როგორ უნდა ისწავლებოდეს მანქანის მართვა - მართვის მოწმობის ყველაზე რთული გამოცდები

access_time2017-12-02 18:00:35

მართვის მოწმობის გამოცდების ეს სისტემა ერთ-ერთი ურთულესია. განვითარებულ ქვეყნებში მართვის მოწმობის აღება საკმაოდ რთულია და ძვირი სიამოვნებაცაა. ამ მხრივ, ერთ-ერთი რთული გზის გავლა, ახალ მძღოლებს ფინეთში უწევთ.


► იქ მართვის B კატეგორიის ლიცენზიის ასაღებად, სწავლის სამი ეტაპია გასავლელი, რაც ჯამში 2 400-2 600 ევრო ჯდება.


სწავლის ეს სისტემა 1970-იან წლებში შეუმუშავებიათ და მას სკანდინავიურ სისტემასაც უწოდებენ. პირველი, ძირითადი ეტაპი ორი თვე გრძელდება. ამ პერიოდში გასავლელია თეორიული კურსი, რაზეც 20 საათია გამოყოფილი და პრაქტიკული კურსი, რომლის ხანგრძლივობაც ასევე 20 საათია.


► 

საინტერესოა, რომ პრაქტიკული მეცადინეობის დროს, კურსანტებს მართვას ყველა ტიპის საფარზე ასწავლიან - იქნება ეს ასფალტი, გრუნტი, თუ სხვადასხვა ტიპის სრიალა ზედაპირი.


Auto

დაახლოებით 20 საათია საჭირო თვითგანათლებისთვისაც - ავტოსკოლა საკუთარ საიტზე იძლევა სპეციალურ დავალებებს, რომლებიც განსაზღვრულ დროში უნდა შესრულდეს. პროგრამა იმასაც აქცევს ყურადღებას, თუ რა დრო დასჭირდა კურსანტს დავალების შესასრულებლად.


პირველი საშუალედო ეტაპის გამოცდის ჩაბარების შემდეგ, რომელიც კომპიუტერზე, ნახევარი საათის განმავლობაში ტარდება და მართვის გამოცდასაც მოიცავს, კურსანტი მართვის დროებით მოწმობას მიიღებს, რომელიც დაახლოებით ორი წელი მოქმედებს. ამ დროს, მას შესასრულებელი აქვს ნორმა - თუ დროებითი მოწმობის ფლობისას, წელიწადში ორჯერ დაარღვევს მოძრაობის წესებს, მაშინ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ჩამოერთმევა.


► გარდა ამისა, დროებითი მოწმობის მფლობელი ვალდებულია, რომ ამ ორი წლის განმავლობაში აწარმოოს თვითგანათლების (ელექტრონული) დღიური, რომელსაც მისი ინსტრუქტორი აუცილებლად კითხულობს.


მას შემდეგ, რაც კურსანტი წარმატებით გაივლის ორწლიან პერიოდს, მას მეორე და მესამე ეტაპების გავლაც მოუწევს. ამ ეტაპებზეც კვლავ გაივლის მართვის თეორიას და პრაქტიკული მეცადინეობისას, ჩვევების გაუმჯობესებაზეც ავარჯიშებენ. ამ დროს, მას მოსახვევების სხვადასხვა ტრაექტორიით გავლას, სწრაფად მართვას, სიბნელეში და მოყინულ გზაზე მართვას ასწავლიან.


Auto

ამასთან, ფინეთში პრაქტიკული მეცადინეობები ორ ნაწილად არის დაყოფილი. ესაა მართვა ზაფხულში და მართვა ზამთარში. აუცილებელია ორივე ნაწილის წარმატებით გავლა, რის შემდეგაც, კურსანტი სრულფასოვან ლიცენზიას მიიღებს. ასევე შესაძლებელია მხოლოდ ერთი ნაწილის გავლა. მაგალითად, ზამთრისა. ამ შემთხვევაში, ლიცენზიაში იქნება მონიშვნა იმისა, რომ მძღოლს გავლილი არ აქვს მეორე ნაწილის გამოცდა. ამიტომ ასეთი ლიცენზია იმოქმედებს მხოლოდ იმ ექვსი თვის განმავლობაში, რა დროსაც ფინეთში ზამთარი გრძელდება. მაგრამ ზაფხულის პერიოდში ასეთი ლიცენზია არ იმოქმედებს.


► მესამე ეტაპი მოიცავს ექსტრემალურ სიტუაციებში ავარიის თავიდან აცილების ჩვევების შესწავლას და ის სპეციალურ პოლიგონბეზე ტარდება, როგორებიც ფინეთის თითქმის ყველა დიდ ქალაქთან არსებობს.


ზამთარში ასეთი პოლიგონები ყინულით იფარება, ზაფხულში კი მის გზებზე წყლის და ზეთის ნარევს ასხამენ, რათა მოყინული გზის იმიტაცია შექმნან. ასეთ პოლიგონებზე ასწავლინ ავტომობილის მართვას, როცა ის მოსახვევს მოქნევით გადის. კურსანტს ასწავლიან, თუ როგორ უნდა მოიქცეს, როცა ავტომობილი დატრიალდება. გარდა ამისა, კურსი მოიცავს ექსტრემალურ დამუხრუჭებას, ასევე დამუხრუჭებისას და მოსრიალებისას ავტომობილის მართვას.


პოლიგონზე მეცადინეობისას, კურსანტები ავტომობილს დასაშვები, უსაფრთხო სიჩქარით მართავენ. სწორედ ასეთ სიჩქარეზე სწავლობენ მოქნევის გასწორებას და ექსტრემალურ დამუხრუჭებას, ასევე დამუხრუჭებისას ავტომობილის მართვას. საწყისი სიჩქარე 45 კმ/სთ-ია, შემდეგ კი ის 5 კმ/სთ-ით იზრდება. ამ დროს კურსანტი თავად რწმუნდება იმაში, თუ რა საფრთხეს შეიცავს ავტომობილის სიჩქრის თუნდაც მცირედით გაზრდა.


სწავლებისას ასევე იყენებენ სპეციალურ ტრენაჟორს, რომელსაც ”ამობრუნებულ ავტომობილს” უწოდებენ. მასში მეცადინეობისას, კურსანტები უფრო მძაფრად აღიქვამენ სიტუაციას, როცა ამოტრიალებულ ავტომობილში, სივრცით ორიენტაციას კარგავენ. სალიცენზიო კურსი ასევე მოიცავს პირველადი სამედიცინო დახმარების პრაქტიკულ ვარჯიშებს. დაბოლოს, გამოსაშვები გამოცდები ბარდება სპეციალურ ორგანიზაციებში, რომლებიც ავტომობილების ტექშემოწმებასაც ატარებენ.


► ყველა ამ ეტაპის გავლის შემდეგ, კურსანტი მუდმივ ლიცანზიას მიიღებს, რომელსაც 15-წლიანი ვადა აქვს. მისი ამოწურვის შემდეგ, მძღოლმა ხელახლა უნდა გაიაროს სამედიცინო შემოწმება.


ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ, ალბათ აღარ გაგიკვირდებათ, როცა გაიგებთ, რომ ფინეთში ავარიები ძალიან იშვიათია და საგზაო შემთხვევების სტატისტიკა ევროპელებსაც კი აოცებს...




AUTO BILD საქართველო




ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ 25 მარტიდან 10 ახალი მიმართულებით იფრენს

person access_time2018-02-19 13:52:29
ავიაკომპანია  „ჯორჯიან ეარვეისი“  2018 წლის 25 მარტიდან ახალ რეისებს იწყებს. როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, თბილისიდან პირდაპირი რეისები შესრულდება პარიზის, ბარსელონას, ბოლონიას, ბერლინის, კიოლნის, ყაზანის, ათენის, სალონიკის, ბრატისლავას და ხარკოვის მიმართულებებით. ასევე 2018 წელს განახლდება „ჯორჯიან ეარვეისის“  ავიაპარკი და მას შეემატება Embraer 190-ის და Boeing 737-800-ის ტიპის თვითმფრინავები.   ამ ეტაპზე ავიაკომპანია რეისებს...

რა თანხა დაგჭირდებათ საქართველოში 4-სულიანი ოჯახის სარჩენად

person access_time2018-02-19 16:31:48
2018 წლის იანვრის მონაცემების მიხედვით, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი საქართველოში - 155 ლარი, ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი კი - 309.9 ლარია.  „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ როგორია თვეში ერთი ადამიანის ხარჯი და შემოსავალი საშუალოდ, მინიმუმ რა ოდენობის თანხაა საჭირო ოთხსულიანი ოჯახის სარჩენად და არის თუ არა ამისთვის 309.9 ლარი საკმარისი. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში საშუალო თვიური ხარჯები ერთ სულ მოსახლეზე ყოველწლიურად...

„ბეკო“ საფეხბურთო კლუბ „ბარსელონასთან“ სასპონსორო შეთანხმებას აგრძელებს და აფართოებს

person access_time2018-02-19 12:11:06
ბარსელონა, 15 თებერვალი, 2018. ევროპაში საყოფაცხოვრებო ტექნიკის წამყვანმა ბრენდმა „ბეკომ“ დღეს გამოაცხადა საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ სპონსორობის გაგრძელების შესახებ, რაც მომდევნო სამი სპორტული სეზონის განმავლობაში რამდენიმე საინტერესო ერთობლივ ინიციატივაში გამოიხატება. ახალი შეთანხმება, რომლის შესახებ საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ სტადიონ „კამპ ნოუზე“ მდებარე „Auditori 1899“-ში გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, ანიჭებს „ბეკოს“ მთავარი პარტნიორისა და საფეხბურთო...

მშენებლობაზე პირველივე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ჯარიმა 30 ათასი ლარი იქნება

person access_time2018-02-19 13:38:26
„მივესალმებით მშენებლობის მაღალ ტემპს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ უნდა ხდებოდეს ადამიანის მსხვერპლისა და სხვა პრობლემების, მათ შორის, ურბანული დამახინჯების ხარჯზე,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს, თბილისის მერთან, კახა კალაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.   შეხვედრაზე სამშენებლო სფეროში შრომის უსაფრთხოებისა და ამასთან დაკავშირებით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ იმსჯელეს....

„აფბა“: „საგზაო დეპარტამენტი „სინოჰიდროს“ თაობაზე დასკვნას არ ასაჯაროვებს“

person access_time2018-02-19 12:40:07
ჩინურ „სინოჰიდროსთან“  დაკავშირებით, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“  განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“  უცვლელად გთავაზობთ:  „ჩინური „სინოჰიდროს“  დარღვევებზე და გზების უხარისხო მშენებლობაზე საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე საზოგადოებას ამა წლის 29 იანვარს შეპირდა, რომ სინოჰიდროს საქმიანობის თაობაზე დასკვნას 1 კვირაში გამოაქვყნებდა. თუმცა, უკვე...


მსგავსი სიახლეები