საზარელი მკვლელობა ვერაზე - კანონმდებლობის გამკაცრების აუცილებლობა და პოლიტიკური განცხადებები

access_time2017-12-04 12:55:42

საზარელი მკვლელობა ხორავას ქუჩაზე ორი დღის წინ, თბილისის ცენტრში მოხდარი ტრაგედიის შემდეგ, საზოგადოებრივი რეაქციის ფონზე, შს და განათლების მინისტრები პრევენციის მიმართულებით სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ, რომელიც დანაშაულის პრევენციის კონკრეტულ გეგმას შეიმუშავებს და პროცესს სრულ კოორდინაციას გაუწევს. პირველ ეტაპზე კი, სკოლებში უსაფრთხოების მონიტორინგში ჩაერთვება საპატრულო პოლიცია.

 

პირველ დეკემბერს, ვერაზე, ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. რამდენიმე ოპერაციისა და ექიმების მცდელობის მიუხედავად, მძიმედ დაჭრილი მეორე მოზარდის გადარჩენაც ვერ შეძლეს. 2001 წელს დაბადებული პირი დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით უკვე დააკავეს, მეორე ბრალდებულს ამ დრომდე ეძებენ. ცნობისთვის, მკვლელობაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯლებს, პროკურატურა პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

 

ცოტა ხნის წინ ასევე ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით კიდევ სამი პირი დააკავა, რომელთა შორის ერთ-ერთი ორი მოსწავლის მშობელია, მას ბრალად დანაშაულის დაფარვა ედება.

 

ცნობიალია, რომ ამ მკლველობებთან დაკავშირებით 150-მდე ადამიანი გამოიკითხა, თუმცა გამოძიებასთან ცოტამ ითანამშრომლა, შესაბამისად მათ მნიშვნელოვანი ინფორმაცია სამართალდამცველებთან დამალეს. ამ პრობლემაზე დღეს პარლამენტშიც ისაუბრეს.

 


პარლამენტის ვიცე-სპიკერ თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, საზოგადოების ცნობიერების პრობლემაზე მიუთითებს ის, რომ გამოკითხულთა დიდი ნაწილი გამოძიებასთან არ თანამშრომლობს. ჩუგოშვილის თქმით, საქართველოს აქვს ძალიან დახვეწილი და ადამიანის უფლებების შესაბამისი სისხლის სამართლის კანონმდებლობა, მაგრამ მნიშვნელოვანია, ამ კანონმდებლობის განხორციელებისას საზოგადოებამაც მაქსიმალურად შეუწყოს ხელი გამოძიებას.

 

„ტრაგიკული შემთხვევა მოხდა, ძალიან მძიმე ყველა ჩვენგანისთვის. რაც შეეხება კონკრეტულ ნაბიჯებს, რა თქმა უნდა, მთავარი სამუშაო გამოძიებას აქვს ჩასატარებელი და მიმდინარეობს მუშაობა. ძალიან ცუდია ის ფაქტი, რომ გამოკითხული პირების დიდი ნაწილი არ თანამშრომლობს გამოძიებასთან, ეს მეტყველებს, რომ არა მხოლოდ კანონის ან სახელმწიფოს პრობლემაა ეს ყველაფერი, არამედ საზოგადოების პრობლემაცაა, მისი ცნობიერების. აუცილებელია თანამშრომლობა გამოძიებასთან იმისთვის, რომ მომავალში თავიდან ავიცილოთ მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები“,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

 

რაც შეეხება იმას, დგას თუ არა დღის წესრიგში კანონმდებლობის გამკაცრება არასრულწლოვნების მიმართ, საპარლამენტო უმრავლესობაში რეპრესიულ კანონმდებლობას არ ემხრობიან. თუმცა, პარლამენტში თანხმდებიან, რომ მსგავსი ტრაგიკული შემთხვევების პრევენციისთვის კომპლექსური ღონისძიებები უნდა გატარდეს, საპარლამენტო უმრავლესობა დაინტერესებულ მხარეებს ბავშვთა კოდექსზე მუშაობაში ჩართვას სთავაზობს.

 

„ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანი აცხადებს, რომ 2012 წლიდან სკოლებში უსაფრთხოების სისტემა მოშლილია.

 

„2012 წელს მოიშალა მანდატურების ინსტიტუტი, ორმაგი დაქცემდებარება სამსახურსა და სკოლის დირექტორზე არასწორია. საგანმანათლებლო სივრცე და გარემოა შესაცვლელი, უნდა გავყოთ დაწყებითი და შემდგომი კლასები. კრიმინალი სოციალურად ახლობელი არ უნდა იყოს. 2012 წლიდან უსაფრთხოების სისტემა მოშლილია და ამის შედეგია ეს ყველაფერი. მსგავსი ტრაგედია ნებისმიერ საზოგადოებაში შეიძლება მოხდეს, მაგრამ საზოგადოება იმიტომ არის საზოგადოება, რომ პრევენცია მოახდონოს. ეს შემაკავებელი ფაქტორები არ არსებობს, რაც ღირებულებების ჩამოშლის შედეგია, - განაცხადა რატიანმა.

 



30 ათას ლარიანი ჯარიმა უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე - დეველოპერების შეფასებები

person access_time2018-02-19 18:45:18
ქვეყანაში  უსაფრთხოების ინჟინრების დეფიციტი და მათი მომზადებისთვის საჭირო ხარჯი -ეს ის პრობლემაა, რომელიც  მშენებლობასთან დაკავშირებით დაგეგმილმა რეგულაციამ შეიძლება გამოიწვიოს.  ამის შესახებ „კომერსანტთან“ დეველოპერების ნაწილი საუბრობს და დედაქალაქში მშენებლობასთან დაკავშირებით მოსალოდნელ რეგულაციებს  აფასებს.    „პროდუქტის უსაფრთხოებისა და...

ქართული ღვინის პრეზენტაცია ტოკიოში - ტოჩინოშინის სიურპრიზი ორგანიზატორებს

person access_time2018-02-19 19:45:37
ქართული ღვინის მასშტაბური პრეზენტაცია იაპონიის დედაქალაქ ტოკიოსა და ქალაქ ოსაკაში გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი იაპონიაში ლევან ცინცაძე და ჰაცუ ბაშუს ტურნირის ქართველი გამარჯვებული, სუმოისტი ლევან გორგოძე, იგივე ტოჩინოშინი ესტუმრნენ.   ტოკიოსა და ოსაკაში გამართულ ღონისძიებებში ჯამში 35 ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიის 100-მდე დასახელების ღვინო იყო წარდგენლი. ქართული ღვინის პრეზენტაცია-სემინარს ტოკიოში 350, ხოლო ოსაკაში 300-მდე ღვინის...

გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ჩინურ „სინოჰიდროსთან“ დაკავშირებულ კითხვებს „კომერსანტთან“ პასუხობს

person access_time2018-02-20 09:00:11
გზების  დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე  ბოლო პერიოდში, ჩინურ „სინოჰიდროსთან“  დაკავშირებით კითხვებს „კომერსანტთან“  პასუხობს. როგორც ცნობილია, 2018 წლის 29 იანვარს გიორგი სეთურიძემ „კომერსანტთან“ საუბარში განაცხადა, რომ „სინოჰიდროს“ საქმიანობის თაობაზე დასკვნას 1 კვირაში გამოაქვეყნებდა. საკითხი ეხება რამდენიმე კვირის  წინ,  ...

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ 25 მარტიდან 10 ახალი მიმართულებით იფრენს

person access_time2018-02-19 13:52:29
ავიაკომპანია  „ჯორჯიან ეარვეისი“  2018 წლის 25 მარტიდან ახალ რეისებს იწყებს. როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, თბილისიდან პირდაპირი რეისები შესრულდება პარიზის, ბარსელონას, ბოლონიას, ბერლინის, კიოლნის, ყაზანის, ათენის, სალონიკის, ბრატისლავას და ხარკოვის მიმართულებებით. ასევე 2018 წელს განახლდება „ჯორჯიან ეარვეისის“  ავიაპარკი და მას შეემატება Embraer 190-ის და Boeing 737-800-ის ტიპის თვითმფრინავები.   ამ ეტაპზე ავიაკომპანია რეისებს...

რა თანხა დაგჭირდებათ საქართველოში 4-სულიანი ოჯახის სარჩენად

person access_time2018-02-19 16:31:48
2018 წლის იანვრის მონაცემების მიხედვით, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი საქართველოში - 155 ლარი, ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი კი - 309.9 ლარია.  „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ როგორია თვეში ერთი ადამიანის ხარჯი და შემოსავალი საშუალოდ, მინიმუმ რა ოდენობის თანხაა საჭირო ოთხსულიანი ოჯახის სარჩენად და არის თუ არა ამისთვის 309.9 ლარი საკმარისი. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში საშუალო თვიური ხარჯები ერთ სულ მოსახლეზე ყოველწლიურად...


მსგავსი სიახლეები