2017 წლის 6 თვეში კომერციული ბანკების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ დასაკუთრებული უძრავ–მოძრავი ქონების მოცულობა ერთად 210 762 191 ლარია, საიდანაც 92% კომერციულ ბანკებზე მოდის.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული კომერციული ბანკების ანგარიშგებების მიხედვით, 2017 წლის 3 კვარტალის მონაცემებით დასაკუთრებული ქონების მოცულობამ 194 016 280 ლარი შეადგინა. ყველაზე დიდი ღირებულების ქონება „საქართველოს ბანკის“ ანგარიშზე ირიცხება. 2017 წლის 3 კვარტლის მონაცემებით ბანკის მიერ დასაკუთრებული ქონების მოცულობა 77,1 მლნ ლარს შეადგენს. მეორე ადგილზე - 58,8 მლნ ლარით არის „თიბისი ბანკი“. სამეულში შედის „ბანკი ქართუ“, რომლიც ანგარიშზეც 35,8 მლნ ლარიც დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონება ირიცხება.
კომერციული ბანკების Top-10 დასაკუთრებული უძრავ-მოძრავი ქონების მაჩვენებლით: (წყარო: ეროვნული ბანკი)
„საქართველოს ბანკი“ — 77 194 566 ლარი
„თიბისი ბანკი“ — 58 879 290 ლარი
„ბანკი ქართუ“ — 35 803 077 ლარი
„ტერა ბანკი“ — 10 287 807 ლარი
„ვითიბი ბანკი“ — 5 286 392 ლარი
„ბაზის ბანკი“ — 4 709 516 ლარი
„აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველო“ — 600 000 ლარი
„ხალიკ-ბანკი საქართველო“ — 454 317 ლარი
„სილქ როუდ ბანკი“ — 339 125 ლარი
„ბანკი კრედი“ — 335 841 ლარი
რაც შეეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, სებ–ის სტატისტიკით 2017 წლის მე–3 კვარტლის მონაცემებით დასაკუთრებული ქონება 16 745 911 ლარს შეადგენს, რაც 3,6 მილიონი ლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცმებით, დღეს ბაზარზე 16 კომერციული ბანკი დ 79 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებს.
„კომერსანტი“