Lonely Planet-მა საქართველო 2018 წელს მოგზაურობისთვის საუკეთესო 10 ქვეყანას შორის დაასახელა

access_time2017-10-25 14:28:06

 საქართველო, უმსხვილესმა საერთაშორისო სამოგზაურო მედია პლატფორმა Lonely Planet-მა 2018 წლის სამოგზაურო ქვეყნების ტოპ-ათეულში შეიყვანა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

Lonely Planet ყოველწლიურად აქვეყნებს მომდევნო წლის საუკეთესო მიმართულებებს. ინფორმაცია გავრცელდა Lonely Planet-ის ყველა მედია საშუალებით.

 

მთავარი კრიტერიუმი ქვეყნების მრავალფეროვანი ფლორა, ავთენტური არქიტექტურა და გემრიელი სამზარეულოა.

 

Lonely Planet საქართველოზე წერს, რომ ეს არის მომავალზე ორიენტირებული უძველესი ქვეყანა სამხრეთ კავკასიაში, რომელიც ამავდროულად უდიდეს პატივს სცემს თავის წარსულსა და ტრადიციებს.

 

„საქართველო ღვინისა და უძველესი კერძების ქვეყანაა, რომელიც მხოლოდ მომავლისკენ იყურება. მისი უძველესი ისტორია და კულტურა არა მხოლოდ წარსულია, არამედ აწმყო. ქართული ღვინო იმდენად საამაყოა ამ ქვეყნისთვის, რომ ხშირად მესაზღვრეები აეროპორტში წითელი ღვინით ხვდებიან ჩამოსულ სტუმრებს“- წერს Lonely Planet-ი.

 

 

Lonely Planet წარმოადგენს საერთაშირისო უმსხვილეს სამოგზაურო მედია პლატფორმას. იგი მოიცავს, საერთაშორისო გზამკვლევების სერიას, წიგნებს და ონლაინ პლატფორმებს. კომპანია დაარსდა 1972 წელს და დღეს ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უჭირავს თავის სფეროში. Lonely Planet-ის სტატიებზე, ბლოგებზე და გამოცემებზე მუშაობს 200-მდე ავტორი.

 

მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს იტალიაში, ქალაქ რომში ჩატარდა Lonely Planet-ის ყოველწლიური ღონისძიება „Best in Travel“. აქ იკრიბებიან საერთაშორისო მედიის და ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები მთელი მსოფლიოდან. აღსანიშნავია, რომ Best in Travel 2017-ზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციამ ქვეყნის პრეზენტაცია წარადგინა და დამსწრე საზოგადოებას საქართველოს ტურისტული პოტენციალი გააცნო.

 

 



British American Tobacco-მ 100 მილიონი დოლარის დავა უზენაეს სასამართლოშიც მოიგო

person access_time2017-11-20 11:00:52
British American Tobacco-მ სააპელაციო სასამართლოს შემდეგ 100 მილიონი დოლარის სასამართლო დავა უზენაეს სასამართლოშიც მოიგო. როგორც „კომერსანტთან ექსკლუზიურად British American Tobacco-ს დირექტორი კორპორატიულ და იურიდიულ საკითხებში ზვიად სხვიტარიძე აცხადებს, ეს არის უპრეცედენტო თანხა. მისივე თქმით, უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო საქმე განსახილველად მიეღო. მისივე განცხადებით, თავად ეს გადაწყვეტილება კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ამ საკითხზე დავა...

“ყოჩაღ მთავრობა და ეროვნული ბანკი: კვლავ შემოაგდო ლარის გაუფასურების ცრუ ვერსია და თუთიყუშებივით ერთ ხმაში აიყოლია ყველა”

person access_time2017-11-19 15:29:31
...

“პირველი იანვრიდან ხელფასს დაერქმევა ხელფასი, პრემიას - პრემია"- ირაკლი ხმალაძე

person access_time2017-11-19 12:56:41
პირველი იანვრიდან ძალაში შედის სახელფასო რეფორმა, რომლითაც წლის განმავლობაში პრემიის ოდენობა ჯამურად 10%–ს უნდა შეადგენდეს. ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში თბილისის ვიცე–მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, პირველი...

Bloomberg-მა 2017 წლის საუკეთესო ბიზნეს სკოლები დაასახელა

person access_time2017-11-18 12:30:40
Bloomberg ამერიკის საუკეთესო ბიზნეს სკოლების ყოველწლიურ რეიტინგს აქვეყნებს. ზედიზედ მესამე წელია სიის სათავეში Harvard ხვდება. მიმდინარე წელს რეიტინგში პოზიციები გაიუმჯობესეს პენსილვანიის უნივერსიტეტმა და MIT -მა. რეიტინგის შედეგენისას შემდეგი კრიტერიუმები გამოიყენეს: კურსდამთავრებულების და სტუდენტების სამეცნიერო მიღწევები; კურსდამთავრებულების დასაქმების მაჩვენებელი და მათი საშუალო ანაზღაურება. Columbia Business School-ის კურსდამთავრებულები სწავლის...

სად არის თქვენს მიერ დაანონსებული გაზრდილი ინვესტიციები ბატონო გიორგი?

person access_time2017-11-18 11:00:18
„2017 წლიდან ლარი ისე გამყარდება, რომ ეროვნულ ბანკს მიჯნის დადება მოუწევს“, — ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გიორგი გაჩეჩილაძემ 2016 წლის ნოემბერში მთავრობის ახალი შემადგენლობის პარლამენტში მოსმენისას განაცხადა . ამასთან, გიორგი გაჩეჩილაძემ მთავრობის ახალ შემადგენლობას კითხვაც დაუსვა, თუ როგორ შეძლებენ მომავალში გამყარებულ ლარზე ზღვარის დაწესებას. მაშინ „მწვანეთა პარტიის” ლიდერმა, გიორგი გაჩეჩილაძე ისიც განაცხადა, რომ მომავალ წელს საქართველოში ენერგეტიკის სფეროში...


მსგავსი სიახლეები