სტივენ ჰოკინგი: ხელოვნური ინტელექტი „ცივილიზაციის ისტორიაში ყველაზე დიდი საშინელებაა“

access_time2017-11-07 20:00:07

ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოჩენა ჩვენი ცივილიზაციის ისტორიაში ყველაზე დიდი საშინელი მოვლენა იქნება - აღნიშნული მოსაზრება ბრიტანელ ფიზიკოსსა და ასტროფიზიკოსს, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიან მეცნიერს, სტივენ ჰოკინგს ეკუთვნის. მისი აზრით, ხელოვნური ინტელექტის განვითარების კონტროლისთვის საზოგადოებამ გარკვეული გზა უნდა მონახოს


ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით მან განცხადება ლისაბონში ჩატარებულ ტექნოლოგიურ კონფერენციაზე (Web Summit) გააკეთა. ჰოკინგის აზრით, თეორიულად კომპიუტერებს ადამიანის ტვინზე უფრო მეტად განვითარება შეუძლიათ.


სტივენ ჰოკინგმა ხელოვნური ინტელექტის პოტენციალზე ასევე დადებითად ისაუბრა. „მას შეუძლია გამოასწოროს ის ზიანი, რაც ადამიანმა ბუნებას მიაყენა, ასევე შეიძლება იქნას გამოყენებული სიღარიბისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლისათვის, თუმცა მასთან დაკავშირებული მომავალი კვლავ ბუნდოვანია.“


„ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ შესაძლოა, მოიტანოს კარგი, ან ცუდი შედეგები - ჩვენ უბრალოდ ამისი განსაზღვრა არ შეგვიძლია. თუკი ჩვენ არ მოვემზადებით და პოტენციურ რისკებს თავიდან არ ავირიდებთ, ხელოვნური ინტელექტის განვითარება შესაძლოა, ცივილიზაციის ისტორიაში ყველაზე ცუდ მოვლენად იქცეს. ის შეიძლება გახდეს ინსტრუმენტი, რომელსაც დედამიწის მოსახლეობის მცირე ნაწილი უმრავლესობის ჩაგვრას შეძლებს,“ აღნიშნა ცნობილმა მეცნიერმა.




ჰოკინგმა ხაზი გაუსვა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც ევროპაში ხელოვნურ ინტელექტსა და რობოტიქსის მიმართ ხორციელდება. ამგვარი ცვლილებები მას იმედს აძლევენ: „მე მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, რომ ჩვენ AI-ის ისე განვავითარებთ, რომ ის მსოფლიოს მხოლოდ კარგს მოუტანს. ჩვენ უნდა განვსაზღვროთ საფრთხეები, შევიმუშავოთ საუკეთესო მიდგომა და გარკვეული შედეგების წინააღმდეგ წინასწარ ვიყოთ მომზადებულები,“ განაცხადა მან.


სტივენ ჰოკინგი ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ საფრთხეზე პირველად არ საუბრობს. ამასთან დაკავშირებით ტექნოლოგიურ წრეებში საუბარი საკმაოდ ხშირად იმართება. ცოტა ხნის წინ Tesla-სა და SpaceX-ის გენერალურმა დირექტორმა, ელონ მასკმა განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტი შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომის გამომწვევი მიზეზი გახდეს. საინტერესოა, რომ მის აზრს მარკ ცუკერბერგი ღიად დაუპირისპირდა: Facebook-ის დამფუძნებლის მიხედვით, იგი AI-ისთან დაკავშირებულ მომავალს მხოლოდ ოპტიმისტურად ხედავს.



CNBC





დავით მესხიშვილი: მთაწმინდაზე მთლიანად ქედის დემონტაჟია დაგეგმილი

person access_time2018-02-23 19:20:53
თბილისში, ნინო ჟვანიას ქუჩაზე კლდეზე მიმდინარე სამუშაოების ამსახველ კადრებს არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია ავრცელებს და განმარტავს, რომ მიმდინარე სამუშაოები საფრთხის შემცველია. ასოციაციის თავმჯდომარის, დავით მესხიშვილის განმარტებით, მთაწმინდის ქედის ნგრევის აქტიური სამუშაოები დაახლოებით 1 თვის წინ დაიწყო. ჩვენ გუშინ ადგილზე ვნახეთ ეს პროცესი და უკიდურესად მძიმე სიტუაცია, რადგან მეწყერსაშიში ზონებია და აქ...

მამუკა ხაზარაძე : „ანაკლია სითის“ განაშენიანების პრიორიტეტი საწარმოო, ლოჯისტიკური და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება იქნება

person access_time2018-02-23 18:30:51
 „ანაკლია სითიმ“ ანაკლიის ქალაქგეგმარებითი კონცეფციის კვლევის საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია BuroHappold Engineering-ი წარადგინა. კომპანიას დაევალება მოამზადოს ქალაქ ანაკლიის ეკონომიკური ანალიზი, პროექტის განხორციელებადობის კვლევა და გენერალური გეგმა. ღონისძიება, რომელსაც მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნნენ, „ანაკლია სითის" დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ გახსნა.   როგორც "ანაკლია სითის" დამფუძნებელმა მამუკა...

აშშ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის კომპანიებს ზღუდავს

person access_time2018-02-23 20:00:58
შეერთებული შტატები ყველანაირად ცდილობს, რომ „ამერიკის მტრების წინააღმდეგ სანქციებით ზემოქმედების“ კანონი (CAATSA) ეფექტური იყოს.  ამისათვის ქვეყნის მთავრობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცდილობს, ყველა დაარწმუნოს, რომ არ აწარმოონ ბიზნესი რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის და მასთან დაკავშირებულ კომპანიებთან. „მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ჩვენს ყველა მისიას დავუგზავნეთ შეტყობინებები. მათ უკვე ჩაუტარდათ ინსტრუქციები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა...

დასანგრევია თუ არა ახალი შენობები - დეველოპერები სეისმოლოგებს და გეოლოგებს პასუხობენ

person access_time2018-02-23 17:12:52
სამშენებლო ბუმი, რომელმაც დედაქალაქი მთლიანად მოიცვა, შესაძლოა, დამანგრეველი აღმოჩნდეს.  გეოლოგები და სეისმოლოგები იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რომელიც შესაძლოა, ძლიერ მიწისძვრას მოჰყვეს. პრობლემა ქაოტური და უკონტროლო მშენებლობებია. სპეციალისტები ამბობენ, რომ ახლადაშენებული კორპუსების დიდი ნაწილი საშუალო დონის მიწისძვრასაც კი ვერ გაუძლებს. პრობლემა გეოლოგიური დასკვნაა, რომლეიც კორპუსის მშენებლობამდე გაიცემა. გეოლოგიური რევიზია აჩვენებს გრუნტის სახეობას,...

სარესტორნო ბიზნესის მთავარი გამოწვევა მომსახურების ხარისხია

person access_time2018-02-23 16:00:34
დღეს სარესტორნო  ბიზნესი საქართველოში სწრაფად განვითარებადი სფეროა, თუმცა მიუხედავად ასეთი მზარდი ტრენდისა, მომსახურების პრობლემა მაინც მთავარ გამოწვევად რჩება.  რატომ დგას ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ  სერვისი და ხარისხი? რა შეიძლება რესტორნის დახურვის მიზეზი გახდეს და რა უნდა გააკეთოს რესტორატორმა საკუთარი ნიშის მოპოვებისთვის, „კომერსანტი“ დეტალების გასარკვევად თავად რესტორატორებს დაუკავშირდა. როგორც გამოკითხულთა უმრავლესობამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ყოველწიურად იზრდება...


მსგავსი სიახლეები