ელონ მასკი: ეს 10 წიგნი აუცილებლად უნდა წაიკითხოთ

access_time2017-12-02 19:00:54

როდესაც ადამიანები ელონ მასკს ეკითხებიან, თუ როგორ ისწავლა მან საჰაერო ხომალდების შენება, იგი პასუხობს: „მე წიგნებს ვკითხულობ.“ ქვემოთ მოცემული წიგნები გვიჩვენებს, თუ რომელმა ავტორებმა იქონიეს გავლენა მსოფლიოში ერთ-ერთ გამორჩეული ტექნოლოგიური მეწარმის მომავალზე.


ჯ.რ.რ ტოლკინი - „ბეჭდების მბრძანებელი“


„წიგნებში არსებული გმირებიდან გამომდინარე, მსოფლიოს გადარჩენის მოვალეობას ყოველთვის ვგრძნობდი,“ აღნიშნა მასკმა The New Yorker-თან საუბრისას.


დუგლას ადამსი - „ავტოსტოპით გალაქტიკაში“


მასკს 12-დან 15 წლამდე ეგზისტენციალური კრიზისი ჰქონდა. იგი კითხულობდა ფრიდრიხ ნიცშეს, არტურ შოპენჰაუერსა და სხვა ფილოსოფოსებს, მაგრამ მისი ხსნა მხოლოდ დუგლას ადამსის წიგნმა შეძლო - „ავტოსტოპით გალაკტიკაში.“


უოლტერ ისაკსონი - „ბენჯამინ ფრანკლინი - ამერიკული ცხოვრება“


ელონ მასკი ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ამერიკელ პოლიტიკურ ფიგურასა და სახელმწიფო მოღვაწეს, ბენჯამინ ფრანკლინს ერთ-ერთ გმირს უწოდებს. „ის მეწარმე იყო, მან ცხოვრება არაფრისგან შექმნა,“ ამბობს მასკი.


უოლტერ ისაკსონი: „აინშტაინი: მისი ცხოვრება და სამყარო“


მასკმა ისაკსონის კიდევ ერთი ბიოგრაფიული წიგნიდან, რომელიც ალბერტ აინშტაინს ეხებოდა, ბევრი რამ ისწავლა. „ეს არის წიგნი, რომელიც გვიყვება გენიოსის ცხოვრებაზე, მის გონიერებასა და ამბიციებზე.“


ჯ.ი. გორდონი - „სტრუქტურები: ან, რატომ არ ინგრევა შენობები


ეს არის ჯ.ი. გორდონის მიერ, პოპულარულ ენაზე დაწერილი წიგნი სტრუქტურული ინჟინერიის შესახებ, რომელსაც ელონ მასკი აღნიშნული სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს ურჩევს.


ნიკ ბოსტრომი - „სუპერინტელექტი: გზები, საფრთხეები, სტრატეგიები“


იმის მიუხედავად, რომ მასკი ტექნოლოგიურ კომპანიებს (SpaceX, SolarCity, Tesla) ხელმძღვანელობს, იგი ხშირად საუბრობს იმ პოტენციურ საფრთხეებზე, რომელიც შესაძლოა, ტექნოლოგიების განვითარებას თან ახლდეს: „ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით ფრთხილად უნდა ვიყოთ, ის ბირთვულ იარაღზე უფრო სახიფათოა,“ დაწერა მან თავის Twitter-ზე. ბოსტრომის წიგნი არის ერთგვარი წინასწარმეტყველება, თუ რა მოხდება, როდესაც ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები ადამიანისას გადააჭარბებს.


პიტერ თილი - „ნულიდან ერთამდე: „ჩანაწერები სტარტაპებზე, ან როგორ უნდა ვაშენოთ მომავალი“


2000 წლისთვის ელონ მასკი გადახდების სერვისის სტარტაპს, X.com-ს ხელმძღვანელობდა, რომლის უშუალო კონკურენტს PayPal-ი წარმოადგენდა. PayPal-ი კი პიტერ თილის დაფუძნებულია. „თილს რამდენიმე კომპანია აქვს დაარსებული, რომელმაც გარღვევა მოახდინეს. „ნულიდან ერთამდე“ სწორედ ამისი სახელმძღვანელოა,“ ამბობს მასკი.


დონალდ ბარლეტი და ჯეიმს სტილი - „ჰოვარდ ჰიუგსი: მისი ცხოვრება და სიგიჟე“


CNN-თან ინტერვიუში მასკმა აღნიშნა, რომ მან ჰოვარდ ჰიუგსზე წიგნის კითხვა ცოტა ხნის წინ დაამთავრა. ჰიუგსმა მასკზე გავლენა მოახდინა, რადგან იგი სხვადასხვა ინდუსტრიაში საქმიანობდა და არაერთი რეკორდის დამყარება შეძლო.


ნაომი ორესტესი და ერიკ კონვეი - „ეჭვის ვაჭრები“


ეს არის ორი მეცნიერის მიერ დაწერილი წიგნი, რომელიც მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს ჯანდაცვას უკავშირებს. მასკმა „ეჭვის ვაჭრების“ წაკითხვა D11-ის კონფერენციის დამსწრე საზოგადოებას 2013 წელს ურჩია.


აიზეკ აზიმოვი - „დასაბამი“


შესაძლებელია, რომ მასკის ინტერესი დედამიწის გარე სამყაროსთან დაკავშირებით სწორედ სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის წიგნების კითხვიდან გამომდინარეობდეს. Guardian-თან ინტერვიუში მასკმა განაცხადა, რომ მასზე დიდი გავლენა აზიმოვის „დასაბამმა“ მოახდინა.




Business Insider



პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

person access_time2017-12-13 20:31:10
პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი, რომელის საბოლოო ვარიანტი საკანონმდებლო ორგანოს ფინანსთა ახალმა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წარუდგინა, დეპუტატებმა 111 ხმით ერთხმად მიიღეს.   კენჭისყრას წინ უძღვოდა ხანგრძლივი განხილვა და დებატები, რომელიც მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.     სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების მთლიანი მოცულობა, 2017 წელთან შედარებით იზრდება 943,8 მლნ ლარით...

შესყიდვების სააგენტოს განცხადებით "სიტროენ ჯორჯია" 4–ჯერ იყო რეგისტრირებული შავ სიაში

person access_time2017-12-13 19:13:57
„სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მოქალაქე გიორგი გაჩეჩილაძის მიერ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც შეეხებოდა ცალკეული შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ კომპანია „სიტროენ ჯორჯიის" მიმართ, მისი მოსაზრებით, განხორციელებულ არამართლზომიერ და დაუსაბუთებელ ქმედებებს, აღნიშნავს: 2017 წლის 7 აპრილს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გამოაცხადა...

King David-ში საახალწლო აქცია „არაჩვეულებრივი 2018“ დაიწყო

person access_time2017-12-13 17:00:31
King David-ში სასიამოვნო სიახლეა! საახალწლო აქცია ,,არაჩვეულებრივი 2018“დაიწყო. მსურველებს საშუალება აქვთ საახალწლო აქციის ფარგლებში სასურველი რეზიდენცია 20 თვიანი უპროცენტო შიდა განვადებით შეიძინონ, გადახდა კი ღირებულების მხოლოდ 1%-ით დაიწყონ და დამატებით 8%-იანი ფასდაკლებითაც ისარგებლონ. რეზიდენციის შეძენისთანავე შესაძლებლობა ეძლევათ დაიწყონ სარემონტო სამუშაოები და თანხის არასრულად დაფარვის შემთხვევაშიც კი გადმოვიდნენ საცხოვრებლად. აღსანიშნავია რომ King David...

Deutsche Bank: ბიტკოინი 2018 წელს საფინანსო სექტორს საფრთხეს შეუქმნის

person access_time2017-12-13 20:00:41
Deutsche Bank-ი ბიტკოინს გლობალური საფინანსო ბაზრისთვის საფრთხედ მიიჩნევს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება Deutsche Bank-ის გლობალურმა ეკონომისტმა, ტორსტენ სლოკმა გააკეთა. მისი სიტყვებით, კრიპტოვალუტის უკანასკნელი დინამიკა იმის მანიშნებელია, რომ ბიტკოინს მკვეთრი ვარდნის დიდი პოტენციალი გააჩნია. Deutche Bank-ის ეკონომისტების მოსაზრებით, ბიტკოინთან დაკავშირებული საფრთე მის მერყეობასა და არასტაბილურობას უკავშირდება. ამასთან, ექსპერტები ხაზს უსვამენ იმ გარემოებას,...

მთავრობა ზამთრის ახალი კურორტების განვითარებაზე მუშაობს

person access_time2017-12-13 17:30:42
მთავრობას ზამთრის კურორტების განვითარების სწორი ხედვა აქვს - ამის შესახებ „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ხელმძღვანელი სანდრო ონოფრიშვილი რადიო „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს. ონოფრიშვილის თქმით, ყველა არსებულ და პოტენციურ კურორტზე განვითარების სამოქმედო გეგმა იწერება, როგორი უნდა იყოს კურორტი და ეს დოკუმენტი ინვესტორებისთვის ერთგვარი გზამკვლევი გახდება.   „გუდაურის შემთხვევაში განაშენიანების გეგმა მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო...


მსგავსი სიახლეები