კომერციული ბანკების მოგება ისტორიულ მაქსიმუმზეა - „ქართულ ბანკებს ეკონომიკისთვის უფრო მეტი ზარალი მოაქვთ, ვიდრე სარგებელი“

access_time2017-10-31 09:00:40

2017 წლის იანვარ-სექტემბერში საბანკო სექტორის წმინდა მოგებამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. წელს 9 თვეში კომერციულმა ბანკებმა 631 815 000 ლარის მოგება მიითვალეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 30,4%-ით აღემატება.


აღსანიშნავია, რომ ასეთი მაღალი მოგება კომერციულ ბანკებს იანვარ-სექტემბერში არასდროს არ მიუღიათ. ამ პერიოდის საშუალო მაჩვენებელი ყოველთვის 300-500 მლნ ლარის ფარგლებში მერყეობდა, წელს კი უკვე 600 მლნ-ს გადააჭარბა. თუ ზრდის ასეთი ტემპი შენარჩუნდა, გამორიცხული არ არის, წლის ბოლოს კომერციული ბანკების მოგებამ ყველა რეკორდი მოხსნას და 800 მლნ ლარსაც გადააჭარბოს.


საგულისხმოა, რომ ბოლო რამდენიმე წელია, კომერციული ბანკების წმინდა მოგება ზრდის ტენდენციით ხასიათდება. 2016 წელს ბანკებმა 631 815 000 ლარის წმინდა მოგება მიიღეს, 2015 წელს - 537 394 000 ლარის. 2014 წელს - 474 808 000 ლარის მოგებით დაასრულეს, 2013 წელი - 389 132 000 ლარით, 2012 წელი -134 231 000 ლარით და ა. შ.


რაც შეეხება ისევ იანვარ-სექტემბრის მაჩვენებელს, ასე გამოიყურება: 2016 წლის იანვარ-სექტემბერში კომერციული ბანკების მოგება იყო - 484 277 000 ლარი, 2015 წელს - 377 077 000 ლარი, 2014-ში - 303 710 000 ლარი, 2013 წლის იანვარ-სექტემბერში კომერციული ბანკების მოგებამ 274 951 000 ლარს მიაღწია ა. შ. შედეგად გამოდის, რომ ბოლო 5 წელიწადში კომერციული ბანკების მოგება 129,7%-ით გაიზარდა.


მაღალი მოგების მიუხედავად, საბანკო სექტორი ბიუჯეტში არცთუ დიდ ფულს იხდის. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, შარშან ყველა კომერციულმა ბანკმა ერთად ბიუჯეტში 79 317 მლნ ლარი შეიტანა, 2015-ში - 67 252 მლნ ლარი, 2014-ში - 79 894 მლნ ლარი, 2013 წელს კომერციული ბანკების მოგების გადასახადმა მხოლოდ 44 534 მლნ ლარი შეადგინა. წელს, 9 თვეში კი ბანკებმა 65 122 მლნ ლარი გადაიხადეს.



სპეციალისტების განცხადებით, ასეთი მომგებიანი სექტორიდან სახელმწიფო ყველაზე მცირე სარგებელს იღებს გამომდინარე იქიდან, რომ ბანკები შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმით სარგებლობენ. საბანკო სფერო გათავისუფლებულია მთელი რიგი გადასახადებისგან. მთლიანი საფინანსო სექტორის მიმართ დაბეგვრის სპეციალური რეჟიმი მოქმედებს. ამ შეღავათების მიზანია სექტორის წახალისება და ეკონომიკის ფართო დაკრედიტება. თუმცა ბანკები, არასაკმარისი რესურსისა თუ მაღალი მოგების მიღების გამო, ძირითადად, ვაჭრობას აკრედიტებენ და რეალური სექტორის დაფინანსებას ერიდებიან.


საბანკო სფეროს სპეციალისტები „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობენ, რომ კომერციული ბანკების დაბეგვრა ცოტათი განსხვავდება სხვა სახის საწარმოების დაბეგვრისგან თუნდაც იმით, რომ იქ ხარჯებში გათვალისწინებულია რეზერვების მოცულობა. ამიტომ კომერციულ ბანკს ყოველთვის აქვს ლავირების საშუალება, რათა საკუთარი საგადასახადო ბაზა შეამციროს.


ამასთან, დღეს კომერციულ ბანკებს რამდენიმე წყარო გააჩნიათ მოგების მისაღებად. პირველ ყოვლისა, ისინი არიან კომერციული სტრუქტურები და, რა თქმა უნდა, მუშაობენ იმისათვის, რომ შემოსავალმა გადააჭარბოს მათ ხარჯს. ამის რამდენიმე არხი არსებობს, როგორც სესხების გაცემის, ასევე ღია ბაზარზე ოპერაციების თვალსაზრისით.


ფინანსისტის და საზოგადოებრივი მაუწყებლის ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, ქართული ბანკები ბიზნესს ნაკლებად აკრედიტებენ, სამომხმარებლო სესხების გაცემა და განვადებები ეკონომიკისთვის მომგებიანი არ არის.


ქართული საბანკო სექტორი ყოველწიურად რეკორდულ მოგებაზე გადის, შესაბამისად არც მიმდინარე წელი იქნება გამონაკლისი. როგორც წესი ბანკების შემოსავლები ეკონომიკის ზრდასთან კორელაციაშია ხოლმე, თუმცა ქართული „საბანკო სფეროს მოგების ზრდა რამდენიმეჯერ აღემატება ქვეყნის ეკონომიკის ზრდას. ბანკების შემოსავლების სტრუქტურაში ბანკების მთავარი შემოსავლის წყარო არასპროცენტო შემოსავლებია, როგორიცაა ჯარიმები, საურავები, საკომისიოები, დასაკუთრებული ქონება და ა.შ. ასევე შესავლებში დიდი წილი უკავია ფიზიკური პირებისგან მიღებულ სარგებელს, ხოლო იურიდიული პირებისგან, ანუ იმ სესხებს, რამაც ეკონომიკაში აქტივობას უნდა შეუწყოს ხელი მცირე წილი უკავიათ ბანკების საკრედიტო პორტფელში. ამას თუ დავუმატებთ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე მიღებულ სარგებლეს, მხედველობაში მაქვს შიდა ვალის ასაღებად გამოშვებული ფასიანი ქაღალდები, რომელთა 4/5 სწორედ ბანკების ხელში ხვდება, ნათელია თუ რატომ იზრდება ბანკების მოგება დიდი სისწრაფით. ყველაზე მომგებიანი ბანკის მოგება წინა წელთან შედარებით 80%-ი და მეტით რომ იზრდება, იქ რაღაც არ არის კარგად.


სამწუხაროდ, ეროვნული ბანკი ბანკების ლობირებით უფროა დაკავებული ვიდრე ქართული საზოგადოების ინტერესების დაცვით. დღევანდელი საბანკო სექტორი ეკონომიკას იმაზე ბევრად დიდ ზარალს აყენებს, ვიდრე მისი საქმიანობით ჩვენ შეიძლება რაიმე სარგებელი მივიღოთ. ასე რომ, დღეს ქართული ბანკებს ეკონომიკისთვის უფრო მეტი ზარალი მოაქვთ, ვიდრე სარგებელი“, - განაცხადა „კომერსანტთან“ საუბრისას მერაბ ჯანიაშვილმა.



„კომერსანტი“



ქვეყნისთვის გარკვეული დამსახურების მქონე ადამიანების სოციალური დაცვა ქვეყნის ღირსების საქმეა

person access_time2018-01-17 10:30:05
დონატა პანჩენკო რამდენიმე წელიწადია თემქის ხანდაზმულთა პანსიონატში ცხოვრობს. ერთ დროს, მისი ცხოვრება რადიკალურად განსხვავებული იყო. ის ქართული ანიმაციის ერთ-ერთი პიონერია. “წუნა და წრუწუნას” ანიმატორი ახლა მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობს და ამბობს, რომ სრულიად მარტოა. ​”რაზე უნდა ვიოცნებო? – ახალგაზრდა რომ ხარ, მაშინ ფიქრობ, სიყვარულზე, გათხოვებაზე და შვილზე. მე არავინ და არაფერი არ მაქვს, ჩემი თავის გარდა”, – ჰყვება დონატა...

თბილისის მერიაში, მოძრაობის განტვირთვის მიზნით სადისტრიბუციო მანქანების გადაადგილების შეზღუდვის საკითხზე იმსჯელეს

person access_time2018-01-17 09:00:00
თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე და მერის მოადგილე მაია ბითაძე სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ. დედაქალაქის მერიის ცნობით, თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრაზე დედაქალაქში მოძრაობის განტვირთვის მიზნით სადისტრიბუციო მანქანების გადაადგილების შეზღუდვის საკითხზე იმსჯელეს. მაია ბითაძემ იმ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომელიც თბილისის მერიამ ქალაქში ტრანსპორტის სისტემის მოწესრიგებისა და საცობების შემცირების მიზნით უნდა განახორციელოს. მისი თქმით, მერია მზადაა, აქტიურად იმუშაოს...

„კრიპტოვალუტა ციფრული აქტივების ერთიანობაა“ - ქართული კომპანია კრიპტოვალუტაზე, რისკებსა და სამუშაო მექანიზმზე

person access_time2018-01-16 19:30:34
კრიპტოვალუტა ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი სიტყვაა ფულით დაინტერესებული ადამიანებისთვის, განსაკუთრებით ბოლო თვეების მანძილზე. თემის აქტუალობამ კრიპტოექსპერტებისა და კონსულტანტების აუცილებლობა განაპირობა, ხოლო მაინინგი აქტიურად მოექცა საზოგადოების ინტერესის არეალში. ამ ყველაფრის პარალელურად, კრიპტოვალუტის გარშემო არის უამრავი კითხვა, რომელთაგან ხშირად დასმულ კითხვებს Bitforx-ის მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი, ნიკა ცოტნიაშვილი პასუხობს. — რა მექანიზმით...

ავტოიმპორტიორები VS „სიტროენ ჯორჯია“ - კომპანიები სარჩელის დაუშვებლად ცნობას ითხოვენ

person access_time2018-01-16 18:30:22
6  ბრენდული ავტომწარმოებლის ოფიციალური წარმომადგენლები საქართველოში კონკურენციის სააგენტოს განცხადებით მიმართავენ და „სიტროენ ჯორჯიას“ სარჩელის დაუშვებლად ცნობას თხოვენ. განცხადებას ხელს „ჰიუნდაი ავტო საქართველო“, ჯითი მოტორსი, „სტრადა მოტორსი“, „იბერია ავტო“, „კია მოტორს ჯორჯია“ და „ფრანს ავტო“ აწერს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „სიტროენ ჯორჯიას“ მიერ კონკურენციის სააგენტოში შეტანილი სარჩელი იმის შესახებ, რომ ტენდერებს მხოლოდ ხელისუფლების...

„საბანკო სექტორს კლიენტებთან მკაცრი მიდგომა აქვს, მთავრობა კი მას ხელს უწყობს“ - რატომ იზრდება გადახდისუუნარო მოსახლეობის რაოდენობა

person access_time2018-01-17 09:00:39
საქართველოში გადახდისუუნარო მოსახლეობის რაოდენობა ბოლო ორი თვის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაცემებით, თუ 2017 წლის 20 ნოემბრისთვის აღსრულების ეროვნული ბიუროს, მოვალეთა რეესტრში 230 223-ს ჩანაწერი იყო, დღეს ეს მაჩვენებელი 234 958-ს შეადგენს. საქართველოს მოსახლეობის 6,3% რომ გადახდისუუნაროა, თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორის ვახტანგ ჭარაიას შეფასებით იმაზე მიუთითებს, რომ მოსახლეობის ფინანსური...


მსგავსი სიახლეები