საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე OECD-ის კონკურენციის განყოფილების ხელმძღვანელს შეხვდა

access_time2017-12-07 13:35:45

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ნოდარ ხადური პარიზში, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კონკურენციის გლობალური ფორუმის ფარგლებში, OECD-ის კონკურენციის განყოფილების ხელმძღვანელს, ანტონიო გომესს შეხვდა.

 

 

როგორც „კომერსანტს" კონკურენციის სააგენტოდან აცნობეს, შეხვედრაზე, საქართველოში კონკურენციის კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით, შემდეგი საკითხები განიხილეს: ევროკავშირის პროექტის მიერ მომზადებული საქართველოს კონკურენციის კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი; საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მიღწევები, გამოწვევები, ორმხრივი სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და ა.შ.

 

 

OECD-ის წარმომადგენლების მიერ ყურადღება გამახვილდა საქართველოს კონკურენციის სააგენტოს ინსტიტუციური მოწყობის გაუმჯობესებისა და უფლებამოსილების ეფექტიანად განხორციელების მიზნით, აღსრულების მექანიზმების გაძლიერების აუცილებლობაზე.

 


 

ანტონიო გომესი ნოდარ ხადურის მოწვევას დათანხმდა და OECD-ის კონკურენციის განყოფილების ხელმძღვანელი 2018 წლის გაზაფხულზე სამუშაო ვიზიტით საქართველოს ეწვევა.

 

 

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ - OECD-ის კონკურენციის განყოფილების უფროსი ექსპერტი, საბინა ზიგელსკი; ევროკავშირის პროექტის „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა" ხელმძღვნელი, აურელიო ლა ტორე და მთავარი ეკონომიკური ექსპერტი, ფრანსუა სუტი; ლიტვის კონკურენციის საბჭოს თავმჯდომარე, შარუნას კესერაუსკასი, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, სოფიო მომცელიძე და კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებების გამოვლენისა და აღკვეთის სამმართველოს უფროსი, ნიკა სერგია.

 

 

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე 7-8 დეკემბერს, პარიზში, OECD-ის კონკურენციის გლობალური ფორუმის მე-16 შეხვედრაში მონაწილეობს, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციის უწყების მაღალი რანგის პირები და ექსპერტები ესწრებიან. კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ნოდარ ხადურის ორმხრივი შეხვედრები.

 

 

 

 



მერია „სითი პარკს“ სიურპრიზს უმზადებს

person access_time2018-02-19 08:50:27
დაახლოებით ერთ თვეში,თბილისის მერია „სითი პარკთან“ დაკავშირებით ახალ დეტალებს გაასაჯაროებს. „კომერსანტის“ მცდელობის მიუხედავად, მერიაში სიახლის დაკონკრეტებისაგან თავი შეიკავეს.  „ახლა „სითი პარკთან“ დაკავშირებით  გარკვეული მუშაობა მიმდინარეობს, სამუშაო პროცესია, ამიტომ წინასწარ ვერ გეტყვით დეტალებს. დაახლოებით ერთ თვეში საზოგადოებას შევატყობინებთ ახალ ინფორმაციას“, - განაცხადეს მერიაში. „კომერსანტი“ დამატებითი ინფორმაციისათვის „სითი პარკს“...

„ბიტკოინი: იყავი საკუთარი თავის ბანკი“ – უქმნის, თუ არა კრიპტოვალუტა ბანკებს საფრთხეს?

person access_time2018-02-18 20:00:02
“Bitcoin: Be your own bank“...

გერმანიის შს მინისტრი - თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ, ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული

person access_time2018-02-18 09:05:44
თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ . ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაზ დე მაიზერმა ქართველ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს...

ელენ დეჯენერესი ბიტკოინზე: „ან მილიონერი გახდებით ან გაკოტრდებით“

person access_time2018-02-17 12:00:15
დღეს თითქმის ყველა ბიტკოინთან დაკავშირებით საუბრობს, თუმცა რა არის ბიტკოინი, ამისი ახსნა ბევრს გაუჭირდება. ცნობილმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა, ელენ დეჯენერესმა საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილეს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ისაუბრა და ზემოთაღნიშნულ გარემოებას გაუსვა ხაზი.   „ბიტკოინი წააგავს დამაბნეველი სცენარის მქონე ფილმს - თქვენი მეგობრები უყურებენ მას და არ იმჩნევენ, რომ ფილმში არაფერი არ ესმით. ამ დროს კი თქვენც ისეთი სახე გაქვთ, თითქოს ყველაფერი გაიგეთ,“-...

ბილ და მელინდა გეიტსები: „არასამართლიანია, რომ ასეთი მდიდრები ვართ“

person access_time2018-02-17 14:00:06
ბილ გეიტსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეორე ადგილს იკავებს, რაც მას დიდ ძალაუფლებას ანიჭებს. იგი აღნიშნულ ძალაუფლებას ფილანტროპიული მიზნებისთვის იყენებს - 2000 წელს ბილ გეიტსმა მეუღლესთან, მელინდასთან ერთად „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი“ დააარსა, რომლის მიზანსაც სიღარიბის, შიმშილის, უთანასწორობისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.   ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით, ბილ და მელინდა გეიტსებმა ხშირად დასმულ 10 შეკითხვას გასცეს პასუხი....


მსგავსი სიახლეები