ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური: შესრულებული სამუშაოები და სამომავლო გეგმები

access_time2017-10-13 10:37:57

ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის 20 დეკემბერს დაიწყება. ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" წარმომადგენლებმა 12 ოქტომბერს ბიზნესმენებთან შეხვედრაზე განაცხადეს.  „გადასახადის გადამხდელთა კავშირთან" შეხვედრისას ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით ბოლო 1 წლის განმავლობაში ჩატარებული წინასამშენებლო სამუშაოები შეაჯამეს და ქალაქ ანაკლიის კონცეფცია და სამუშაო პროცესი წარადგინეს. 

 

„ანაკლიის პორტი ჩვენი ქვეყნისთვის უპრეცედენტო მასშტაბის პროექტია და მასზე მუშაობით დაიწყო ახალი რეალობის შექმნა ჩვენი ქვეყნისა და რეგიონისთვის. პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები შარშან დავიწყეთ და პირობა დავდეთ, რომ სულ რაღაც ერთ წელიწადში უშუალო მშენებლობის პროცესს დავიწყებდით. ეს იყო თავაუღებელი შრომის ერთი წელი, რომელშიც ჩართული იყო მთელი ჩვენი გუნდი, ექსპერტები, საკუთარი საქმის პროფესიონალები და ის მრავალი ადგილობრივი თუ საერთაშორისო კომპანია, რომლებიც საზღვაო, ინფრასტრუქტურული, გარემოს შესწავლისა თუ სხვა სფეროებში მსოფლიოში წამყვანნი არიან. ჩვენ შევძელით და ამ მასშტაბური მუშაობის ხარჯზე, დათქმულ დროში შევასრულეთ პირობა.  ახლა კი პროექტის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება, ეს არის უშუალოდ პორტის მშენებლობა", -  განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ. მასთან ერთად პორტის პროექტის სამუშაოები შეაჯამეს კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა და „ანაკლია სითის" დირექტორმა ქეთი ბოჭორიშვილმა.

 

2017 წლის დეკემბერში ანაკლიის პორტის  სახმელეთო სამშენებლო სამუშაოები დაიწყება.

 

წინასამშენებლო მოსამზადებელი ეტაპი 2016 წელს დაიწყო და ამ პერიოდში განხორციელდა შემდეგი სამუშაოები და პროექტები:

 

  • „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" შეარჩია და გამოავლინა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საკონტეინერო ტერმინალის ოპერატორი - მსხვილი ამერიკული კომპანია SSA Marine. იგი ასევე ანაკლიის პორტის ერთ-ერთი ინვესტორი იქნება.
  • მომზადდა და დამტკიცდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის გენერალური გეგმა. დაახლოებით 600-გვერდიან დოკუმენტზე 1 წლის განმავლობაში „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" ერთად საერთაშორისო კომპანია MTBS-ი მუშაობდა. გეგმა 2017 წლის ოქტომბერში საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა.
  • დაიწყო მუშაობა ქალაქ ანაკლიისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარებაზე, რომელსაც კომპანია „ანაკლია სითი" ხელმძღვანელობს.
    „ანაკლია სითიმ", რომელიც 2017 წლის ივნისში დაფუძნდა, ამ დროისათვის უკვე გააფორმა მემორანდუმი სამხრეთ კორეის ინჩეონის თავისუფალ ეკონომიკურ ზონასთან; დაიწყო კომუნიკაცია 100-ზე მეტ საერთაშორისო კომპანიასთან; 
    ჩაატარა  ტენდერი იმ კომპანიების გამოსავლენად, რომლებმაც უნდა მოამზადონ   „ანაკლია სითის" ეკონომიკური ანალიზი, პროექტის განხორციელებადობის კვლევა და გენერალური გეგმა.
  • წამყვანმა ჰოლანდიურმა კომპანია Van Oord-მა ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის ჩაატარა მოსამზადებელი საზღვაო საინჟინრო, მათ შორის, გეოტექნიკური, ტოპოგრაფიული და სხვა კვლევები. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" დაასრულა პროექტის განხორციელებადობის ყველა ტექნიკური კვლევა.
  • მომზადდა ანაკლიის ნავსადგურის წინასწარი დიზაინი, რომლის შედგენაშიც კონსორციუმთან ერთად ჩართულნი იყვნენ წამყვანი საერთაშორისო კომპანიები Moffatt & Nichol-ი, Royal HaskoningDHV-ი და Van Oord-ი.
  • მომზადდა  და დამტკიცდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განაშენიანების რეგულირების გეგმა.
  • საქართველოს მთავრობამ დაასრულა ანაკლიის ნავსადგურის საინვესტიციო ტერიტორიების გამოსყიდვა.
  • მომზადდა ანაკლიის პორტის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი, რომელზე მუშაობის დროსაც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" ჩაატარა 50-ზე მეტი კვლევა პორტისა და მიმდებარე ტერიტორიის ფლორის, ფაუნისა და საზღვაო ნაწილის შესასწავლად; სხვადასხვა დროს გამართა საჯარო შეხვედრები ზუგდიდსა და ანაკლიაში ადგილობრივ მოსახლეობასთან; ანგარიშზე მუშაობის პროცესში ჩართული იყო 20-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია, მათ შორისRoyal HaskoningDHV და Ecoline International-ი. ჩატარდა ანაკლიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სოციალური და ეკონომიკური კვლევები. 

 

 



რა გააკეთა და რა ვერ შეძლო თბილისის მოქმედმა მერმა? ინტერვიუ დავით ნარმანიასთან

person access_time2017-10-23 20:00:20
დაახლოებით 10-15 დღეში თბილისის მოქმედ მერს, დავით ნარმანიას უფლებამოსილება შეუწყდება და ამ პოსტს კახა კალაძე გადაიბარებს. პრემიერმინისტრი მოქმედ მერს მადლობას უხდის და აცხადებს, რომ „დავით ნარმანია ჩუმად ბევრ საქმეს აკეთებდა და არაერთი კრიტიკის ქარცეცხლს გაუძლო, ხშირად დაუმსახურებელს“. დავით ნარმანია თბილისის მერი 2014 წლის 12 ივლისს გახდა, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, კონკურენტი ნიკა მელია დაამარცხა. იმმედის კვირის წამყვანის ირაკლი...

Bloomberg: 2018 წლიდან სინგაპურში ავტომობილებზე ლიმიტი დაწესდება

person access_time2017-10-23 21:00:16
სინგაპური ავტომფლობელებისთვის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ადგილად ითვლება, სადაც ავტომობილებისათვის განკუთვნილი გზები ტერიტორიის 12%-ს იკავებს. მსოფლიოში ერთადერთი კუნძულოვანი ქალაქ-სახელმწიფოს ხელმძღვანელობის სურვილია, აღნიშნული რიცხვი აღარ გაიზარდოს და არსებული სივრცე სხვა მიზნებისთვის იქნეს გამოყენებული. მთავრობის განცხადებით, სინგაპურის საავტომობილო ქსელს მომავალი წლიდან არცერთი ავტომობილი არ დაემატება.   უფრო მარტივად რომ გავიგოთ: 1990 წლიდან სინგაპურში...

Financial Times: მსოფლიოში სრულყოფილი საპენსიო სისტემა არცერთ ქვეყანას არ აქვს

person access_time2017-10-23 18:00:42
მსოფლიოში საპენსიო სისტემების ხარვეზებისა და ზოგადი მდგომარეობის შესახებ სტატია Financial Times-მა გამოაქვეყნა. "ჯერ მსოფლიოს არცერთ ქვეყანას არ შეუქმნია სრულყოფილი საპენსიო სისტემა", - წერს გამოცემა და წარმოგვიდგენს Melbourne Mercer Global-ის საპენსიო სისტემის ინდექსის მონაცემებს.   გლობალური საპენსიო ინდექსის თანახმად, არ აქვს მნიშვნელობა რამდენჯერ განახორციელებენ ქვეყნები საპენსიო სისტემის რეფორმას, იმიტომ რომ საპენსიო ასაკს მიღწეულ ათობით მილიონ ადამიანს ხანდაზმულობის...

“გარდენია შევარდნაძე” - “ჩვენი საქმე ბიზნესის მიმართულებით არ უნდა განვითარდეს, ეს ნაბიჯი გაუმართლებელი იქნება”

person access_time2017-10-23 19:00:16
„გარდენია შევარდნაძე“ დეკორატიული მცენარეების სანერგეა, რომელიც ზუსტად ათი წლის წინ ზურა შევარნაძემ შექმნა. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას ზურაბ შევარდნაძე აცხადებს, სანერგე უკვე დიდ ტერიტორიად იქცა და ამჟამად  ერთ ჰექტარზეა გაშენებული. დამფუძნებლის თქმით, მის წამოწყებას კონცეფცია არ გააჩნია, რადგან „გარდენია შევარდნაძე“ რამდენიმე ადამიანის გემოვნებით შექმნილი პროდუქტია.   -მას შემდგომ,...

ლადო გურგენიძემ „ლიბერთი ბანკი“ დატოვა

person access_time2017-10-23 13:30:38
ლადო გურგენიძემ „ლიბერთი ბანკი“ დატოვა.    საჯარო რეესტრში შესაბამისი ცვლილებები უკვე დარეგისტრირდა. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტიდან გათავისუფლების შესახებ შეტყობინება გურგენიძეს  მალიკ იშმურატოვმა გაუგზავნა.    ცნობილია, რომ  ბანკირი და ექს-პრემიერი შესაბამის კომპენსაციას მიიღებს. მიღებული გადაწყვეტილებით, უნდა მოხდეს ლადო  გურგენიძისთვის ყოველთვიური ძირითადი ხელფასის სამმაგი ოდენობის და...

კახა კალაძე : „მერია უნდა იყოს მოქნილი სტრუქტურა ნაკლები ბიუროკრატიით“

person access_time2017-10-23 12:50:44
თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის განცხადებით, მერია უნდა იყოს მოქნილი სტრუქტურა ნაკლები ბიუროკრატიით. ეს არის ის ერთ–ერთი საკითხი, რის მოგვარებასაც ურჩევდნენ თბილისის მომავალ მერს „კომერსანტის“ პროექტის ფარგლებში გამოკითხული ბიზნესმენები.    „იმედის კვირასთან“ პირდაპირ ეთერში  კახა კალაძემ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისთვის მთავარია ნაკლები ბიუროკრატია.  მერია უნდა იყოს მოქნილი სტრუქტურა, ჩვენი...

ბანკებმა 9 თვეში 631 მლნ ლარის მოგება მიიღეს - „ასეთი მაჩვენებელი ნებისმიერი განვითარებული ქვეყნისთვის არალოგიკურია“

person access_time2017-10-23 09:00:39
სექტემბერში წინა თვესთან შედარებით კომერციული ბანკების წმინდა მოგება 70,7 მილიონი ლარით გაიზარდა.   2017 წლის იანვარ-სექტემბერში კი ბანკების წმინდა მოგებამ 631 815 000 ლარი შეადგინა, რაც 147 538 000 ლარით მეტია 2016 წლის იანვარ-სექტემბრის მაჩვენებელთან შედარებით. შარშან ამავე პერიოდში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 484 277 000 ლარს შეადგენდა, ანუ მოგება 30%-ით გაიზარდა.     ამასთან, სექტემბრის მდგომარეობით კომერციული ბანკების შემოსავალი 3,1 მილიარდი...

რეგიონების მასშტაბით, 63-ვე საკრებულოში უმრავლესობით „ქართული ოცნება“ შედის

person access_time2017-10-22 09:53:21
რეგიონების მასშტაბით, 63-ვე საკრებულოში უმრავლესობით „ქართული ოცნება“ შედის 09:31 22-10-2017 რეგიონების მასშტაბით, 63-ვე საკრებულოში უმრავლესობით „ქართული ოცნება“ შედის თბილისის გარდა, საქართველოს მასშტაბით 63-ვე ოლქში, პროპორციულ არჩევნებში „ქართული ოცნება“ ლიდერობს.   ცესკოს მიერ 3644 უბნიდან ამ დროისთვის გამოქვეყნებული 2268 უბნის მონაცემებით, თითქმის ყველა ოლქში მმართველი პარტიის მხარდაჭერა 50 %-ზე მაღალია.   უფრო...

ცესკოს წინასწარი შედეგები ცნობილია

person access_time2017-10-22 03:41:06
ცესკოს წინასწარი შედეგების თანახმად, თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძე ლიდერობს ცესკოს წინასწარი შედეგების თანახმად, თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძე ლიდერობს.   როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ გვიან ღამით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ ეტაპზე დედაქალაქის მასშტაბით 737 უბნიდან 165 უბანია დათვლილი და ამ მონაცემების მიხედვით, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა კახა კალაძემ ამომრჩეველთა ხმების 51.4%...

კახა კალაძე - 53%, ზაალ უდუმაშვილი და ალექსანდრე ელისაშვილი - 14–14% - „გორბის“ ეგზიტპოლის შედეგი

person access_time2017-10-21 22:52:20
ტელეკომპანია ”იმედის” დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ამომრჩეველთა 53%-ის მხარდაჭერა მიიღო.  თანაბარი, 14–14% ერგოთ ზაალ უდუმაშვილსა და ალექსანდრე ელისაშვილს, 5% კი ელენე ხოშტარიას.  ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით თვითმმართველობის არჩევნებზე ეგზიტპოლი შპს „გორბიმ“...


მსგავსი სიახლეები