ნენსკრა ჰესის პროექტი მდ. ნაკრას ხეობაში გაწმენდით სამუშაოებს უზრუნველყოფს

access_time2017-11-15 11:54:39

ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელი კომპანია სს „ნენსკრა ჰიდრო" მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრაში მდ. ნაკრას შენაკადების - ლექვერარისა და ლაქნაშერას კალაპოტების გაწმენდით სამუშაოებს დააფინანსებს.

 

გაწმენდითი სამუშაოები სოფელ ნაკრას მოსახლეობის თხოვნით ტარდება. ბოლო წლების განმავლობაში მომხდარი ბუნებრივი მოვლენების შედეგად ლექვერარისა და ლაქნაშერას კალაპოტები ჩაიხერგა, რამაც მდინარეების ადიდების შემთხვევაში შეიძლება, სოფლის დატბორვის საფრთხე შექმნას.

 

გაწმენდითი სამუშაოების პირველი ეტაპი ლექვერარის ხეობაში 15 ნოემბერს დაიწყება. ადგილზე მობილიზებული იქნება ტექნიკა, რომელიც კალაპოტს გაწმენდს, შემდგომ ხრეშსა და ქვიშას გაზიდავს და სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე დაასაწყობებს.

 

ეს პროცესი მესტიის მუნიციპალიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდება. სამუშაოებზე ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება, გამოყენებული იქნება ასევე ადგილობრივი ტექნიკა.

 

მეორე ეტაპი კი, რომელიც მდინარე ლაქნაშერას მოიცავს, 2018 წელს ჩატარდება.

 

აღნიშნული სამუშაოები „თემის განვითარების პროგრამის" ფარგლებში განხორციელდება.

 

„თემის განვითარების პროგრამა" ნენსკრა ჰესის პროექტის თანმხლები საინვესტიციო პროექტია, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლების ჭუბერისა და ნაკრას მოსახლეობის საჭიროებათა შეფასების საფუძველზე შემუშავდა. მის მიზანს საპროექტო არეალში მცხოვრებთა მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა და მეტი შესაძლებლობის შექმნა წარმოადგენს.

 

„თემის განვითარების პროგრამა" მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა, უნარ-ჩვევების ამაღლება, მცირე ინფრასტრუქტურული, ასევე სწრაფად განხორციელებადი პროექტები და სხვა.

 

სს „ნენსკრა ჰიდრო" კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-water-ისა და სს „საპარტნიორო ფონდის" თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა. მის მიზანს მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში მაღალკაშხლიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა წარმოადგენს. ნენსკრას ჰიდროელექტროსადგური, რომლის დადგმული სიმძლავრე 280 მეგავატია, საქართველოს ყოველწლიურად 1'200.00 გვტ.სთ ელექტროენერგიას მიაწვდის. გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად ადგილობრივ ბაზარს მოხმარდება. www.nenskrahydro.ge

 



„გამოძიება მიმდინარეობს სხვა ქვეყნებშიც - საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან“ - შს მინისტრი ჩატარებულ სპეცოპერაციაზე

person access_time2017-11-23 11:47:50
საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ კითხვას იმის შესახებ, საქართველოს გარდა, რომელ ქვეყნებში მიმდინარეობს გამოძიება გუშინ გამოვლენილ დანაშაულებრივ ჯგუფთან დაკავშირებით. „იყო ნათქვამი და ნათქვამია, რომ გამოძიება მიმდინარეობს სხვა ქვეყნებშიც - საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან. მიმდინარეობს გამოძიება და დაველოდოთ,- განაცხადა გახარიამ. რაც შეეხება იმას, შეგვიძლია თუ არა...

„ქალაქში გადაადგილება არის უსაფრთხო და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რაიმე შიშის საფუძველი არ არსებობს„

person access_time2017-11-22 20:59:28
ქალაქში გადაადგილება არის უსაფრთხო და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რაიმე შიშის საფუძველი არ არსებობს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშილმა რეფერალურ საავადმყოფოში განაცხადა, სადაც დაჭრილი სამართალდამცველები მოინახულა. მან დაჭრილებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა, ასევე მადლობა გადაუხადა სუს-სა და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა სამსახურის თანამშროლებს. „როგორც იცით, დასრულდა სპეცოპერაცია. სამწუხაროდ, გვაქვს მსხვერპლი - სპეცრაზმის ერთი თანამშორმელი დაიღუპა....

კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს დააკავეს დანაშაულებრივი ჯგუფის 1 წევრი, ლიკვიდირებულია - 3

person access_time2017-11-22 19:11:07
თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 1 წევრი და 3 ლიკვიდირებულია - ამის შესახებ 19 საათზე გამართულ ბრიფინგზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა.   მისი ინფორმაციით, სპეცოპერაციისას დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 1 თანამშრომელი და 2 დაიჭრა. დაჭრილია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 2 თანამშრომელიც....

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მცხოვრებ მოსახლეობას საჭიროების შემთხვევაში, თბილისის მერია დროებითი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფს

person access_time2017-11-22 18:22:13
თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მცხოვრებ მოსახლეობას, სადაც კონტრტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობდა, საჭიროების შემთხვევაში, დედაქალაქის მერია დროებითი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.    როგორც მან აღნიშნა, გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეციალური ოპერაციის შესახებ განმარტებას შესაბამისი სტრუქტურები გააკეთებენ და საზოგადოებას მომხდარის შესახებ ინფორმაციას...

როგორ გამოიყურება თსუ-ს ახალი სტუდენტური საცხოვრებელი, რომელიც უახლოეს დღეებში მიიღებს ახალგაზრდებს (ფოტო)

person access_time2017-11-23 18:30:25
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 320-ადგილიანი საერთო საცხოვრებელი, რომელიც ლისის ტბის მიმდებარედ აშენდა, ჯერ არ გახსნილა. თსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, საერთო საცხოვრებელში ინვენტარის შეტანისა და სტუდენტთა რეგისტრაციის პროცესი უკვე დასრულებულია, - ამჟამად მიმდინარეობს სტუდენტთა განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით შერჩევა და მათი შესახლება უახლოეს დღეებში მოხდება, - განმარტავენ თსუ-ში. ახალი სტუდენტური...


მსგავსი სიახლეები