თბილისის მერი ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის პირველი ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო

access_time2017-12-05 17:17:14

თბილისის მერი კახა კალაძე ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის პირველი ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა. თბილისის მერის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობისა და დეცენტრალიზაციის გაძლიერება საჯარო მმართველობის რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

 

 

მისივე თქმით, ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლებამ ამ მიმართულებით არაერთი რეფორმის გატარება შეძლო, თუმცა გამოწვევები და პრობლემები კვლავ არსებობს, რასაც მოგვარება სჭირდება.

 

 

„ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხების გადაწყვეტისას, მთავარ ამოსავალ წერტილს მოქალაქეების ინტერესები უნდა წარმოადგენდეს. გვინდა, რომ ისინი აქტიურად იყვნენ ჩართული იმ პროექტების განხორციელებაში, რომელთა განხორციელებასაც მომდევნო წლების განმავლობაში ვგეგმავთ. ჩვენ შევქმნით პლატფორმას და კონკრეტულ უბნებსა და რაიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს შესაძლებლობას მივცემთ, რომ პრიორიტეტების შერჩევაში თავად მიიღონ მონაწილეობა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის ზოგადად, სტრუქტურული რეფორმის განხორციელება, რომელიც დაწყებული გვაქვს და პირობას გაძლევთ, რომ ეს აბსოლუტურად ღია და გამჭვირვალე პროცესი იქნება. არსებულ სტრუქტურასა და ბიუროკრატიულ მანქანაში პრობლემებს ვხედავთ და გვინდა, ეს ყველაფერი რეალურად შევცვალოთ", - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

დედაქალაქის მერის განცხადებით, ღია მმართველობაზე საუბრისას უნდა აღინიშნოს, რომ თბილისი 2016 წელს „ღია მმართველობის პარტნიორობის" (OGP) ქვენაციონალურ საპილოტე პროგრამას შეუერთდა.


 

 

„ამჟამად, საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობით რიგით მეექვსე თავმჯდომარე ქვეყანაა და OGP-ის თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსი სწორედ არაერთი უწყებისა და მთავრობის იმ წარმატებული პოლიტიკის შედეგად მოვიპოვეთ, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ღია მმართველობისთვის ატარებდა და მომავალშიც აუცილებლად გაატარებს", - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი მუნიციპალიტეტების ღიაობასა და ანგარიშვალდებულებას აფასებს. მისი მიზანი საქართველოში გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული თვითმმართველობის ჩამოყალიბებაა. სწორედ ამ მიზნით, ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსით ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტი გამჭვირვალობის, მოქალაქეთა მიმართ ანგარიშვალდებულებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის მონაწილეობის ხარისხის კუთხით შეფასდა.

 

 

ინდექსი კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრის (CTC), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის (MSDC) ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა. პროექტი ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

 

 

ანგარიშის პრეზენტაციას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, რეგიონული, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

 



30 ათას ლარიანი ჯარიმა უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე - დეველოპერების შეფასებები

person access_time2018-02-19 18:45:18
ქვეყანაში  უსაფრთხოების ინჟინრების დეფიციტი და მათი მომზადებისთვის საჭირო ხარჯი -ეს ის პრობლემაა, რომელიც  მშენებლობასთან დაკავშირებით დაგეგმილმა რეგულაციამ შეიძლება გამოიწვიოს.  ამის შესახებ „კომერსანტთან“ დეველოპერების ნაწილი საუბრობს და დედაქალაქში მშენებლობასთან დაკავშირებით მოსალოდნელ რეგულაციებს  აფასებს.    „პროდუქტის უსაფრთხოებისა და...

ქართული ღვინის პრეზენტაცია ტოკიოში - ტოჩინოშინის სიურპრიზი ორგანიზატორებს

person access_time2018-02-19 19:45:37
ქართული ღვინის მასშტაბური პრეზენტაცია იაპონიის დედაქალაქ ტოკიოსა და ქალაქ ოსაკაში გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი იაპონიაში ლევან ცინცაძე და ჰაცუ ბაშუს ტურნირის ქართველი გამარჯვებული, სუმოისტი ლევან გორგოძე, იგივე ტოჩინოშინი ესტუმრნენ.   ტოკიოსა და ოსაკაში გამართულ ღონისძიებებში ჯამში 35 ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიის 100-მდე დასახელების ღვინო იყო წარდგენლი. ქართული ღვინის პრეზენტაცია-სემინარს ტოკიოში 350, ხოლო ოსაკაში 300-მდე ღვინის...

გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ჩინურ „სინოჰიდროსთან“ დაკავშირებულ კითხვებს „კომერსანტთან“ პასუხობს

person access_time2018-02-20 09:00:11
გზების  დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე  ბოლო პერიოდში, ჩინურ „სინოჰიდროსთან“  დაკავშირებით კითხვებს „კომერსანტთან“  პასუხობს. როგორც ცნობილია, 2018 წლის 29 იანვარს გიორგი სეთურიძემ „კომერსანტთან“ საუბარში განაცხადა, რომ „სინოჰიდროს“ საქმიანობის თაობაზე დასკვნას 1 კვირაში გამოაქვეყნებდა. საკითხი ეხება რამდენიმე კვირის  წინ,  ...

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ 25 მარტიდან 10 ახალი მიმართულებით იფრენს

person access_time2018-02-19 13:52:29
ავიაკომპანია  „ჯორჯიან ეარვეისი“  2018 წლის 25 მარტიდან ახალ რეისებს იწყებს. როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, თბილისიდან პირდაპირი რეისები შესრულდება პარიზის, ბარსელონას, ბოლონიას, ბერლინის, კიოლნის, ყაზანის, ათენის, სალონიკის, ბრატისლავას და ხარკოვის მიმართულებებით. ასევე 2018 წელს განახლდება „ჯორჯიან ეარვეისის“  ავიაპარკი და მას შეემატება Embraer 190-ის და Boeing 737-800-ის ტიპის თვითმფრინავები.   ამ ეტაპზე ავიაკომპანია რეისებს...

რა თანხა დაგჭირდებათ საქართველოში 4-სულიანი ოჯახის სარჩენად

person access_time2018-02-19 16:31:48
2018 წლის იანვრის მონაცემების მიხედვით, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი საქართველოში - 155 ლარი, ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი კი - 309.9 ლარია.  „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ როგორია თვეში ერთი ადამიანის ხარჯი და შემოსავალი საშუალოდ, მინიმუმ რა ოდენობის თანხაა საჭირო ოთხსულიანი ოჯახის სარჩენად და არის თუ არა ამისთვის 309.9 ლარი საკმარისი. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში საშუალო თვიური ხარჯები ერთ სულ მოსახლეზე ყოველწლიურად...


მსგავსი სიახლეები