ირაკლი კოვზანაძე - ეროვნული ბანკი იღებს ვალდებულებას, რომ ფასების სტაბილურობა შენარჩუნდება და ინფლაცია იქნება 3%-ის ფარგლებში

access_time2017-12-04 15:44:07

ეროვნული ბანკი იღებს ვალდებულებას, რომ ფასების სტაბილურობა შენარჩუნდება იქნება და ინფლაცია იქნება 3%-ის ფარგლებში, - ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

 

მისივე თქმით, ეროვნული ბანკი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს ამ ვალდებულების შესასრულებლად.

 

 

"მე მხარი დავუჭირე ერთ რამეს, რომ მომავალ წელს ინფლაცია შემცირდება. ეს ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკი იღებს ვალდებულებას, რომ ფასების სტაბილურობა შენარჩუნებული იქნება და ინფლაცია იქნება 3%-ის ფარგლებში. ეს იმას ნიშნავს, რომ იქნება ბევრად დაბალი, ვიდრე არის წელს. მთავარი ეს არის. ხაზს ვუსვამ, კომიტეტმა მხარი დაუჭირა პოზიციას, რომ მომავალ წელს ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს 3%-იან ინფლაციას და გამოიყენებს ნებისმიერ მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტს. ყველა პირობის გათვალისწინებით, მან ეს უნდა უზრუნველყოს. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული ბანკი ამ მიზნის მისაღწევად გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს, ეს არის ფულადსაკრედიტო პოლიტიკა, მონეტარული განაკვეთი, რეზერვების მართვა, მათ შორის თუ საჭირო გახდა იგივე სტერილიზაციის ღონისძიებები, ინტერვენციები და ა.შ. წელს ინფლაციასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს გადახრები, იყო 4%-იანი და დღევანდელი მდგომარეობით 6,9 %. მომავალი წლისთვის ეროვნული ბანკი ამ ვალდებულებას იღებს, რომ იქნება ორჯერ დაბალი", - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

 

 

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს მოუსმინეს.

 

 

ipn.ge 

 



პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

person access_time2017-12-13 20:31:10
პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი, რომელის საბოლოო ვარიანტი საკანონმდებლო ორგანოს ფინანსთა ახალმა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წარუდგინა, დეპუტატებმა 111 ხმით ერთხმად მიიღეს.   კენჭისყრას წინ უძღვოდა ხანგრძლივი განხილვა და დებატები, რომელიც მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.     სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების მთლიანი მოცულობა, 2017 წელთან შედარებით იზრდება 943,8 მლნ ლარით...

შესყიდვების სააგენტოს განცხადებით "სიტროენ ჯორჯია" 4–ჯერ იყო რეგისტრირებული შავ სიაში

person access_time2017-12-13 19:13:57
„სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მოქალაქე გიორგი გაჩეჩილაძის მიერ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც შეეხებოდა ცალკეული შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ კომპანია „სიტროენ ჯორჯიის" მიმართ, მისი მოსაზრებით, განხორციელებულ არამართლზომიერ და დაუსაბუთებელ ქმედებებს, აღნიშნავს: 2017 წლის 7 აპრილს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გამოაცხადა...

King David-ში საახალწლო აქცია „არაჩვეულებრივი 2018“ დაიწყო

person access_time2017-12-13 17:00:31
King David-ში სასიამოვნო სიახლეა! საახალწლო აქცია ,,არაჩვეულებრივი 2018“დაიწყო. მსურველებს საშუალება აქვთ საახალწლო აქციის ფარგლებში სასურველი რეზიდენცია 20 თვიანი უპროცენტო შიდა განვადებით შეიძინონ, გადახდა კი ღირებულების მხოლოდ 1%-ით დაიწყონ და დამატებით 8%-იანი ფასდაკლებითაც ისარგებლონ. რეზიდენციის შეძენისთანავე შესაძლებლობა ეძლევათ დაიწყონ სარემონტო სამუშაოები და თანხის არასრულად დაფარვის შემთხვევაშიც კი გადმოვიდნენ საცხოვრებლად. აღსანიშნავია რომ King David...

Deutsche Bank: ბიტკოინი 2018 წელს საფინანსო სექტორს საფრთხეს შეუქმნის

person access_time2017-12-13 20:00:41
Deutsche Bank-ი ბიტკოინს გლობალური საფინანსო ბაზრისთვის საფრთხედ მიიჩნევს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება Deutsche Bank-ის გლობალურმა ეკონომისტმა, ტორსტენ სლოკმა გააკეთა. მისი სიტყვებით, კრიპტოვალუტის უკანასკნელი დინამიკა იმის მანიშნებელია, რომ ბიტკოინს მკვეთრი ვარდნის დიდი პოტენციალი გააჩნია. Deutche Bank-ის ეკონომისტების მოსაზრებით, ბიტკოინთან დაკავშირებული საფრთე მის მერყეობასა და არასტაბილურობას უკავშირდება. ამასთან, ექსპერტები ხაზს უსვამენ იმ გარემოებას,...

მთავრობა ზამთრის ახალი კურორტების განვითარებაზე მუშაობს

person access_time2017-12-13 17:30:42
მთავრობას ზამთრის კურორტების განვითარების სწორი ხედვა აქვს - ამის შესახებ „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ხელმძღვანელი სანდრო ონოფრიშვილი რადიო „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს. ონოფრიშვილის თქმით, ყველა არსებულ და პოტენციურ კურორტზე განვითარების სამოქმედო გეგმა იწერება, როგორი უნდა იყოს კურორტი და ეს დოკუმენტი ინვესტორებისთვის ერთგვარი გზამკვლევი გახდება.   „გუდაურის შემთხვევაში განაშენიანების გეგმა მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო...


მსგავსი სიახლეები