თბილისის მერი მიიჩნევს, რომ პეკინის ქუჩაზე ავტომობილებისთვის ცალმხრივი მიმართულების დაწესებამ გაამართლა

access_time2017-10-12 19:00:00

თბილისის მერი დავით ნარმანია მიიჩნევს, რომ საბურთალოს რაიონში პეკინის ქუჩაზე ავტომობილებისთვის ცალმხრივი მიმართულების დაწესებამ გაამართლა და ქუჩაზე მოძრაობა აბსოლუტურად თავისუფალია.

 


როგორც „სითი კვირას“ დავით ნარმანიამ განუცხადა, ამ დროისთვის პეკინის ქუჩაზე ავტომობილები 2-3 წუთში გადაადგილდებიან, მაშინ, როცა საცობების პირობებში 10-15 წუთს ანდომებდნენ.

 


„პეკინის ქუჩაზე, საავტომობილო ნაკადებისთვის ცალმხრივი მიმართულების დაწესების შედეგად მოძრაობა არის აბსოლუტურად თავისუფალი. ერთი მხრივ მოწესრიგდა გზის საფარი, მეორე მხრივ შუქნიშნები და  შესაბამისად მოძრაობა ცალმხრივმიმართულებიანი გახდა, ამან გამოიწვია ის, რომ პეკინის ქუჩაზე ავტომობილები 2 – 3 წუთში გადაადგილდებიან, მაშინ, როცა 10,15 წუთიც კი იყო საჭირო საცობების პირობებში. ამდენად, ექსპერიმენტმა ნამდვილად გაამართლა“, – განაცხადა ნარმანიამ.

 


მერის განმარტებით, შედეგად მცირედით დაიტვირთა კოსტავას ქუჩა, ხოლო შარტავას ქუჩაზე, წინა პერიოდებთან შედარებით, მნიშვნელოვნად შემცირდა სატრანსპორტო ნაკადები და გადატვირთულობა არ შეინიშნება.

 


„ამ ნაწილს ჩვენ ასევე ვაკვირდებით და შუქნიშნების რეგულირება ოდნავ განსხვავებული იქნება, რათა აქაც მდგომარეობა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს, მაგრამ არსებითი შეფერხება არა გვაქვს, პირიქით გაუმჯობესდა მოძრაობა“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

 


აღსანიშნავია, რომ პეკინის ქუჩაზე ავტონაკადებისთვის ცალმხრივი მიმართულების დაწესება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც, ზაფხულის პერიოდში ქუჩაზე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა. მუნიციპალური ტრანსპორტი ქუჩაზე კვლავ ორი მიმართულებით მოძრაობს, ამისთვის Bus Lane-ები დაიხაზა.

 

 

სითი კვირა

 

 

 

 

 



პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი: Airbnb-ს მომხმარებლებმა ბინებში სათვალთვალო კამერები აღმოაჩინეს

person access_time2017-12-15 19:30:26
შვებულება ახლოვდება და რამდენიმე დღის საზღვარგარეთ გატარებას გეგმავთ: ირჩევთ თქვენთვის სასურველ მიმართულებას, ყიდულობთ ბილეთს და ბინას ინტერნეტის საშუალებით ჯავშნით. შუა შვებულებისას კი აღმოაჩენთ, რომ თქვენ მიერ ნაქირავები ბინის საძინებელში ან სააბაზანოში ბინის მეპატრონეს ვიდეოკამერა აქვს დამონტაჟებული. ამ არასასურველ მდგომარეობაში Airbnb-ს რამდენიმე მომხმარებელი აღმოჩნდა. მათი გამოცდილების შესახებ კი ინფორმაცია სოციალური ქსელის მეშვეობით მალევე გახდა ცნობილი. რა...

აფხაზებისთვის უსასყიდლოდ მიწოდებულმა დენმა შესაძლოა, „ენგურჰესის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია გააძვიროს

person access_time2017-12-15 16:30:38
2017 წლის ნოემბერში „ენგურჰესის“ და „ვარდნილჰესის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 54,4% აფხაზეთმა წაიღო, 11 თვეში კი 43,9%. სწორედ ეს დაასახელა „ენგურჰესის“ ფინანსურმა დირექტორმა ვალერი კანკიამ ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფის შესაძლო გაზრდის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად. მართალია, დღეს  „ვარდნილჰესების კასკადისა და „ენგურჰესისთვის წარმოების ტარიფის დადგენის გადაწყვეტილება გადაიდო, თუმცა  საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. დღეს საქართველოს...

ერთ პარტიაზე მორგებული კანონი - „ის რასაც წარსულში ფონდი „ქართუ“ აფინანსებდა, ახლა ქართული სახელმწიფო აფინანსებს“

person access_time2017-12-15 18:00:13
სახელმწიფომ, შესაძლოა ის პოლიტიკური გაერთიანებაც (პარტია) დააფინანსოს 300 ათასი ლარით, რომელიც საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავს, მაგრამ პარლამენტში ერთ მაჟორიტარს მაინც შეიყვანს და რომელიც ფრაქციასაც შექმნის. როგორც ოპოზიცაიში, ისე სახელისუფლებო გუნდშიც აცხადებენ, რომ არ შეიძლება პარტია იქნება თუ პიროვნება, მას კანონებს არგებდნენ. საპარლამენტო უმრავლესობაში ამგვარი დამოკიდებულების მიუხედავად, „ქართული ოცნების“ წევრის გია ჟორჟოლიანისა და...

„ავანსის დღგ-ით დაბეგვრა მაღალი საგადასახადო რისკის მქონე დარგებზე უნდა გავრცელდეს“

person access_time2017-12-15 15:30:48
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატს მიაჩნია, რომ ავანსის დღგ-ით დაბეგვრა მაღალი საგადასახადო რისკის მქონე დარგებზე უნდა გავრცელდეს. „ანალიტიკასთან" ინტერვიუში ზურა ძნელაშვილი აცხადებს, რომ 2016 წლის ბოლოსაც, როცა ამ სისტემის დანერგვის შესახებ ბიზნესმა მოულოდნელად გაიგო, ბიზნესომბუდსმენის აპარატმა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიმართვის საფუძველზე, პარლამენტს და აღმასრულებელ შტოებს ავანსის დღგ-ით დაბეგვრის სისტემის მინიმუმ 1 წლით გადავადების თხოვნით მიმართა, მაგრამ...

ნოემბერში ფულადი გზავნილები 24,8%-ით გაიზარდა

person access_time2017-12-15 14:42:40
2017 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 122.1 მლნ აშშ დოლარი, ანუ 326.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც 24.8 პროცენტით (24.3 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2016 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.3 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ...


მსგავსი სიახლეები