მამუკა ბახტაძე: საპენსიო რეფორმა უნდა დაიწყოს, აუცილებლად სწორი მოდელით

access_time2017-12-13 19:59:22

2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის წარდგენისას, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საპენსიო რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, საპენსიო რეფორმის გარეშე, ნორმალური სოციალური უზრუნველყოფის მიღება ნებისმიერ ქვეყანაში გამორიცხულია.

 

 

„ეს არის ძალიან კომპლექსური საკითხი და დებატების შედეგი უნდა იყოს ის მოდელი, რასაც სახელმწიფო აირჩევს. აქ უნივერსალური რეცეპტები არ არსებობს. დიდი აზრთა გაცვლის შემდეგ უნდა ჩამოვყალიბდეთ მოდელზე, რომელიც საუკეთესოდ იქნება მორგებული ჩვენი ქვეყნის არსებულ რეალობას', - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

 


 

მისი თქმით, ეს პროექტი აუცილებლად არის დასაწყები, მაგრამ დასაწყები არის სწორი მოდელით. „ამ მოდელზე კონსულტაციები, ბუნებრივია, გაგრძელდება, მაგრამ ეს, რომ არ დავიწყოთ 2018 წელს, ამის არგუმენტი არ გვაქვს. უკეთესი იქნებოდა აქამდეც დაწყებულიყო. საპენსიო რეფორმის გარეშე, ნორმალური სოციალური უზრუნველყოფის მიღება, ნებისმიერ ქვეყანაში გამორიცხულია. ნებისმიერი სხვა მოდელი, რაც კი ვინმემ სცადა, არ იყო წარმატებული. არ გვინდა ახალი ველოსიპედის გამოგონება. საპენსიო რეფორმა უნდა დაიწყოს, მაგრამ სწორი მოდელი უნდა შეიქმნას. თქვენ თუ დამისახელებთ ერთ ქვეყანას მაინც, რომ სოციალური უზრუნველყოფის მიღება საპენსიო რეფორმის გარეშე მოხდა, ოპოზიციის არგუმენტს აუცილებლად გავიზიარებ, მაგრამ ამას ფიზიკურად ვერ დამისახელებთ. ყველა ქვეყანამ გააკეთა აღნიშნული რეფორმა. უნდა დავიწყოთ აუცილებლად სწორი მოდელით", - განაცხადა ბახტაძემ.

 

 

 

 



EBRD-მა ნენსკრაჰესის დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიღება გადაავადა

person access_time2018-01-22 15:00:04
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ნენსკრაჰესის დაფინანსებისთვის $214 მილიონის სესხის გამოყოფაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების თარიღი 2017 წლის 31 იანვრამდე გადაავადა.   EBRD-ის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ ნენსკრაჰესის დაფინანსებაზე თანხმობა 2015 წლის 12 მაისს, თბილისში გამართული EBRD-ის ფორუმის ფარგლებში განაცხადა. მას შემდეგ ბანკი პროექტის გარემოზე ზეგავლენის ტექნიკურ დეტალებს სწავლობს. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, ჰესს ელექტროენერგიის...

„კომერსანტის“ ექსკლუზივი - სასტუმრო Biltmore Tbilisi-ში CASINO JEWEL იხსნება

person access_time2018-01-22 13:30:23
სასტუმრო Biltmore Tbilisi-ში კაზინოს ახალი ბრენდი JEWEL შემოდის. ამ ეტაპზე სასტუმროში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ კომენტარს ვერ აკეთებენ, თუმცა, აცხადებენ, რომ კაზინო ხვალ, 23 იანვარს გაიხსნება. როგორც ირკვევა, კაზინოს ეს ბრენდი საძიებო სისტემა Google-სა და Wikipedia-ში არ იძებნება. არსებობს მხოლოდ FB გვერდი, რომელიც სულ რამდენიმე თვის შექმნილია. შეგახსენებთ, „კომერსანტის“ ინფორმაციით, თბილისში სასტუმრო Biltmore...

კახა კალაძე: „თბილისის გენგეგმის შეფასების პროცესში უცხოელი ექსპერტები ჩაერთვებიან“

person access_time2018-01-22 12:20:54
თბილისის მიწათსარგებლობის გეგმის შეფასების პროცესში საერთაშორისო ორგანზიაციები და ექსპერტები ჩაერთვებიან. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „თბილისის მიწათსარგებლობის გეგმა მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის, რომელმაც თბილისის სწორი და გრძლევადიანი განვითარება უნდა უზრუნველყოს. მოგეხსენებათ, კომპანია „სითი ინსტიტუტმა“ 45 დღიანი ვადა ითხოვა, რაზეც მერიამ თანხმობა განაცხადა. ჩვენ ვაცნობიერებთ საზოგადოების...

ძველ იპოდრომთან ახალი ესტაკადა აშენდება

person access_time2018-01-22 12:00:01
თბილისში, ძველ იპოდრომთან,  ცინცაძისა და კარტოზიას ქუჩების კვეთაზე ახალი ესტაკადა აშენდება.   თბილისის მერია იმედოვნებს, რომ ახალი ესტაკადა  გზის საცობებისგან განტვირთვას და სატრანსპორტო ნაკადების  შეუფერხებლად გატარების უზრუნველყოფს.   პროექტით, ესტაკადის მეშვეობით ცინცაძის ქუჩიდან თამარაშვილის ქუჩისკენ სატრანსპორტო ნაკადების გატარების ყოველგვარი საკონფლიქტო წერტილების გარეშე უნდა მოხდეს, გარდა ამისა ესტაკადის ქვეშ შეფერხებისა და...

„ეკომ“ საქართველოს ბაზარზე ახალი თაობის საწვავის იმპორტი დაიწყო

person access_time2018-01-22 10:30:37
საქართველოს ბაზარზე ახალი თაობის საწვავის  იმპორტი დაიწყო და ამიერიდან “ეკოს” ავტოგასამართ სადგურზე ვაჟა-ფშაველას გამზირ #27-ში ახალი თაობის, ევროპული სტანდარტის „ეკო რეისინგი 98“ (სუპერი), „95 ეკონომი“ (პრემიუმი) და „დიზელ ეკონომი“ (ეკო დიზელი) ერთგულ მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს მეტი კილომეტრი განვლონ თითოეულ ლიტრზე და შესაბამისად შეამცირონ საწვავის ხარჯი, 15%-ით  შეამცირონ ავტომობილის ძრავის ხმაური, მნიშვნელოვნად შეამცირონ გამონაბოლქვი და გაუფრთხილდნენ...


მსგავსი სიახლეები