საქართველო კინო გადაღებებისთვის წლის საუკეთესო ქვეყანად აღიარეს

საქართველო კინო გადაღებებისთვის წლის საუკეთესო ქვეყანად აღიარეს

access_time2017-12-13 21:11:38

Indywood Film Carnival-ზე კინო ტურიზმის კატეგორიაში საქართველო გადაღებებისთვის წლის საუკეთესო ქვეყანად აღიარეს. ინფორმაციას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ღონისიძიება, რომელიც ინდოეთში წელს უკვე მესამედ გაიმართა, კინოინდუსტრიის წარმომადგენლების დასაკავშირებლად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პლატფორმაა.

 

 

მნიშვნელოვანია, რომ ბოლო 2 წელია რაც საქართველო, როგორც კინოგადაღების მოედანი ყოველდღიურად უფრო აქტუალური და დატვირთული ხდება. კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტის „გადაიღე საქართველოში" ფარგლებში უკვე რამდენიმე უცხოური პროექტი განხორციელდა. ახალი პროგრამა კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოში გადაიღონ ფილმი თუ სხვა სახის აუდიო/ვიზუალური პროდუქცია და კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე უკან დაიბრუნონ.

 

 

2017 წლის ნოემბრის თვის მონაცემებით, პროგრამის „გადაიღე საქართველოში" ფარგლებში შემოსულია 9 განაცხადი, საიდანაც გადაღებები უკვე ყველა პროექტზე დასრულდა. შემოსული პროექტებიდან ოთხი ინდური კინოპროდუქციაა, ერთი ქართულ-გერმანულ-ფრანგული კოპროდუქცია, ერთი ქართულ-ამერიკულ-ნორვეგიული, ორი ქართულ-ფრანგული და ერთიც კი ამერიკული. აღნიშნული პროექტების განხორციელების შედეგად საქართველოში ჯამურად 15 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება, გადაღებებისას კი დასაქმებულთა რაოდენობა 1800 ადამიანს შეადგენს.


 

 

ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ამჟამად სხვადასხვა საერთაშორისო პროდიუსერთან მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები დამატებით რამდენიმე ფილმის გადაღებებზე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, სასიამოვნო წარმატებაც, რომ პროგრამის ფარგლებში შპს „იგელ პროდაქშენს", რომელიც პროგრამის ფარგლებში ე.წ cash rebate მექანიზმით სარგებლობდა, საქართველოში დახარჯული ბიუჯეტის კვალიფიციური ხარჯების 20% უკვე აუნაზღაურდა. აღნიშნული პროგრამა კი კიდევ უფრო მეტ პროდიუსერს უჩენს ინტერესს გადმოიტანონ კინოწარმოება საქართველოში და დაიბრუნონ კინოგადაღებებზე დახარჯული თანხის ნაწილი.

 

 

კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში" კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობით.

 

 

 



ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა
person access_time2018-04-26 13:01:39
„ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დათანხმდა, რომ პარტია „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს უხელმძღვანელოს“, - ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერმა და პარტიის ამჟამინდელმა ლიდერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.   „პირადად, ჩემი და მთელი გუნდის სახელით შევთავაზე და ვთხოვე ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, რომ სათავეში ჩაუდგეს პარტიას. მოხარული ვარ, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თანხმობა განაცხადა, -...

ლონდონის ბირჟიდან მიღებული 100 მილიონი დილარი GHG-ში, რომელიც იაშვილის კლინიკის პრობლემებზე არ ასახულა

ლონდონის ბირჟიდან მიღებული 100 მილიონი დილარი GHG-ში, რომელიც იაშვილის კლინიკის პრობლემებზე არ ასახულა
person access_time2018-04-26 11:30:00
ერთი წლის და ორი თვის ნენე მოდებაძის ისტორიამ, კიდევ ერთხელ დააფიქრა საზოგადოება, რა ხდება ქვეყნის მთავარ პედიატრიულ საავადმყოფოში?   საქართველოში ალბათ არ არსებობს ოჯახი, რომელსაც ერთხელ მაინც არ მიუმართავს იაშვილის სახელობის  კლინიკისათვის, რომელიც ათეულობით წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი პასუხისმგებელი დაწესებულებაა ბავშვთა ჯანმრთელობაზე და რომელიც არცთუ იშვითად ხდება უკმაყოფილების ობიექტი. ერთი წლის წინ, იაშვილის კლინიკაში ორი...

ოქროს ბრენდის დაჯილდოვების ცერემონიალი 27 აპრილს გაიმართება

ოქროს ბრენდის დაჯილდოვების ცერემონიალი 27 აპრილს გაიმართება
person access_time2018-04-26 10:29:19
2018 წლის 27 აპრილს, საღამოს შვიდის ნახევარზე, სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi- ში კომპანია GLOBAL IDEA, The FINANCIAL, საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის, საქართველო შვეიცარიის ბიზნეს ასოციაციის,ევროპის ფონდის,საერთაშორისო პალატის და მეწარმე ქალთა საბჭო საქართველოში მხარდაჭერით, ატარებენ რიგით მეცამეტე 2017 წლის რჩეული ბრენდების დაჯილდოვების ცერემონიას Golden Brand 2017.   მედიაში ბიზნესის ოსკარად წოდებული ოქროს ბრენდის დაჯილდოვების...

ამერიკელმა სენატორებმა უმსხვილესი ბანკებისაგან რუსი ბიზნესმენების ანგარიშების გამჟღავნება მოითხოვეს

ამერიკელმა სენატორებმა  უმსხვილესი ბანკებისაგან  რუსი ბიზნესმენების ანგარიშების გამჟღავნება მოითხოვეს
person access_time2018-04-25 20:00:00
ამერიკელი სენატორენი  მსოფლიოს უმსხვილეს ფინანსურ ინსტიტუტებს  მოუწოდებენ მათ და პუტინის გარემოცვაში შემავალ უმსხვილეს ბიზნესბემენს შორის არსებული კავშირები გაამჟღავნონ.   25 აპრილს სენატორებმა ჯოან შაინმა და შელდონ უაიტჰაუსმა გააგზავნეს შესაბამისი მიმართვები სამ უმისხვილეს ამერიკულ ბანკში - Bank of America Corp, JPMorgan Chase და Citibank-ში, ასევე რამდენიმე ევროპულში -  Barclays, Deutsche Bank, UBS, HSBC  და Credit...

კომერციულ ბანკებს ჯარიმები გაეზარდათ - დარღვევები რის გამოც ეროვნული ბანკი სანქციებს აამოქმედებს

კომერციულ ბანკებს ჯარიმები გაეზარდათ - დარღვევები რის გამოც ეროვნული ბანკი სანქციებს აამოქმედებს
person access_time2018-04-25 19:00:00
კომერციულ ბანკებს  დარღვევებზე ჯარიმები გაეზარდათ. ეროვნული ბანკის  ვიცე -პრეზიდენტის მურთაზ კიკორიას 24 აპრილის ბრძანებით ცვლილება „კომერციული ბანკების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში შევიდა. ახალი რედაქციით, საბანკო საქმიანობის ლიცენზიის ან ეროვნული ბანკის შესაბამის სამართლებრივ აქტზე თანდართული ნებისმიერი პირობის ან შეზღუდვის დარღვევის შემთხვევაში, ბანკს განსხვავებული ფულადი სანქია დაეკისრება, რაც დარღვევის სერიოზულობაზე,...


მსგავსი სიახლეები