„საქართველო ალიანსის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია“

access_time2017-12-05 11:11:21

დღეს ბრიუსელში NATO-ს ორდღიანი მინისტერიალი იწყება. შეხვედრაში მონაწილეობას ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მიიღებენ. მინისტერიალის ფარგლებში გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაც, რომელზეც თანამშრომლობის გარდა, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზეც იმსჯელებენ.

 

როგორც NATO-ს გენერალურმა მდივანმა ბრუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველო ალიანსის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია. იენს სტოლ-ტენბერგის თქმით, NATO-საქართველოს თანამშრომლობის არსებითი პაკეტის მეშვეობით არაერთ სფეროში გრძელდება თანამშრომლობა, მათ შორის კიბერთავდაცვითი და ოპერაციების დაგეგმვის მიმართულებით. როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი აღნიშნავს, ბრიუსელში, მინისტერიალის ფარგლებში, მოკავშირეები ალიანსში გაწევრიანების მსურველ, ე.წ. ასპირანტი ქვეყნებისთვის მხარდაჭერის გაძლიერების შესაძლებლობებზე იმსჯელებენ, ამ შეხვედრის მთავარი თემა „ღია კარის" პოლიტიკა იქნება.

 


საქართველოს შესახებ ისაუბრა NATO-ში აშშ-ის ელჩმა, კეი ბეილი ჰათჩისონმაც. „საქართველო ალიანსის მნიშვნელოვანი პარტნიორია. საქართველო მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებს სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ავღანეთში. რა თქმა უნდა, ჩვენ ველოდებით მათთან თანამშრომლობას, იმ პირობებში როდესაც ისინი პროგრესს აღწევენ NATO-ში გაწევრიანების გზაზე, აშშ-ი სრულად უჭერს მხარს ალიანსის „ღია კარის" პოლიტიკას. ჩვენ მივიჩნევთ, რომ NATO უფრო ძლიერია დღეს, როდესაც მას 29 წევრი ჰყავს და მომავალში ახალი წევრების დამატებას ველოდებით", - განაცხადა ჰათჩისონმა.

 

NATO-ს მინისტერიალში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს დიპლომატიური უწყების ხელმძრვანელი და ვიცე-პრემიერი მიხეილ ჯანელიძე, რომელიც იენს სტოლ-ტენბერგს და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს რექს ტილერსონს შეხვდება. სახელმწიფო დეპარტამენტში განმარტეს, რომ მოლაპარაკებებზე ტილერსონი კიდევ ერთხელ დაუჭერს მხარს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების სურვილს.



30 ათას ლარიანი ჯარიმა უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე - დეველოპერების შეფასებები

person access_time2018-02-19 18:45:18
ქვეყანაში  უსაფრთხოების ინჟინრების დეფიციტი და მათი მომზადებისთვის საჭირო ხარჯი -ეს ის პრობლემაა, რომელიც  მშენებლობასთან დაკავშირებით დაგეგმილმა რეგულაციამ შეიძლება გამოიწვიოს.  ამის შესახებ „კომერსანტთან“ დეველოპერების ნაწილი საუბრობს და დედაქალაქში მშენებლობასთან დაკავშირებით მოსალოდნელ რეგულაციებს  აფასებს.    „პროდუქტის უსაფრთხოებისა და...

ქართული ღვინის პრეზენტაცია ტოკიოში - ტოჩინოშინის სიურპრიზი ორგანიზატორებს

person access_time2018-02-19 19:45:37
ქართული ღვინის მასშტაბური პრეზენტაცია იაპონიის დედაქალაქ ტოკიოსა და ქალაქ ოსაკაში გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი იაპონიაში ლევან ცინცაძე და ჰაცუ ბაშუს ტურნირის ქართველი გამარჯვებული, სუმოისტი ლევან გორგოძე, იგივე ტოჩინოშინი ესტუმრნენ.   ტოკიოსა და ოსაკაში გამართულ ღონისძიებებში ჯამში 35 ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიის 100-მდე დასახელების ღვინო იყო წარდგენლი. ქართული ღვინის პრეზენტაცია-სემინარს ტოკიოში 350, ხოლო ოსაკაში 300-მდე ღვინის...

გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ჩინურ „სინოჰიდროსთან“ დაკავშირებულ კითხვებს „კომერსანტთან“ პასუხობს

person access_time2018-02-20 09:00:11
გზების  დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე  ბოლო პერიოდში, ჩინურ „სინოჰიდროსთან“  დაკავშირებით კითხვებს „კომერსანტთან“  პასუხობს. როგორც ცნობილია, 2018 წლის 29 იანვარს გიორგი სეთურიძემ „კომერსანტთან“ საუბარში განაცხადა, რომ „სინოჰიდროს“ საქმიანობის თაობაზე დასკვნას 1 კვირაში გამოაქვეყნებდა. საკითხი ეხება რამდენიმე კვირის  წინ,  ...

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ 25 მარტიდან 10 ახალი მიმართულებით იფრენს

person access_time2018-02-19 13:52:29
ავიაკომპანია  „ჯორჯიან ეარვეისი“  2018 წლის 25 მარტიდან ახალ რეისებს იწყებს. როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, თბილისიდან პირდაპირი რეისები შესრულდება პარიზის, ბარსელონას, ბოლონიას, ბერლინის, კიოლნის, ყაზანის, ათენის, სალონიკის, ბრატისლავას და ხარკოვის მიმართულებებით. ასევე 2018 წელს განახლდება „ჯორჯიან ეარვეისის“  ავიაპარკი და მას შეემატება Embraer 190-ის და Boeing 737-800-ის ტიპის თვითმფრინავები.   ამ ეტაპზე ავიაკომპანია რეისებს...

რა თანხა დაგჭირდებათ საქართველოში 4-სულიანი ოჯახის სარჩენად

person access_time2018-02-19 16:31:48
2018 წლის იანვრის მონაცემების მიხედვით, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი საქართველოში - 155 ლარი, ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი კი - 309.9 ლარია.  „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ როგორია თვეში ერთი ადამიანის ხარჯი და შემოსავალი საშუალოდ, მინიმუმ რა ოდენობის თანხაა საჭირო ოთხსულიანი ოჯახის სარჩენად და არის თუ არა ამისთვის 309.9 ლარი საკმარისი. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში საშუალო თვიური ხარჯები ერთ სულ მოსახლეზე ყოველწლიურად...


მსგავსი სიახლეები