2018 წლიდან ტექდათვალიერებას, შესაძლოა, მსუბუქი ავტომობილები არ დაექვემდებაროს

access_time2017-11-14 12:38:42

„საგზაო მოძრაობის შესახებ კანონიდან იმ ნორმის ამოღება ხდება, რომლის მიხედვით, გზისთვის ვარგისიანობაზე ტესტირებას 2018 წლიდან საქართველოს ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში არსებული და საქართველოში რეგისტრირებული ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალება უნდა დაექვემდებაროს.


როგორც „ინტერპრესნიუსს ეკონომიკის სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ქეთევან სალუქვაძემ განუცხადა, აღნიშნული ცვლილება იმ გადაწყვეტილებამ განაპირობა, რომლითაც 2018 წლის 1-ელი იანვრიდან პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას 8 ადგილზე მეტი ტევადობის სამგზავრო და 3 ტონანახევარზე მეტი მასის ავტოსატრანსპორტო საშუალებები დაექვემდებარება.


„აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას დღესაც ექვემდებარებიან. მოგეხსენებათ, სწორედ ეს სატრანსპორტო საშუალებები ყველაზე მეტად ახდენენ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას. ისინი ინსპექტირებას ისედაც ექვემდებარებიან, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ არსებობდა გარკვეული ტიპის ხარვეზები აღსრულების მექანიზმებთან დაკავშირებით, ამასთან იზრდება სტანდარტი და ხდება ევრორეგულაციებთან დაახლოება, მოხდება ტექნიკური ინსპექტირების განსხვავებული სტანდარტებით განხორციელება, სრული პარკის დაფარვა ეტაპობრივად, ორი წლის განმავლობაში განხორციელდება, დაიწერება მეთოდოლოგია, თუ ვის როდის მოუწევს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლა. ეს საზოგადოებისთვის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს ქეთევან სალუქვაძემ.


მისივე ინფორმაციით, საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ მთავრობას წარედგინება ტექნიკური რეგლამენტი ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებთან, მათ შენობებთან და პერსონალთან დაკავშირებით. სალუქვაძის თქმით, ინსპექტირების ცენტრები, რომლებიც ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს დააკამყოფილებს, ტექნიკური ინსპექტირების გაგრძელებას შეძლებენ. მისივე განმარტებით, ასევე მთავრობა ტექნიკური რეგლამენტით დაადგენს სტანდარტებს, რომლებსაც ავტოსატრანსპორტო საშუალებები უნდა აკმაყოფილებდეს.


„ორივე ტექნიკური რეგლამენტი შემუშავებულია და მთავრობას უახლოეს მომავალში წარედგინება, - დასძინა ქეთევან სალუქვაძემ.


 

 

საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ კანონსა და სხვა კანონებში დაგეგმილ ცვლილებებს დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში განიხილავენ.

 

 

ipn.ge

 

 

 

 

 

 



ნავენახევის მღვიმე პირველ ვიზიტორებს გაზაფხულზე მიიღებს (ფოტოები)

person access_time2018-01-22 19:50:56
ნავენახევის მღვიმე პირველ ვიზიტორებს გაზაფხულზე მიიღებს. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, მღვიმის ტერიტორიაზე აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, კაფეტერია და სუვენირების მაღაზია. ასევე, გამოიყო საგანმანათლებლო სივრცე, მოეწყო ტურისტული ბილიკი.   ნავენახევის მღვიმე...

ქარის და მზის ენერგიები, პროგნოზირებად მომავალში, ვერასოდეს გახდება ძირითადი ენერგიის წყარო

person access_time2018-01-22 17:30:19
 ქარის და მზის ენერგიები პროგნოზირებად მომავალში, ვერასოდეს გახდება ძირითადი ენერგიის წყარო, - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის (სემეკი) ელექტროენერგეტიკული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ზვიად გაჩეჩილაძე GBC-სთან  განახლებადი ენერგიების  პოტენციალს...

„ირანიდან გაზრდილი მოთხოვნის გამო, საექსპორტო ცხვრის ფასმა მოიმატა“

person access_time2018-01-22 16:30:07
ქართულ ცხვარს რეალიზაციის და ექსპორტზე გატანის პრობლემა აღარ აქვს. სექტორის წარმომადგენლები არანაკლებ სირთულეს   რუსეთიდან შემოსულ ცხვარში ხედავენ, რომელიც საქართველოში იკვლება და ირანში ქართული ხორცის სახელით გადის. როგორც „კომერსანტს“  „მეცხვარეთა ასოციაციის  თავმჯდომარე  ბექა გონაშვილმა განუცხადა, საქართველოდან გასული ცხვრის ქართული და რუსული ხორცი უნდა გაიმიჯნოს, რადგან ექსპორტიორი ქვეყანა შეცდომაში...

Wall Street-ის ანალიტიკოსი: ბიტკოინის ფასი 90%-ით გაუფასურდება

person access_time2018-01-22 20:30:51
Bleakley Advisory Group-ის საინვესტიციო ოფიცერი, პეტერ ბუკვარი კრიპტოსამყაროს მასიურ ვარდნას პროგნოზირებს. მისი განცხადებით, კრიპტოსამყარო მასიური საპნის ბუშტია, რომლის გასკდომის დროც ახლოვდება.   „როდესაც რაიმე ასეთი ტიპის პარაბოლას ემსგავსება, ის აუცილებლად უბრუნებდა იმ საწყისს, საიდანაც პარაბოლამ ზრდა დაიწყო,“ განაცხადა მან CNBC-სთან საუბრისას.   ბუკვარის ვარაუდით, არსებობს რეალური საფრთხე, რომ ბიტკოინის ღირებულება 90%-ით გაუფასურდება. „ნამდვილად არ...

EBRD-მა ნენსკრაჰესის დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიღება გადაავადა

person access_time2018-01-22 15:00:04
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ნენსკრაჰესის დაფინანსებისთვის $214 მილიონის სესხის გამოყოფაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების თარიღი 2017 წლის 31 იანვრამდე გადაავადა.   EBRD-ის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ ნენსკრაჰესის დაფინანსებაზე თანხმობა 2015 წლის 12 მაისს, თბილისში გამართული EBRD-ის ფორუმის ფარგლებში განაცხადა. მას შემდეგ ბანკი პროექტის გარემოზე ზეგავლენის ტექნიკურ დეტალებს სწავლობს. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, ჰესს ელექტროენერგიის...


მსგავსი სიახლეები