აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა რეესტრი შეიქმნება, სადაც მოხვედრილ პირებს მსგავს თამაშებში მონაწილეობა აეკრძალებათ

access_time2017-11-18 12:24:27

ინტერნეტიზაციის პირობებში შეუძლებელია ყველა არხის გადაკეტვა, შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ჩვენგანმა, ოჯახის წევრმა, მეგობრმა ძალიან ბევრი ვესაუბროთ ამ ადამიანებს, თუ რა მავნებელია ასეთი ტიპის დამოკიდებულება აზარტულ თამაშებთან მიმართებაში, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში განაცხადა, სადაც აზარტული თამაშების თემაზე შეხვედრა მიმდინარეობს.

 

 

ლაშა ხუციშვილმა დამსწრე საზოგადოებას ის კანონპროექტი გააცნო, რომელიც აზარტულ თამაშებს უკავშირდება. მისივე თქმით, ეს საკითხები მხოლოდ საქართველოში არ არის პრობლემატური, არამედ ამ პრობლების გადაჭრის გზებს ეძებენ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში.

 

 

"იქედან გამომდინარე, რომ ეს საკითხი ეხება არასრულწლოვანებს, სტუდენტებს ეს კიდევ უფრო ართულებს ამ პრობლემის შინაარს", - განაცხადა ხუციშვილმა.

 

 

მისივე თქმით, კანონპროექტზე შესაძლებელია მსჯელობა, რომლის შედეგად უნდა მივიდეთ იმ გადაწყვეტილებამდე, რომელიც მაქსიმალურად შეასუსტებს, შეარბილებს და გააქრობს იმ პრობლემას, რასაც ჰქვია აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება.

 

 

"ის კანონპროექტი, რომელიც პარლამენტშია განსახილველად წარდგენილი ითვალისწინებს პირველ რიგში იმას, რომ არასრულწლოვნები, სტუდენტები, მათ შორის 21 წლამდე პირები სრულად იყვნენ ჩამოცილებულები აზარტულ თამაშებს და ამისთვის შემოდის არაერთი რეგულაცია, რომ ეს ეფექტურად განხორციელდეს და ეს რეალურ ცხოვრებაში დავინახოთ. გარდა ამისა, შემოდის დამოკიდებულ პირთა სია, რაც ნიშნავს იმას, რომ პირი, მისი ოჯახის წევრი, როდესაც აცნობიერებს, რომ ზიანის მომტანია აზრატულ თამაშებში მონაწილეობა მისთვის, მისი ოჯახისთვის, ძალიან მარტივად, დროის მოკლე პერიოდში შესაძლებელია, რომ მოხვდეს აღნიშნულ რეესტრში. ამის გამარტივება თუ კიდევ უფრო მეტად შესაძლებელია, ჩვენ ამას მივესალმებით. პირი შესაძლებელია ამ სიაში მოხვდეს და ამის შემდეგ მას აკრძალული ექნება ყველა ტიპის აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება", - განაცხადა ხუციშვილმა.

 

 

მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია ყველამ გავაცნობიეროთ, რომ ამ პროცესში სახელმწიფოს როლი უმნიშვნელოვანესია, თუმცა სახელმწიფოს რეგულაციები ამ პრობლემას ბოლომდე ვერ მოაგვარებს.

 

 

"ვერ მოაგვარებს იქედან გამომდინარე, რომ დღეს არსებული ინტერნეტიზაციის პირობებში შეუძლებელია ყველა არხის, ყველა საშულების გადაკეტვა და რეგულირება, შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ჩვენგანმა, თითოეულმა ადამიანმა, ოჯახის წევრმა, მეგობრმა ძალიან ბევრი ვესაუბროთ ამ ადამიანებს, თუ რა მავნებელია და რა დამაზიანებელია ასეთი ტიპის დამოკიდებულება აზარტულ თამაშებთან მიმართებაში. ჩვენი მოლოდინია, რომ შემუშავებული რეგულაციები მნიშვნელოვნად შეამცირებს ამ დამოკიდებულებას და ხელმისაწვდომობას აზარტულ თამაშებთან მიმართებაში, თუმცა როგორც აღვნიშნე, მნიშვნელოვანია, რომ უშუალოდ ამ ადამიანებთან ძალიან ბევრი ვიმუშაოთ იმისთვის, რომ მათ ჰქონდეს სრული ინფორმაცია, განცდა იმისა, რომ ეს ნამდვილად დამაზიანებელია მათთვის, მათი ოჯახებისთვის, საბოლოო ჯამში ქვეყნისთვის და შესაბამისად, ასეთი ტიპის დამოკიდებულების დაძლევა და აღმოფხვრა უნდა მოხდეს", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

 

 

მისივე თქმით, ასევე გაგრძელდება მუშაობა კანონპროექტზე და შესაძლებელია მასში მოხდეს ნებისმიერი წინადადების გაზიარება.

 

 

"მას შემდეგ, რაც ჩამოყალიბდება, რომ ამის შედეგად ნამდვილად იქნება მიღწეული ის მიზანი, რომ მაქსიმალურად შევამციროთ დამოკიდებულება აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით, ასევე გამოვყოთ ის კატეგორია, რომელსაც დიდი დამოკიდებულება აქვს აზარტულ თამაშებთან მიმართებაში და მაქსიმალურად მოვახდინოთ მათი დისტანცირება აზარტული თამაშებიდან, მხოლოდ მისასალმებელია და ჩვენ მზად ვართ, რომ ამ მიმართულებით გავაგრძელოთ მუშაობა და იმ წერტილამდე მივიდეთ, რაც ყველას გვათქმევინებს, რომ ამ პრობლემის უდიდესი ნაწილი მოგვარებული იქნება საქართველოში", - განაცხადა ხუციშვილმა.

 

 

მისივე თქმით, პირის სიაში შეტანა ხდება სამი წლის ვადით, რის საპასუხოდაც დამსაწრე საზოგადოების ნაწილმა გამოთქვა მოსაზრება, რომ სამწლიანი აკრძალვის ვადა მცირეა.

 

 

ამასთან, კითხვაზე, საუბარია თუ არა კანონპროექტში აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით რეკლამაზე, ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, წარმოდგენილ კანონპროექტში რეკლამასთან დაკავშირებით ცვლილებები არ არის, თუმცა მან მზაობა გამოთქვა, რომ ამ მიმართულებით წინადადებები მიიღონ.

 

 

„ინტერპრესნიუსი“

 

 

 

 

 



პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი: Airbnb-ს მომხმარებლებმა ბინებში სათვალთვალო კამერები აღმოაჩინეს

person access_time2017-12-15 19:30:26
შვებულება ახლოვდება და რამდენიმე დღის საზღვარგარეთ გატარებას გეგმავთ: ირჩევთ თქვენთვის სასურველ მიმართულებას, ყიდულობთ ბილეთს და ბინას ინტერნეტის საშუალებით ჯავშნით. შუა შვებულებისას კი აღმოაჩენთ, რომ თქვენ მიერ ნაქირავები ბინის საძინებელში ან სააბაზანოში ბინის მეპატრონეს ვიდეოკამერა აქვს დამონტაჟებული. ამ არასასურველ მდგომარეობაში Airbnb-ს რამდენიმე მომხმარებელი აღმოჩნდა. მათი გამოცდილების შესახებ კი ინფორმაცია სოციალური ქსელის მეშვეობით მალევე გახდა ცნობილი. რა...

აფხაზებისთვის უსასყიდლოდ მიწოდებულმა დენმა შესაძლოა, „ენგურჰესის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია გააძვიროს

person access_time2017-12-15 16:30:38
2017 წლის ნოემბერში „ენგურჰესის“ და „ვარდნილჰესის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 54,4% აფხაზეთმა წაიღო, 11 თვეში კი 43,9%. სწორედ ეს დაასახელა „ენგურჰესის“ ფინანსურმა დირექტორმა ვალერი კანკიამ ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფის შესაძლო გაზრდის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად. მართალია, დღეს  „ვარდნილჰესების კასკადისა და „ენგურჰესისთვის წარმოების ტარიფის დადგენის გადაწყვეტილება გადაიდო, თუმცა  საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. დღეს საქართველოს...

ერთ პარტიაზე მორგებული კანონი - „ის რასაც წარსულში ფონდი „ქართუ“ აფინანსებდა, ახლა ქართული სახელმწიფო აფინანსებს“

person access_time2017-12-15 18:00:13
სახელმწიფომ, შესაძლოა ის პოლიტიკური გაერთიანებაც (პარტია) დააფინანსოს 300 ათასი ლარით, რომელიც საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავს, მაგრამ პარლამენტში ერთ მაჟორიტარს მაინც შეიყვანს და რომელიც ფრაქციასაც შექმნის. როგორც ოპოზიცაიში, ისე სახელისუფლებო გუნდშიც აცხადებენ, რომ არ შეიძლება პარტია იქნება თუ პიროვნება, მას კანონებს არგებდნენ. საპარლამენტო უმრავლესობაში ამგვარი დამოკიდებულების მიუხედავად, „ქართული ოცნების“ წევრის გია ჟორჟოლიანისა და...

„ავანსის დღგ-ით დაბეგვრა მაღალი საგადასახადო რისკის მქონე დარგებზე უნდა გავრცელდეს“

person access_time2017-12-15 15:30:48
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატს მიაჩნია, რომ ავანსის დღგ-ით დაბეგვრა მაღალი საგადასახადო რისკის მქონე დარგებზე უნდა გავრცელდეს. „ანალიტიკასთან" ინტერვიუში ზურა ძნელაშვილი აცხადებს, რომ 2016 წლის ბოლოსაც, როცა ამ სისტემის დანერგვის შესახებ ბიზნესმა მოულოდნელად გაიგო, ბიზნესომბუდსმენის აპარატმა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიმართვის საფუძველზე, პარლამენტს და აღმასრულებელ შტოებს ავანსის დღგ-ით დაბეგვრის სისტემის მინიმუმ 1 წლით გადავადების თხოვნით მიმართა, მაგრამ...

ნოემბერში ფულადი გზავნილები 24,8%-ით გაიზარდა

person access_time2017-12-15 14:42:40
2017 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 122.1 მლნ აშშ დოლარი, ანუ 326.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც 24.8 პროცენტით (24.3 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2016 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.3 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ...


მსგავსი სიახლეები