კინოთეატრ „რუსთაველის“ რეკონსტრუქცია იგეგმება

access_time2017-11-14 16:00:56

კინოთეატრი რუსთაველი არ გასხვისებულა, თუმცა რეკონსტრუქცია იგეგმება, - ამის შესახებ კინოთეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში imedinews-ს განუცხადეს.

 

რუსთაველი არ გასხვისებულა, პირიქით, ვემზადებით კინოფესტივალისთვის, თუმცა დაგეგმილია კინოთეატრის რეკონსტრუქცია. განახლდება დარბაზები, ხმის სისტემა, ეკრანები და სკამები. მომავალში ამ ყველაფერს შეიძლება ერთგვარი მულტიპლექსის სახე ჰქონდეს, კინოთეატრის გარდა სხვა რაღაცებიც დაემატოს, - აცხადებს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მაია სიხარულიძე.

 

მისი თქმით, ჯერჯერობით უცნობია საკონსტრუქციო სამუშაოების დაწყების თარიღი.

 

დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კინოთეატრი რუსთაველი გასხვისდა.

 

„კომერსანტი“ კინოთეატრ რუსთაველში რეკონსტრუაციასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ივნისში წერდა. როგორც მაშინ მაია სიხარულიძე ჩვენთან საუბრისას აცხადებდა, „რუსთაველში" კავკასიაში ყველაზე დიდი საბავშვო გასართობი კომპლექსი მოეწყობა, სადაც ასევე განთავსებული იქნება კინო-დარბაზი.


„ჩვენ თითქმის 2 წელია ვმუშაობთ კინოთეატრ „რუსთაველის" რეკონსტრუქციის გეგმაზე, თუმცა პროექტის საბოლოო სახე კვლავ არ არსებობს. გეგმაში გვაქვს, რომ რუსთაველში დარჩეს 1 კინოდარბაზი, რომელიც დატვირთული იქნება ძირითადად საბავშვო კინოსეანსებით, ასევე მოეწყოს კავკასიაში ყველაზე გრანდიოზული საბავშვო-გასართობი კომპლექსი კვების ობიექტებით, საბავშვო მაღაზიებითა და მასშტაბური გასართობი ცენტრით. ამ ცენტრში ყველაფერი იქნება ბავშვებისთვის", - განუცხადა „კომერსანტს" მაია სიხარულიძემ.






„გამოძიება მიმდინარეობს სხვა ქვეყნებშიც - საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან“ - შს მინისტრი ჩატარებულ სპეცოპერაციაზე

person access_time2017-11-23 11:47:50
საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ კითხვას იმის შესახებ, საქართველოს გარდა, რომელ ქვეყნებში მიმდინარეობს გამოძიება გუშინ გამოვლენილ დანაშაულებრივ ჯგუფთან დაკავშირებით. „იყო ნათქვამი და ნათქვამია, რომ გამოძიება მიმდინარეობს სხვა ქვეყნებშიც - საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან. მიმდინარეობს გამოძიება და დაველოდოთ,- განაცხადა გახარიამ. რაც შეეხება იმას, შეგვიძლია თუ არა...

„ქალაქში გადაადგილება არის უსაფრთხო და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რაიმე შიშის საფუძველი არ არსებობს„

person access_time2017-11-22 20:59:28
ქალაქში გადაადგილება არის უსაფრთხო და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რაიმე შიშის საფუძველი არ არსებობს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშილმა რეფერალურ საავადმყოფოში განაცხადა, სადაც დაჭრილი სამართალდამცველები მოინახულა. მან დაჭრილებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა, ასევე მადლობა გადაუხადა სუს-სა და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა სამსახურის თანამშროლებს. „როგორც იცით, დასრულდა სპეცოპერაცია. სამწუხაროდ, გვაქვს მსხვერპლი - სპეცრაზმის ერთი თანამშორმელი დაიღუპა....

კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს დააკავეს დანაშაულებრივი ჯგუფის 1 წევრი, ლიკვიდირებულია - 3

person access_time2017-11-22 19:11:07
თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 1 წევრი და 3 ლიკვიდირებულია - ამის შესახებ 19 საათზე გამართულ ბრიფინგზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა.   მისი ინფორმაციით, სპეცოპერაციისას დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 1 თანამშრომელი და 2 დაიჭრა. დაჭრილია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 2 თანამშრომელიც....

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მცხოვრებ მოსახლეობას საჭიროების შემთხვევაში, თბილისის მერია დროებითი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფს

person access_time2017-11-22 18:22:13
თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მცხოვრებ მოსახლეობას, სადაც კონტრტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობდა, საჭიროების შემთხვევაში, დედაქალაქის მერია დროებითი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.    როგორც მან აღნიშნა, გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეციალური ოპერაციის შესახებ განმარტებას შესაბამისი სტრუქტურები გააკეთებენ და საზოგადოებას მომხდარის შესახებ ინფორმაციას...

როგორ გამოიყურება თსუ-ს ახალი სტუდენტური საცხოვრებელი, რომელიც უახლოეს დღეებში მიიღებს ახალგაზრდებს (ფოტო)

person access_time2017-11-23 18:30:25
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 320-ადგილიანი საერთო საცხოვრებელი, რომელიც ლისის ტბის მიმდებარედ აშენდა, ჯერ არ გახსნილა. თსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, საერთო საცხოვრებელში ინვენტარის შეტანისა და სტუდენტთა რეგისტრაციის პროცესი უკვე დასრულებულია, - ამჟამად მიმდინარეობს სტუდენტთა განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით შერჩევა და მათი შესახლება უახლოეს დღეებში მოხდება, - განმარტავენ თსუ-ში. ახალი სტუდენტური...


მსგავსი სიახლეები