„ყველა ქვეყანას, ვისაც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი გაეხსნა, დარღვევების სტატისტიკა დაახლოებით ჩვენნაირი ჰქონდა“

access_time2017-11-07 11:12:19

„პრაქტიკულად ყველა ქვეყანას, ვისაც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი გაეხსნა, დარღვევების სტატისტიკა დაახლოებით ჩვენნაირი ჰქონდა“, - ამბობს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე არჩილ ყარაულაშვილი. მისი შეფასებით, საქართველოს იმ მოქალაქეების სტატისტიკა, ვინც ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის ვადები დაარღვიეს, სასიამოვნო არ არის, თუმცა არც ძალიან საგანგაშოა.

 

მიმდინარე წლის 28 მარტიდან 20 ოქტომბრამდე პერიოდში ევროკავშირის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლით საქართველოს 161 885-მა მოქალაქემ ისარგებლა, საიდანაც უვიზოდ მიმოსვლისთვის გათვალისწინებული 90-დღიანი ვადა, სავარაუდოდ, 9 875-მა მოქალაქემ დაარღვია.

„სტატისტიკა სასიამოვნო არ არის, თუმცა არც ძალიან საგანგაშოა. პრაქტიკულად ყველა ქვეყანას, ვისაც უვიზო რეჟიმი გაეხსნა ევროკავშირთან, დაახლოებით ანალოგიური სტატისტიკა ჰქონდა და უფრო ცუდიც. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვმუშაობთ ჩვენი მოქალაქეების ინფორმირებულობის გაზრდისთვის იმ საფრთხეების ხაზგასმით, რაც შეიძლება მოჰყვეს ზოგადად უვიზო რეჟიმის წესების დარღვევას. საჭიროა ხალხს ავუხსნათ, რომ იგივე თავშესაფრის მოთხოვნა მაშინ, როდესაც ძალიან ბევრი ქვეყნის მიერ საქართველო აღიარებულია უსაფრთხო სახელმწიფოდ, პრაქტიკულად უაზრობაა. პრაქტიკულად 100% შემთხვევებში ტყუილად ხდება თავშესაფრის მოთხოვნა, ყოველგვარის საფუძვლის და შედეგის გარეშე და უბრალოდ იზრდება არასასურველი სტატისტიკა “, - აცხადებს ყარაულაშვილი.

 

მინისტრის მოადგილის თქმით, ასევე, პრობლემას წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირის ქვეყნებში ჩადენილი დანაშაული, თუმცა ქართული მხრიდან აქტიური რეაგირება ხდება.



„შს სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს თავის კოლეგებთან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. შესაბამისად, საფრთხე იმისა, რომ საქართველოს უვიზო რეჟიმს რაღაც დაემუქროს ამის გამო, დღეისათვის არ არის, მაგრამ, რა თქმა უნდა, არასასიამოვნო ფაქტია, როდესაც შენი მოქალაქეები დანაშაულს ჩადიან სხვა ქვეყანაში. თუმცა ვიმეორებ, ამის პრევენციის მიზნით გადადგმული ნაბიჯები და შემდგომი რეაგირებაც ჩვენი მხრიდან აბსოლუტურად ადეკვატურია“, - დასძინა არჩილ ყარაულაშვილმა.

 

„ინტერპრესნიუსი“



პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი: Airbnb-ს მომხმარებლებმა ბინებში სათვალთვალო კამერები აღმოაჩინეს

person access_time2017-12-15 19:30:26
შვებულება ახლოვდება და რამდენიმე დღის საზღვარგარეთ გატარებას გეგმავთ: ირჩევთ თქვენთვის სასურველ მიმართულებას, ყიდულობთ ბილეთს და ბინას ინტერნეტის საშუალებით ჯავშნით. შუა შვებულებისას კი აღმოაჩენთ, რომ თქვენ მიერ ნაქირავები ბინის საძინებელში ან სააბაზანოში ბინის მეპატრონეს ვიდეოკამერა აქვს დამონტაჟებული. ამ არასასურველ მდგომარეობაში Airbnb-ს რამდენიმე მომხმარებელი აღმოჩნდა. მათი გამოცდილების შესახებ კი ინფორმაცია სოციალური ქსელის მეშვეობით მალევე გახდა ცნობილი. რა...

აფხაზებისთვის უსასყიდლოდ მიწოდებულმა დენმა შესაძლოა, „ენგურჰესის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია გააძვიროს

person access_time2017-12-15 16:30:38
2017 წლის ნოემბერში „ენგურჰესის“ და „ვარდნილჰესის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 54,4% აფხაზეთმა წაიღო, 11 თვეში კი 43,9%. სწორედ ეს დაასახელა „ენგურჰესის“ ფინანსურმა დირექტორმა ვალერი კანკიამ ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფის შესაძლო გაზრდის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად. მართალია, დღეს  „ვარდნილჰესების კასკადისა და „ენგურჰესისთვის წარმოების ტარიფის დადგენის გადაწყვეტილება გადაიდო, თუმცა  საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. დღეს საქართველოს...

ერთ პარტიაზე მორგებული კანონი - „ის რასაც წარსულში ფონდი „ქართუ“ აფინანსებდა, ახლა ქართული სახელმწიფო აფინანსებს“

person access_time2017-12-15 18:00:13
სახელმწიფომ, შესაძლოა ის პოლიტიკური გაერთიანებაც (პარტია) დააფინანსოს 300 ათასი ლარით, რომელიც საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავს, მაგრამ პარლამენტში ერთ მაჟორიტარს მაინც შეიყვანს და რომელიც ფრაქციასაც შექმნის. როგორც ოპოზიცაიში, ისე სახელისუფლებო გუნდშიც აცხადებენ, რომ არ შეიძლება პარტია იქნება თუ პიროვნება, მას კანონებს არგებდნენ. საპარლამენტო უმრავლესობაში ამგვარი დამოკიდებულების მიუხედავად, „ქართული ოცნების“ წევრის გია ჟორჟოლიანისა და...

„ავანსის დღგ-ით დაბეგვრა მაღალი საგადასახადო რისკის მქონე დარგებზე უნდა გავრცელდეს“

person access_time2017-12-15 15:30:48
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატს მიაჩნია, რომ ავანსის დღგ-ით დაბეგვრა მაღალი საგადასახადო რისკის მქონე დარგებზე უნდა გავრცელდეს. „ანალიტიკასთან" ინტერვიუში ზურა ძნელაშვილი აცხადებს, რომ 2016 წლის ბოლოსაც, როცა ამ სისტემის დანერგვის შესახებ ბიზნესმა მოულოდნელად გაიგო, ბიზნესომბუდსმენის აპარატმა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიმართვის საფუძველზე, პარლამენტს და აღმასრულებელ შტოებს ავანსის დღგ-ით დაბეგვრის სისტემის მინიმუმ 1 წლით გადავადების თხოვნით მიმართა, მაგრამ...

ნოემბერში ფულადი გზავნილები 24,8%-ით გაიზარდა

person access_time2017-12-15 14:42:40
2017 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 122.1 მლნ აშშ დოლარი, ანუ 326.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც 24.8 პროცენტით (24.3 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2016 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.3 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ...


მსგავსი სიახლეები