ტერაქტი ნიუ-იორკში - „ლაჩრის ჩადენილი ტერორისტული აქტი“

access_time2017-11-01 11:05:26

ტერაქტი ნიუ-იორკში. რვა კაცი დაიღუპა და 15-მდე დაშავდა ქვემო მანჰეტენის რაიონში, სადაც პიკაპის ტიპის ავტომანქანა ველოსიპედისტთათვის განკუთვნილ ბილიკზე შეიჭრა.
პოლიციის ცნობით, მანქანას მართავდა უზბეკეთის მოქალაქე, 29 წლის საიფულო საიპოვი, რომელიც 2010 წლიდან აშშ-ში ცხოვრობს. სამართალდამცავებმა ის შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.

 

სამართალდამცავთა ინფორმაციით, საიპოვი მარტო მოქმედებდა da პისტოლეტები, რომლებიც მას ეჭირა, ყალბი აღმოჩნდა.

 

ამერიკულ პრესაში ასევე წერენ, რომ მანქანაში წერილი იქნა აღმოჩენილი, რომელშიც მძღოლი აღიარებს, რომ დანაშაული ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს სახელით ჩაიდინა.

 

ნიუ-იორკის მერმა, ბილ დე ბლაზიომ, თავდასხმას უწოდა „ლაჩრის ჩადენილი ტერორისტული აქტი, რომელიც მიმართული იყო უდანაშაულო მოქალაქეთა წინააღმდეგ.

 

დონალდ ტრამპმა „ტვიტერში“ თავდამსხმელს „ფსიქიკურად ავადმყოფი“ უწოდა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა. „ჩვენ არ უნდა მივცეთ „ისლამური სახელმწიფოს ტერორისტებს ჩვენს ქვეყანაში მოხვედრის საშუალება მას შემდეგ, რაც ის ახლო აღმოსავლეთში სრულად განადგურდება. საკმარისია! - დაწერა ტრამპმა.

 

ტერაქტის გამო მწუხარება შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამაც გამოთქვა. ამერიკელ ხალხს და გაეროს მასპინძელ ქალაქს თანაგრძნობა გამოუცხადა ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა.

 

მანჰეტენზე მომხდარ თავდასხმას „ტვიტერით გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრიც. „შოკირებული და დამწუხრებული ვარ, ნიუ-იორკში მომხდარი სასტიკი თავდასხმის გამო. ჩვენი ფიქრები და ლოცვა მიმართულია თავდასხმისას გარდაცვლილებისა და მათი ოჯახებისკენ, - წერს გიორგი კვირიკაშვილი.

 

 



პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი: Airbnb-ს მომხმარებლებმა ბინებში სათვალთვალო კამერები აღმოაჩინეს

person access_time2017-12-15 19:30:26
შვებულება ახლოვდება და რამდენიმე დღის საზღვარგარეთ გატარებას გეგმავთ: ირჩევთ თქვენთვის სასურველ მიმართულებას, ყიდულობთ ბილეთს და ბინას ინტერნეტის საშუალებით ჯავშნით. შუა შვებულებისას კი აღმოაჩენთ, რომ თქვენ მიერ ნაქირავები ბინის საძინებელში ან სააბაზანოში ბინის მეპატრონეს ვიდეოკამერა აქვს დამონტაჟებული. ამ არასასურველ მდგომარეობაში Airbnb-ს რამდენიმე მომხმარებელი აღმოჩნდა. მათი გამოცდილების შესახებ კი ინფორმაცია სოციალური ქსელის მეშვეობით მალევე გახდა ცნობილი. რა...

აფხაზებისთვის უსასყიდლოდ მიწოდებულმა დენმა შესაძლოა, „ენგურჰესის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია გააძვიროს

person access_time2017-12-15 16:30:38
2017 წლის ნოემბერში „ენგურჰესის“ და „ვარდნილჰესის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 54,4% აფხაზეთმა წაიღო, 11 თვეში კი 43,9%. სწორედ ეს დაასახელა „ენგურჰესის“ ფინანსურმა დირექტორმა ვალერი კანკიამ ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფის შესაძლო გაზრდის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად. მართალია, დღეს  „ვარდნილჰესების კასკადისა და „ენგურჰესისთვის წარმოების ტარიფის დადგენის გადაწყვეტილება გადაიდო, თუმცა  საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. დღეს საქართველოს...

ერთ პარტიაზე მორგებული კანონი - „ის რასაც წარსულში ფონდი „ქართუ“ აფინანსებდა, ახლა ქართული სახელმწიფო აფინანსებს“

person access_time2017-12-15 18:00:13
სახელმწიფომ, შესაძლოა ის პოლიტიკური გაერთიანებაც (პარტია) დააფინანსოს 300 ათასი ლარით, რომელიც საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავს, მაგრამ პარლამენტში ერთ მაჟორიტარს მაინც შეიყვანს და რომელიც ფრაქციასაც შექმნის. როგორც ოპოზიცაიში, ისე სახელისუფლებო გუნდშიც აცხადებენ, რომ არ შეიძლება პარტია იქნება თუ პიროვნება, მას კანონებს არგებდნენ. საპარლამენტო უმრავლესობაში ამგვარი დამოკიდებულების მიუხედავად, „ქართული ოცნების“ წევრის გია ჟორჟოლიანისა და...

„ავანსის დღგ-ით დაბეგვრა მაღალი საგადასახადო რისკის მქონე დარგებზე უნდა გავრცელდეს“

person access_time2017-12-15 15:30:48
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატს მიაჩნია, რომ ავანსის დღგ-ით დაბეგვრა მაღალი საგადასახადო რისკის მქონე დარგებზე უნდა გავრცელდეს. „ანალიტიკასთან" ინტერვიუში ზურა ძნელაშვილი აცხადებს, რომ 2016 წლის ბოლოსაც, როცა ამ სისტემის დანერგვის შესახებ ბიზნესმა მოულოდნელად გაიგო, ბიზნესომბუდსმენის აპარატმა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიმართვის საფუძველზე, პარლამენტს და აღმასრულებელ შტოებს ავანსის დღგ-ით დაბეგვრის სისტემის მინიმუმ 1 წლით გადავადების თხოვნით მიმართა, მაგრამ...

ნოემბერში ფულადი გზავნილები 24,8%-ით გაიზარდა

person access_time2017-12-15 14:42:40
2017 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 122.1 მლნ აშშ დოლარი, ანუ 326.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც 24.8 პროცენტით (24.3 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2016 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.3 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ...


მსგავსი სიახლეები