„სამინისტროების ოპტიმიზაციის რესურსი კიდევ არსებობს“

access_time2017-11-15 09:20:01

 „საზოგადოება ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით პირველ რიგში ფიქრობს თანხების დაზოგვაზე, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის ამოსავალი წერტილი. ვფიქრობ რომ ოპტიმიზაცია უნდა იყოს ეფექტურობის გაზრდა, ნაკლები დანახარჯებით მეტი შედეგის მიღწევა“,-ამის შესახებ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელიასთან ერთად“ ისაუბრა.


მისი თქმით პარლამენტს ბიუჯეტის გადაწყობა რესტრუქტურიზაციის შესაბამისად წელსაც შეუძლია მოესწროს.


„როდესაც ვსაუბრობთ ოპტიმიზაციაზე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ყველა სამინისტროს ფუნქციების შეთავსება ხდება. საზოგადოება ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით პირველ რიგში ფიქრობს თანხების დაზოგვაზე, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის ამოსავალი წერტილი, ვფიქრობ რომ ოპტიმიზაცია უნდა იყოს ეფექტურობის გაზრდა, ნაკლები დანახარჯებით მეტი შედეგის მიღწევა. ჯერ ადრეა საუბარი სტრუქტურულად რა მოწყობა იქნება, რადგან ამას დამატებითი ღონისძიებები სჭირდება, მათ შორის მნიშვნელოვანია ბიუჯეტის პროექტი, რომელსაც ჩვენ საბოლოო სახე დეკემბერში უნდა მივცეთ. შესაბამისად, თუ საკანონმდებლო წინაპიროებები შეიქმნება სტრუქტურული ცვლილებებისა და მათ შორის სამინისტროების შერწყმასთან მიმართებაში, მაშინ ამას მოერგება ეს ბიუჯეტი, რომელიც ჩვენ უნდა დავამტკიცოთ“,-განაცხადა დანელიამ.



სოფლის მეურნეობის ყოფილმა მინისტრმა სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გარემოს დაცვის სამინისტროს შერწყმაც შეაფასა.

 

„რაც შეეხება სოფლის მეურნებისა და გარემოს დაცვის სამინისტროს შერწყმას, ეს პრაქტიკა არსებობს და საქართველო არ არის პირველი. ეს არის ნორმალური მოცემულობა, მთავარია არ გაქრეს ფუნქციები და ვერ გაქრება, რადგან ასოცირების ხელშეკრულებით ჩვენ ძალიან ბევრი ვალდებულება გვაქვს აღებული, როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის კუთხით და მე ვფიქრობ, რომ ეს ინსტიტუტს კიდევ უფრო გააძლიერებს. ჩემი აზრით, კიდევ არის ოპტიმიზაციის რესურსი და არ გამოვრიცხავ, რომ მომავალში ეს გეგმაც იყოს“,-განაცხადა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.



„კომერსანტი“




„კრიპტოვალუტა ციფრული აქტივების ერთიანობაა“ - ქართული კომპანია კრიპტოვალუტაზე, რისკებსა და სამუშაო მექანიზმზე

person access_time2018-01-16 19:30:34
კრიპტოვალუტა ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი სიტყვაა ფულით დაინტერესებული ადამიანებისთვის, განსაკუთრებით ბოლო თვეების მანძილზე. თემის აქტუალობამ კრიპტოექსპერტებისა და კონსულტანტების აუცილებლობა განაპირობა, ხოლო მაინინგი აქტიურად მოექცა საზოგადოების ინტერესის არეალში. ამ ყველაფრის პარალელურად, კრიპტოვალუტის გარშემო არის უამრავი კითხვა, რომელთაგან ხშირად დასმულ კითხვებს Bitforx-ის მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი, ნიკა ცოტნიაშვილი პასუხობს. — რა მექანიზმით...

ავტოიმპორტიორები VS „სიტროენ ჯორჯია“ - კომპანიები სარჩელის დაუშვებლად ცნობას ითხოვენ

person access_time2018-01-16 18:30:22
6  ბრენდული ავტომწარმოებლის ოფიციალური წარმომადგენლები საქართველოში კონკურენციის სააგენტოს განცხადებით მიმართავენ და „სიტროენ ჯორჯიას“ სარჩელის დაუშვებლად ცნობას თხოვენ. განცხადებას ხელს „ჰიუნდაი ავტო საქართველო“, ჯითი მოტორსი, „სტრადა მოტორსი“, „იბერია ავტო“, „კია მოტორს ჯორჯია“ და „ფრანს ავტო“ აწერს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „სიტროენ ჯორჯიას“ მიერ კონკურენციის სააგენტოში შეტანილი სარჩელი იმის შესახებ, რომ ტენდერებს მხოლოდ ხელისუფლების...

მთავრობის 620-გვერდიანი დადგენილება ცუდი ენით არის ნათარგმნი და მისი გაგება რთულია

person access_time2018-01-16 14:30:35
2017 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოში ტექნიკური რეგლამენტი - „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები“ ამოქმედდა. მთავრობის 620-გვერდიან დადგენილებაში საუბარია უსაფრთხოების მისაღწევად საჭირო მინიმალურ მოთხოვნებზე, როგორიცაა გასასვლელების სათანადოდ დაპროექტება, ხანძრისა თუ სხვა საფრთხეებისგან დაცვა, კიბეებისა თუ ლიფტების შესაბამისი წესების დაცვით მოწყობა და ა.შ. თუმცა, რეგლამენტის ამოქმედებიდან ერთი წლის შემდეგ დეველოპერები მშენებლობის ნებართვების „გაჭედვასა“ და უძრავი...

JTI: „თამბაქოს მოხმარების შემცირების 20%-იანი მაჩვენებელი რეალურ ვითარებას არ ასახავს“

person access_time2018-01-16 17:30:41
თამბაქოს მოხმარების 20%-ზე მეტად შემცირებაზე გაჟღერებული მაჩვენებელი ბაზარზე არსებულ რეალურ ვითარებას არ ასახავს, - აცხადებს Japan Tobacco International (JTI) -ის მარეგულირებელ საკითხთა მენეჯერი კავკასიის რეგიონში, ივა ხასია და გაზრდილ კონტრაბანდაზე მიუთითებს. ივა ხასია ამბობს, რომ დიდი ოდენობით, უკანონოდ შემოტანილი თამბაქო არსად აღირიცხება, თუმცა მომხმარებლამდე აღწევს, რაც მას უფრო იაფად სიგარეტის შეძენის შესაძლებლობას აძლევს. განსაკუთრებით...

2 თვეში გადახდისუუნარო მოსახლეობის რაოდენობა 4,7 ათასით გაიზარდა

person access_time2018-01-16 13:30:29
...


მსგავსი სიახლეები