშნავს სოსო ცინცაძე.

 


ექსპერტი გია ხუხაშვილის განცხადებით, ფაქტია, რომ ბოლო ერთი კვირაა, კვირიკაშვილი "თავს ვერ თოკავს", მას რაღაც ძალიან აწუხებს, ამიტომაც დაკარგა შინაგანი წონასწორობა და შეცდომას შეცდომაზე უშვებს - თითქმის ყველაფერზე ძალიან არაადეკვატურად და გაღიზიანებით პასუხობს. „ის გამოსულია მდგომარეობიდან და შეიძლება ვივარაუდოთ, ეს ხდება ეჭვიანობის გამო, რომ მის შემცვლელად ვიღაცას ამზადებენ, ან შეძლება სხვა პრობლემაც აქვს, ჩვენ ხომ ზუსტად არ ვიცით. ფაქტია, რომ აქვს რაღაც პრობლემა, რაზეც ვერ საუბრობს და ხან აქეთ ეცემა და ხან - იქით. ეს ჩანს“, - ამბობს ხუხაშვილი. მისი თქმით, „პრემიერი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მისი ბედი უარყოფითად გადაწყდეს და ოთხშაბათს პარლამენტის შემთხვევა არ იყო პირველი სიმპტომი, რომ მის თავს რაღაც კარგი არ ხდება. ამ ბოლო კვირებში მან დაანგრია ის იმიჯი, რაც შექმნილი ჰქონდა, კეთილბუნებოვანი და მშვიდი ადამიანის და დაანგრია არა პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, არამედ, ფაქტობრივად, სწორ ადგილზე“. ხუხაშვილის თქმით, პირველი იყო დეპუტატ შალელაშვილის ღია წერილზე სრულიად არაადეკვატური რეაქცია, როდესაც ლამის ფეხების ბაკუნი დაიწყო. შემდეგ იყო "უცნობთან" უცნაური ვითარება, როდესაც მას არავინ არ სთხოვდა და იძახა, გადავდგებიო, რასაც აგრეთვე მოჰყვა გარკვეული პოლიტიკური ტალღა და ახლა უკვე პარლამენტში მისი წყობიდან გამოსვლა. „ძალიან მარტივ პროვოკაციაზე წამოეგო, რაც ძალიან სახიფათოა ქვეყნის ლიდერისთვის, ნიკა მელიას პირველად ხედავდა თუ რას ელოდა სხვას? გასაგებია, რომ მელია ეტყოდა იმას, რაც უთხრა, ეს სიურპრიზი არ უნდა ყოფილიყო და ძალიან მძიმე რეაქცია ვნახეთ“, - აცხადებს ხუხაშვილი.

 

პრემიერ-მინისტრის პოსტზე კვირიკაშვილის შეცვლაზე აქტიური საუბარი მედიაში მას შემდეგ დაიწყო, რაც მან მთავრობის ახალი შემადგენლობა და შს მინისტრად გიორგი გახარია წარადგინა. მაშინ ითქვა, რომ მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნების გამო გიორგი კვირიკაშვილი გაზაფხულზე თანამდებობას დატოვებდა და გამოითქვა ვარაუდიც, რომ ის საპრეზიდენტო კანდიდატადაც მოიაზრებოდა, მის შემცვლელად კი გიორგი გახარია განიხილებოდა. გია ხუხაშვილის თქმით, თუკი კვირიკაშვილის გაპრეზიდენტება მართლაც იყო ჩაფიქრებული, პარლამენტის ინციდენტის შემდეგ ეს თითქმის გამორიცხულია. „პრეზიდენტისადმი თმენის ვალდებულების მოთხოვნა კიდევ უფრო მაღალი სტანდარტისაა, ვიდრე პრემიერ-მინისტრისადმი, რადგან პრეზიდენტი ქვეყნის სახეა და ასეთი ტიპის ქმედებით საპრეზიდენტო მიმართულებით მის გადანაცვლებას აშორებს. არ მინდა დრამატიზება, რომ ყველაფერი დასრულდა, მაგრამ ტენდენცია ძალიან შემაშფოთებელია პირადად მისთვის, თორემ კვირიკაშვილი სახელმწიფოსთვის ბევრს არაფერს წარმოადგენს. ის არასდროს ყოფილა სერიოზული პოლიტიკური ფიგურა, მაგრამ პირადად მისი კარიერა ამ გამოხდომებმა შეიძლება სერიოზულად დააზიანოს," - აღნიშნავს პოლიტოლოგი.

 



ნავენახევის მღვიმე პირველ ვიზიტორებს გაზაფხულზე მიიღებს (ფოტოები)

person access_time2018-01-22 19:50:56
ნავენახევის მღვიმე პირველ ვიზიტორებს გაზაფხულზე მიიღებს. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, მღვიმის ტერიტორიაზე აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, კაფეტერია და სუვენირების მაღაზია. ასევე, გამოიყო საგანმანათლებლო სივრცე, მოეწყო ტურისტული ბილიკი.   ნავენახევის მღვიმე...

ქარის და მზის ენერგიები, პროგნოზირებად მომავალში, ვერასოდეს გახდება ძირითადი ენერგიის წყარო

person access_time2018-01-22 17:30:19
 ქარის და მზის ენერგიები პროგნოზირებად მომავალში, ვერასოდეს გახდება ძირითადი ენერგიის წყარო, - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის (სემეკი) ელექტროენერგეტიკული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ზვიად გაჩეჩილაძე GBC-სთან  განახლებადი ენერგიების  პოტენციალს...

„ირანიდან გაზრდილი მოთხოვნის გამო, საექსპორტო ცხვრის ფასმა მოიმატა“

person access_time2018-01-22 16:30:07
ქართულ ცხვარს რეალიზაციის და ექსპორტზე გატანის პრობლემა აღარ აქვს. სექტორის წარმომადგენლები არანაკლებ სირთულეს   რუსეთიდან შემოსულ ცხვარში ხედავენ, რომელიც საქართველოში იკვლება და ირანში ქართული ხორცის სახელით გადის. როგორც „კომერსანტს“  „მეცხვარეთა ასოციაციის  თავმჯდომარე  ბექა გონაშვილმა განუცხადა, საქართველოდან გასული ცხვრის ქართული და რუსული ხორცი უნდა გაიმიჯნოს, რადგან ექსპორტიორი ქვეყანა შეცდომაში...

Wall Street-ის ანალიტიკოსი: ბიტკოინის ფასი 90%-ით გაუფასურდება

person access_time2018-01-22 20:30:51
Bleakley Advisory Group-ის საინვესტიციო ოფიცერი, პეტერ ბუკვარი კრიპტოსამყაროს მასიურ ვარდნას პროგნოზირებს. მისი განცხადებით, კრიპტოსამყარო მასიური საპნის ბუშტია, რომლის გასკდომის დროც ახლოვდება.   „როდესაც რაიმე ასეთი ტიპის პარაბოლას ემსგავსება, ის აუცილებლად უბრუნებდა იმ საწყისს, საიდანაც პარაბოლამ ზრდა დაიწყო,“ განაცხადა მან CNBC-სთან საუბრისას.   ბუკვარის ვარაუდით, არსებობს რეალური საფრთხე, რომ ბიტკოინის ღირებულება 90%-ით გაუფასურდება. „ნამდვილად არ...

EBRD-მა ნენსკრაჰესის დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიღება გადაავადა

person access_time2018-01-22 15:00:04
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ნენსკრაჰესის დაფინანსებისთვის $214 მილიონის სესხის გამოყოფაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების თარიღი 2017 წლის 31 იანვრამდე გადაავადა.   EBRD-ის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ ნენსკრაჰესის დაფინანსებაზე თანხმობა 2015 წლის 12 მაისს, თბილისში გამართული EBRD-ის ფორუმის ფარგლებში განაცხადა. მას შემდეგ ბანკი პროექტის გარემოზე ზეგავლენის ტექნიკურ დეტალებს სწავლობს. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, ჰესს ელექტროენერგიის...


მსგავსი სიახლეები