დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს კვირის ბოლოს გაეგზავნება

access_time2017-12-06 11:42:30


თბილისის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს მიმდინარე კვირის ბოლოს გადაეგზავნება  ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძის ინფორმაციით, 2018 წელს განსახორციელებელი პროექტების ბიუჯეტი, ჯამში, 60 მლნ ლარით გაიზრდება.


„აქედან ფინანსთა სამინისტროს ტრანსფერი 14 მლნ ლარი, სამუშაოების დაუყოვნებლივ დაწყების მიზნით, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ საწესდებო კაპიტალში წელსვე აისახება და ვაგონების მოდერნიზება-რეკონსტრუქციას მოხმარდება, ხოლო 46 მლნ ლარი 2018 წლის ბიუჯეტში პირდაპირი წესით აისახება და ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნების რეაბილიტაციისა და კეთილმოწყობისკენ მიემართება,"- განაცხადა კალაძემ.


კახა კალაძის განცხადებით, ინფრასტრუქტურული ხარჯები წარდგენილ ბიუჯეტთან შედარებით, რომელიც თავდაპირველად 282 მლნ ლარს შეადგენდა, 55 მლნ ლარით გაიზრდება და 337 მლნ ლარით განისაზღვრება. ამასთან,  მისივე თქმით, მნიშვნელოვნად გაიზრდება გამწვანების ღონისძიებებისთვის განკუთვნილი თანხებიც - 2,9 მლნ ლარიდან 9 მლნ ლარამდე.


დედაქალაქის მერის განცხადებით, 2018 წლის კიდევ ერთი მთავარი პრიორიტეტი ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა იქნება, კერძოდ, განხორციელდება ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის 32 პროგრამა, მათ შორის, ის 2 დამატებითი პროგრამა, რომელიც წინასაარჩევნოდ იქნა გაჟღერებული. ესენია: ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სკრინინგი და ღვიძლის ტრანსპლანტაცია.






პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

person access_time2017-12-13 20:31:10
პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი, რომელის საბოლოო ვარიანტი საკანონმდებლო ორგანოს ფინანსთა ახალმა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წარუდგინა, დეპუტატებმა 111 ხმით ერთხმად მიიღეს.   კენჭისყრას წინ უძღვოდა ხანგრძლივი განხილვა და დებატები, რომელიც მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.     სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების მთლიანი მოცულობა, 2017 წელთან შედარებით იზრდება 943,8 მლნ ლარით...

შესყიდვების სააგენტოს განცხადებით "სიტროენ ჯორჯია" 4–ჯერ იყო რეგისტრირებული შავ სიაში

person access_time2017-12-13 19:13:57
„სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მოქალაქე გიორგი გაჩეჩილაძის მიერ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც შეეხებოდა ცალკეული შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ კომპანია „სიტროენ ჯორჯიის" მიმართ, მისი მოსაზრებით, განხორციელებულ არამართლზომიერ და დაუსაბუთებელ ქმედებებს, აღნიშნავს: 2017 წლის 7 აპრილს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გამოაცხადა...

King David-ში საახალწლო აქცია „არაჩვეულებრივი 2018“ დაიწყო

person access_time2017-12-13 17:00:31
King David-ში სასიამოვნო სიახლეა! საახალწლო აქცია ,,არაჩვეულებრივი 2018“დაიწყო. მსურველებს საშუალება აქვთ საახალწლო აქციის ფარგლებში სასურველი რეზიდენცია 20 თვიანი უპროცენტო შიდა განვადებით შეიძინონ, გადახდა კი ღირებულების მხოლოდ 1%-ით დაიწყონ და დამატებით 8%-იანი ფასდაკლებითაც ისარგებლონ. რეზიდენციის შეძენისთანავე შესაძლებლობა ეძლევათ დაიწყონ სარემონტო სამუშაოები და თანხის არასრულად დაფარვის შემთხვევაშიც კი გადმოვიდნენ საცხოვრებლად. აღსანიშნავია რომ King David...

Deutsche Bank: ბიტკოინი 2018 წელს საფინანსო სექტორს საფრთხეს შეუქმნის

person access_time2017-12-13 20:00:41
Deutsche Bank-ი ბიტკოინს გლობალური საფინანსო ბაზრისთვის საფრთხედ მიიჩნევს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება Deutsche Bank-ის გლობალურმა ეკონომისტმა, ტორსტენ სლოკმა გააკეთა. მისი სიტყვებით, კრიპტოვალუტის უკანასკნელი დინამიკა იმის მანიშნებელია, რომ ბიტკოინს მკვეთრი ვარდნის დიდი პოტენციალი გააჩნია. Deutche Bank-ის ეკონომისტების მოსაზრებით, ბიტკოინთან დაკავშირებული საფრთე მის მერყეობასა და არასტაბილურობას უკავშირდება. ამასთან, ექსპერტები ხაზს უსვამენ იმ გარემოებას,...

მთავრობა ზამთრის ახალი კურორტების განვითარებაზე მუშაობს

person access_time2017-12-13 17:30:42
მთავრობას ზამთრის კურორტების განვითარების სწორი ხედვა აქვს - ამის შესახებ „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ხელმძღვანელი სანდრო ონოფრიშვილი რადიო „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს. ონოფრიშვილის თქმით, ყველა არსებულ და პოტენციურ კურორტზე განვითარების სამოქმედო გეგმა იწერება, როგორი უნდა იყოს კურორტი და ეს დოკუმენტი ინვესტორებისთვის ერთგვარი გზამკვლევი გახდება.   „გუდაურის შემთხვევაში განაშენიანების გეგმა მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო...


მსგავსი სიახლეები