„არ შეიძლება სესხს 21 წლის ადამიანი იღებდეს“ - ფინანსისტები კრედიტების გაცემაზე ასაკობრივი ზღვარის დაწესებას ითხოვენ

access_time2017-12-05 09:40:10

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინფორმაცით, საქართველოს კომერციული ბანკები მომგებიანობით ევროპისა და აზიის კონტინენტის სახელმწიფოთა შორის პირველ ადგილზეა. ამავე ფონდის კვლევით, საბანკო დავალიანების მქონე მოსახლეობის სიჭარბით საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზეა. 2015 წლის კვლევებით, ჩვენთან ყოველ 1000 კაცზე 676 მოსახლეს აქვს ბანკის ვალი.


სავალუტო ფონდი ჯერ კიდევ 2013 წლის მონაცემებზე დაყრდნობით შეშფოთებას გამოხატავდა, რომ საქართველოში ყოველი მესამე სესხის ამღები ფიზიკური პირი თავისი შემოსავლის ნახევარზე მეტს იხდიდა ბანკის ვალის მომსახურებისათვის ყოველთვიურად. დღეს ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალი იქნება.


ფინანსისტი მიხეილ დუნდუა გამოთქვამს მოსაზრებას, რომ საბანკო სფეროში გარკვეული ცვლილებები დაწესდეს: „უნდა შევასრულოთ სავალუტო ფონდის რეკომენდაცია, სესხის მომსახურება/შემოსავალთან ლიმიტი უნდა დაწესდეს მხოლოდ შინამეურნეობებისათვის გასაცემ ყველა იპოთეკურ და არაიპოთეკურ სესხზე. ასევე, სესხის მომსახურება, ანუ სესხის დასაფარად ყოველთვიურად შესატანი თანხა უნდა იყოს მსესხებლის შემოსავლის 30%-ზე დაბალი, უცხოურ ვალუტაში კი 20%-ზე დაბალი. კომერციულმა ბანკებმა არ უნდა მიაქციონ ზედმეტი ყურადღება გირაოს უზრუნველყოფას, შემოსავლის დადასტურების გარეშე სესხის გაცემა კი სამუდამოდ უნდა აიკრძალოს.


2014 წელს სავალუტო ფონდი შეშფოთებას გამოხატავდა, როცა მიუთითებდა, რომ საბანკო სესხის ამღები პირების ერთი მესამედი თავისი შემოსავლის ნახევარზე მეტს ბანკის ვალის მომსახურებისთვის იხდისო და მოუწოდებდა ეროვნულ ბანკს ლიმიტების დაწესებისკენ. დღეს ეს მაჩვენებელ გაცილებით, გაცილებით მაღალი იქნება“, - აცხადებს დუნდუა.


„არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებათა ასოციაციის“ თავმჯდომარის ირაკლი ბერძენაძის თქმით, ის ფაქტი, რომ საქართველოში კომერციული ბანკები მომგებიანობით პირველ ადგილზე არიან ევროპასა და აზიაში, განპირობებულია როგორც არასაპროცენტო, ასევე საპროცენტო შემოსავლებითაც.



„ტენდენცია არის ასეთი, რომ ძირითადად ბანკების მოგება არასაპროცენტო შემოსავლების ზრდის ხარჯზე იზრდება, როგორიცაა, ჯარიმები, სავალუტო ოპერაციები, სხვადასხვა საკომისიო გადასახადები. სესხის გაცემის ლიმიტები, რაც უნდა შევამციროთ, ეს ერთიან მონაცემებზე არ აისახება. საბანკო სფეროთი დაინტერესებული ინვესტორებისთვის სწორედ ეს არის მომხიბვლელი, რომ საქართველოში არის განუკითხავი საფინანსო სისტემა, რომელსაც მომკითხავი და რეგულატორი არ ჰყავს. შესაბამისად, ბანკები გადიან მოგებაზე. გარდა ამისა, ბანკებს შემოსავლების მიღებას ვერ დავუშლით. თუმცა უნდა არსებობდეს რეგულატორი“, - აცხადებს ბერძენაძე.


მისი თქმით, ეროვნული ბანკის მხრიდან ბაზრის კონტროლი აუცილებელია: „ეროვნულ ბანკს უხარია ის, რომ წარმატებული საბანკო სისტემა გვაქვს, მაგრამ რას ნიშნავს ეს? მარჟა არის ძალიან მაღალი და სოციალურად გაჭირვებულ მოსახლეობას აწევს, რაც წარმატება არმგონია. ბაზრის კონტროლი ეროვნული ბანკის საქმეა. წარმატებული საბანკო სისტემა ნიშნავს ისეთ სისტემას, სადაც მოქალაქე არის დაცული და ბანკი ლოგიკურ შემოსავალს იღებს. დღეს ბანკები არალოგიკურ შემოსავალს იღებენ. წარმატებული საბანკო სისტემა იქნება მაშინ, როდესაც მოსახლეობის საშუალო ფენისთვის საბანკო კრედიტი და მისი შემდგომი ჯარიმები წნეხი აღარ იქნება,  განაცხადა ბერძენაძემ.


რაც შეეხება სესხის მომსახურების საკითხს, ირაკლი ბერძენაძის თქმით, ეროვნული ბანკის მხრიდან მსესხებლის ასაკობრივი ზღვარიც უნდა დაწესდეს.


„წარმოუდგენელია დღეს ბანკმა გასცეს სესხი პირზე, რომლის საკრედიტო ვალდებულებების 60% მიდის სესხებში. ბანკი ასეთ რისკში თავიდანვე არ შედის. რეგულატორის მხრიდან გასაკეთებელია ის, რომ მსესხებლის ასაკი შეიზღუდოს. არ შეიძლება სესხი 21 წლის ან ნაკლების ასაკის ადამიანს მისცეს ბანკმა. ასევე, მკაცრად უნდა გაკონტროლდეს შემოსავლები. კომერციულმა ბანკებმა კი რისკების მხარე უნდა გააძლიერონ“, - აღნიშნავს ირაკლი ბერძენაძე.


ავტორი: თეონა კენჭიაშვილი

 




ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ 25 მარტიდან 10 ახალი მიმართულებით იფრენს

person access_time2018-02-19 13:52:29
ავიაკომპანია  „ჯორჯიან ეარვეისი“  2018 წლის 25 მარტიდან ახალ რეისებს იწყებს. როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, თბილისიდან პირდაპირი რეისები შესრულდება პარიზის, ბარსელონას, ბოლონიას, ბერლინის, კიოლნის, ყაზანის, ათენის, სალონიკის, ბრატისლავას და ხარკოვის მიმართულებებით. ასევე 2018 წელს განახლდება „ჯორჯიან ეარვეისის“  ავიაპარკი და მას შეემატება Embraer 190-ის და Boeing 737-800-ის ტიპის თვითმფრინავები.   ამ ეტაპზე ავიაკომპანია რეისებს...

რა თანხა დაგჭირდებათ საქართველოში 4-სულიანი ოჯახის სარჩენად

person access_time2018-02-19 16:31:48
2018 წლის იანვრის მონაცემების მიხედვით, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი საქართველოში - 155 ლარი, ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი კი - 309.9 ლარია.  „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ როგორია თვეში ერთი ადამიანის ხარჯი და შემოსავალი საშუალოდ, მინიმუმ რა ოდენობის თანხაა საჭირო ოთხსულიანი ოჯახის სარჩენად და არის თუ არა ამისთვის 309.9 ლარი საკმარისი. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში საშუალო თვიური ხარჯები ერთ სულ მოსახლეზე ყოველწლიურად...

„ბეკო“ საფეხბურთო კლუბ „ბარსელონასთან“ სასპონსორო შეთანხმებას აგრძელებს და აფართოებს

person access_time2018-02-19 12:11:06
ბარსელონა, 15 თებერვალი, 2018. ევროპაში საყოფაცხოვრებო ტექნიკის წამყვანმა ბრენდმა „ბეკომ“ დღეს გამოაცხადა საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ სპონსორობის გაგრძელების შესახებ, რაც მომდევნო სამი სპორტული სეზონის განმავლობაში რამდენიმე საინტერესო ერთობლივ ინიციატივაში გამოიხატება. ახალი შეთანხმება, რომლის შესახებ საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ სტადიონ „კამპ ნოუზე“ მდებარე „Auditori 1899“-ში გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, ანიჭებს „ბეკოს“ მთავარი პარტნიორისა და საფეხბურთო...

მშენებლობაზე პირველივე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ჯარიმა 30 ათასი ლარი იქნება

person access_time2018-02-19 13:38:26
„მივესალმებით მშენებლობის მაღალ ტემპს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ უნდა ხდებოდეს ადამიანის მსხვერპლისა და სხვა პრობლემების, მათ შორის, ურბანული დამახინჯების ხარჯზე,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს, თბილისის მერთან, კახა კალაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.   შეხვედრაზე სამშენებლო სფეროში შრომის უსაფრთხოებისა და ამასთან დაკავშირებით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ იმსჯელეს....

„აფბა“: „საგზაო დეპარტამენტი „სინოჰიდროს“ თაობაზე დასკვნას არ ასაჯაროვებს“

person access_time2018-02-19 12:40:07
ჩინურ „სინოჰიდროსთან“  დაკავშირებით, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“  განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“  უცვლელად გთავაზობთ:  „ჩინური „სინოჰიდროს“  დარღვევებზე და გზების უხარისხო მშენებლობაზე საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე საზოგადოებას ამა წლის 29 იანვარს შეპირდა, რომ სინოჰიდროს საქმიანობის თაობაზე დასკვნას 1 კვირაში გამოაქვყნებდა. თუმცა, უკვე...


მსგავსი სიახლეები