„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი დიდი გემების მხოლოდ ნაწილის მიღებას შეძლებს“

access_time2017-12-06 09:00:10

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი დიდი გემების მხოლოდ ნაწილის მიღებას შეძლებს“ განუცხადა „კომერსანტს“  ბიზნესის ანალიტიკოსმა, საზღვაო მომსახურებისა და სატრანსპორტო კომპანია „ტრანს ლოგისტიკის“ დირექტორმა ჯაბა თარიმანაშვილმა.


როგორც ცნობილია, „ფოთის პორტის“ დირექტორმა კლაუს ლარსენმა ანალიტიკასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ არანაირ გათვლებს არ აწარმოებს ანაკლიასთან დაკავშირებით. „ამ ეტაპზე ინდუსტრიის შიგნით, ჩვენ ვერ ვხედავთ ანაკლიის პორტის საჭიროებას. თავად ამბობენ, რომ ღრმაწყლოვან პორტს აშენებენ. მაგრამ დღეს არ დგას ღრმაწყლოვანი პორტისთვის დამახასიათებელი დიდი ტვირთების მიღების საჭიროება. ახალ აბრეშუმის გზას თუ შევხედავთ, მსოფლიოს ამ ნაწილში ის ჭრის შავ ზღვას ბულგარეთისკენ, რუმინეთისკენ ან უკრაინისკენ. დიდი ხომალდები არ აირჩევენ თავის მარშრუტად შავ ზღვას, ეს აზრს მოკლებულია“- განაცხადა ლარსენმა.


„კომერსანტი“ დაინტერესდა დღეს არსებულ პორტებში ხდება თუ არა დიდი მოცულობის გემების მიღება და შეძლებს თუ არა ამას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი?


ჯაბა თარიმანაშვილი აცხადებს, რომ მსოფლიოში ტვირთების აქტიური კონტეინერიზაცია ხორციელდება, რადგან ლოგისტიკურად უფრო მარტივია საბოლოო მომხმარებლამდე განაწილება, შესაბამისად, პორტებიც ცდილობენ, რომ კონტეინერის სტივიდორული (გადატვირთვის) მომსახურების ტარიფი გაუტოლდეს ან აჯობოს ნაყარი ტვირთის დამუშავების ხარჯებს.


მისი განცხადებით, საქართველოში დღეს არსებული ტერმინალები ვერ უზრუნველყოფენ ამას, რადგან ერთის მხრივ სიღრმისა და ნავმისადგომის სიგრძის გამო, ფიზიკურად ვერ ახერხებენ დიდი ზომის გემების მიღებას და მეორე მხრივ, ლოგისტიკური ჯაჭვი უფრო გართულებულია, პორტების მდებარეობისა და განვითარების შეზღუდულობის გამო.



„საბოლოო ჯამში, გაძვირებული ლოგისტიკა თითოეულ მომხმარებლამდე დადის, რადგან საქონლის უმეტესობა ზღვით გადაიზიდება და თუ საქართველოს იმპორტზე დამოკიდებულების ჭრილში განვიხილავთ, ეფექტიანი ლოგისტიკა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქართული საზოგადოებისთვის და დარგობრივი განვითარებისათვის“ - აცხადებს თარიმანაშვილი.


მისი ინფორმაციით, შავ ზღვაზე შემოსვლის ძირითადი შეზღუდვა თურქეთის სრუტეებია. თარიმანაშვილის მტკიცებით შესაძლოა, შავ ზღვაზე შემოვიდეს დიდი გემები, მაგრამ ამ შემთხვევაში შეზღუდვაა მაქსიმალური სიგრძე და სიმაღლე წყლის ზედაპირიდან ხიდამდე.


თარიმანაშვილის თქმით, იმისათვის, რომ გემი ხმელთაშუა ზღვიდან შავ ზღვაზე მოხვდეს თურქეთის სრუტეები დარდანელი და ბოსფორი უნდა გაიაროს. შედეგად, სრუტეების შეზღუდულობიდან გამომდინარე გემის მაქსიმალური სიდიდეები განისაზღვრება.


მისი ინფორმაციით, 300 მეტრამდე სიგრძის გემები სპეციალური ნებართვის გარეშე გადიან, მაგრამ ხიდების გამო არის დამატებით სიმაღლის შეზღუდვა 57 მეტრამდე წყლის ზედაპირიდან. ხოლოს წყალშიგის (გემის ჩაღრმავების) მხრივ 20 მეტრამდე.


„მე მახსოვს 2007 წელს ძალიან ბევრი კონტეინერი იყო სტამბოლში გაჭედილი. რამდენიმე გემით ცდილობდნენ გამოტანას, თუმცა, საქართველო მცირე გემებით ღებულობდა ტვირთებს და დიდი დრო სჭირდებოდა დაგროვილი კონტეინერების გამოთავისუფლებას. ასევე 2008 წლის მარტში ბათუმის საკონტეინერო ტერიმინალში დავცალეთ პირველი საკონტეინერო გემი MSC Granada. მაშინ ბათუმის საკონტეინერო ტერმინალს ამწეებიც არ ჰქონდა. ამიტომ, გემის ამწეებით დავცალეთ კონტეინერები. მაშინ ფოთის პორტში უამრავი გემი იდგა რეიდზე და მოცდენის ჯარიმებს (დემერჯს) იხდიდა“ - აცხადებს თარიმანაშვილი.


რაც შეეხება ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, თარიმანაშვილის განცხადებით, ის შეძლებს დიდი გემების მხოლოდ ნაწილის მიღებას. თარიმანაშვილის განცხადებით, ფოთის პორტს შეუძლია მაქსიმუმ 185 მეტრის სიგრძის საკონტეინერო გემის მიღება (უსაფრთხო წყალშიგით - 8.4 მეტრი), ბათუმის საკონტეინერო ნავსმისადგომს კი 175 მეტრი სიგრძის გემის (უსაფრთხო წყალშიგი - 9.8 მეტრი).


„ანაკლის პორტმა განაცხადა, რომ ის დიდ გემებს მიიღებს, ანუ თითქმის ორჯერ დიდს. ანაკლია ხშირად ახსენებს Panamax-ის და Post–Panamax-ის ტიპის (პანამის არხში გამსვლელი მაქსიმალური ზომის გემი) საკონტეინერო გემების მიღებას. Panamax-ის ტიპის გემების მაქსიმალური სიგრძე დაახლოებით 294 მეტრს შეადგენდა, რომელიც 5 000 ცალ კონტეინერს იტევდა. დღეს გემების გამტარიანობა უკვე გაფართოვდა. მაგრამ მიუხედავად ამისა, თურქეთის სრუტეში 300 მეტრი სიგრძის გემები გადიან. ამიტომ, კითხვები არსებობს და პირადად მეც მაქვს Post–Panamax-ის ან ახალი პანამაქსის (New Panamax) გემების შემოსვლაზე შავ ზღვაში, რომელთა სიგრძე 366 -400  მეტრამდე შეიძლება ადიოდეს. როგორ მოხვდებიან ისინი საქართველოს წყლებში?“ - აცხადებს თარიმანაშვილი.


ავტორი: სოფო ქსოვრელი 




მერია „სითი პარკს“ სიურპრიზს უმზადებს

person access_time2018-02-19 08:50:27
დაახლოებით ერთ თვეში,თბილისის მერია „სითი პარკთან“ დაკავშირებით ახალ დეტალებს გაასაჯაროებს. „კომერსანტის“ მცდელობის მიუხედავად, მერიაში სიახლის დაკონკრეტებისაგან თავი შეიკავეს.  „ახლა „სითი პარკთან“ დაკავშირებით  გარკვეული მუშაობა მიმდინარეობს, სამუშაო პროცესია, ამიტომ წინასწარ ვერ გეტყვით დეტალებს. დაახლოებით ერთ თვეში საზოგადოებას შევატყობინებთ ახალ ინფორმაციას“, - განაცხადეს მერიაში. „კომერსანტი“ დამატებითი ინფორმაციისათვის „სითი პარკს“...

„ბიტკოინი: იყავი საკუთარი თავის ბანკი“ – უქმნის, თუ არა კრიპტოვალუტა ბანკებს საფრთხეს?

person access_time2018-02-18 20:00:02
“Bitcoin: Be your own bank“...

გერმანიის შს მინისტრი - თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ, ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული

person access_time2018-02-18 09:05:44
თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ . ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაზ დე მაიზერმა ქართველ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს...

ელენ დეჯენერესი ბიტკოინზე: „ან მილიონერი გახდებით ან გაკოტრდებით“

person access_time2018-02-17 12:00:15
დღეს თითქმის ყველა ბიტკოინთან დაკავშირებით საუბრობს, თუმცა რა არის ბიტკოინი, ამისი ახსნა ბევრს გაუჭირდება. ცნობილმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა, ელენ დეჯენერესმა საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილეს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ისაუბრა და ზემოთაღნიშნულ გარემოებას გაუსვა ხაზი.   „ბიტკოინი წააგავს დამაბნეველი სცენარის მქონე ფილმს - თქვენი მეგობრები უყურებენ მას და არ იმჩნევენ, რომ ფილმში არაფერი არ ესმით. ამ დროს კი თქვენც ისეთი სახე გაქვთ, თითქოს ყველაფერი გაიგეთ,“-...

ბილ და მელინდა გეიტსები: „არასამართლიანია, რომ ასეთი მდიდრები ვართ“

person access_time2018-02-17 14:00:06
ბილ გეიტსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეორე ადგილს იკავებს, რაც მას დიდ ძალაუფლებას ანიჭებს. იგი აღნიშნულ ძალაუფლებას ფილანტროპიული მიზნებისთვის იყენებს - 2000 წელს ბილ გეიტსმა მეუღლესთან, მელინდასთან ერთად „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი“ დააარსა, რომლის მიზანსაც სიღარიბის, შიმშილის, უთანასწორობისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.   ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით, ბილ და მელინდა გეიტსებმა ხშირად დასმულ 10 შეკითხვას გასცეს პასუხი....


მსგავსი სიახლეები