„ხელისუფლება ცდილობს, სოციალური პოლიტიკის პასუხისმგებლობა ბიზნესსექტორს დააკისროს“ - მიხეილ კორძახია სავალდებულო დაზღვევაზე

access_time2017-10-13 15:30:46

„კერძო სექტორში დაზღვევას ვალდებულების ფორმა არ უნდა ჰქონდეს, - ამის შესახებ დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა მიხეილ კორძახიამ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელიასთან ერთად“ ისაუბრა.

 

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ინიციატივით გამოდის, რომ საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევა კერძო სექტორისთვის სავალდებულო გახდეს.

 

პროექტის გარშემო კონკრეტიკა არ არსებობს, თუმცა ცნობილია მონახაზი, რომ შესაძლოა, კერძო დამსაქმებელს გაუჩნდეს  ვალდებულება, 1000-დან 3000 ლარამდე შემოსავლის მქონე მოქალაქეები დააზღვიონ. აქ შესაძლოა, მოხდეს თანადაფინანსება, თუმცა პროცენტულად როგორ გადანაწილდება, ეს მაჩვენებელი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

 

დღეის მდგომარეობით, კერძო დაზღვევით მთლიანად მოსახლეობის მხოლოდ 14% სარგებლობს ანუ დიდი ნაწილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაშია ჩართული.

 

მიხეილ კორძახიას თქმით, აღნიშნული პროექტის ამოქმედების შემთხვევაში, ხელისუფლება სოციალური პოლიტიკის პასუხისმგებლობას ბიზნესსექტორს დააკისრებს.

 

„თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ნაწილში რეალურად კიდევ უფრო მეტი რეგულირება შევა. ეს საკმაოდ სარისკოა და ძალიან კარგად გასაანალიზებელია, თუ რა შეიძლება მოჰყვეს. შეინიშნება ტენდენცია იმის, რომ ხელისუფლება ცდილობს, ყველაზე დიდი ტვირთი, რომელიც სოციალური პოლიტიკის ნაწილია, ბიზნესსექტორზე გადაიტანოს და ამ გზით პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება უნდა. ეს ბიზნესსექტორს უფრო მძიმედ დააწვება. ეს სახელმწიფოს მხრიდან შესაშური მიგნებაა, მაგრამ არა საზოგადოებისთვის და არა ეკონომიკურ ნაწილში. რაც უფრო  დატვირთავს სახელმწიფო  ბიზნესსექტორს, ეკონომიკისთვის მით უფრო ცუდია“, - აღნიშნა კორძახიამ.

 

მისივე თქმით, დღეს კომპანიების ნაწილი საკუთარ დასაქმებულებს ისედაც აზღვევს: „ამ ნაწილში თავისუფალი არეალი უნდა დარჩეს.“

 

კითხვაზე, მსგავსი პროექტის ამოქმედება ხომ არ გამოიწვევს კერძო სექტორში დასაქმებულებისთვის ანაზღაურების შემცირებას იმის ხარჯზე, რომ ხელფასი შემცირდეს და ის შემცირებული თანხა დაზღვევისკენ მიემართოს, კორძახია პასუხობს, ხელფასების კი არა, დასაქმებულების შემცირება მოხდება.

 

„ამ საკითხს სამართლებრივად  თუ შევხედვათ, ხელფასების შემცირება ვერ მოხდება. შრომის კანონმდებლობაში გამკაცრებული პირობებია და შეუძლებელია, რომ დამსაქმებელმა დასაქმებულის თანხმობის გარეშე ხელფასი შეამციროს. ამ და კიდევ მთავრობის სხვა ინიციატივების მიხედვით, საერთო ჯამში  მივდივართ იქამდე, რომ სამუშაო ადგილების შემცირება მოხდება. საპენსიო სქემის ახალი მოდელები, შრომის უსაფრთხოების ნაწილში ბერკეტების და ვალდებულებების დაკისრება ბიზნესისთვის - ეს არის ერთიანი პოლიტიკა მიმართული იქითკენ, რომ  სამუშაო ადგილები შემცირდეს“, - განაცხადა დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა.

 

მისივე თქმით, ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საშუალო ხელფასი 1000 ლარია, შესაბამისად, ადამიანთა კატეგორია, რომელსაც 1000-დან 3000 ლარამდე ანაზღაურება აქვს, არც თუ ისე ცოტაა. შესაბამისად, ახალი ინიციატივა, ამოქმედების შემთხვევაში ადამიანთა საკმაოდ დიდ ჯგუფზე გავრცელდება.

 



პარლამენტის წევრები ყოველთვიურად ხელფასზე მეტი ოდენობის დანამატს იღებენ

person access_time2017-12-18 11:00:16
მიმდინარე წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს პარლამენტის წევრებისთვის დარიცხულმა ანაზღაურებამ (თანამდებობრივი სარგო და დანამატი) 8 344 661 ლარი შეადგინა. აღნიშნული თანხიდან თანამდებობრივი სარგო 3 279 119 ლარია, დანამატი კი − 5 065 541 ლარი. აღსანიშნავია, რომ ყველა დეპუტატის თანამდებობრივი სარგო 2 000 ლარს შეადგენს, თუმცა პარლამენტის წევრები ასევე ყოველთვიურად იღებენ დანამატს თანამდებობრივ სარგოზე მეტი ოდენობით. დანამატის ოდენობა პარლამენტის წევრებისთვის...

მომავალი წლის ფინანსური პრიორიტეტები და მთავარი პროექტები - ინტერვიუ ფინანსთა მინისტრთან

person access_time2017-12-17 11:51:15
13 დეკემბერს პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. გაირკვა, რომ მომავალ წელს მთავრობა 12...

სივრცის გაფართოება აივნის ხარჯზე - „თანამედროვე არქიტექტურა“ (ფოტო)

person access_time2017-12-17 11:00:32
დიდ მეგაპოლისებში მცხოვრებმა ადამიანებმა იციან, რომ ბინებში ადგილი არასაკმარისია და ყველა საშუალებას იყენებენ სივრცის გაფართოებისთვის. დიდ ქალაქებში კვადრატული მეტრის ღირებულება საკმაოდ ძვირია, ამიტომ ადამიანები ყიდულობენ მცირე ზომის ფართს.  პატარა ბინების მეპატრონეები ყველა ვარიანტს იყენებენ გაფართოებისთვის. ყველაზე პოპულარულია გაფართოება აივნის ხარჯზე. საბოლოო ჯამში, ასეთი „არქიტექტურული შედევრი“ შესაძლოა, ხელს უშლიდეს მეზობლებს და ასევე, ის საფრთხის შემცველი იყოს...

1 ლარად ნაჩუქარი ოფშორი საქართველოში ბიტკოინის მოპოვებისთვის

person access_time2017-12-17 13:00:39
...

ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გადასარჩენად 40 მლნ გამოყო

person access_time2017-12-16 12:49:29
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 660-მილიონიანი ბიუჯეტი ამოიწურა, რის გამოც სახელმწიფომ პროგრამის შეუფერხებელი ოპერირებისთვის დამატებითი ფინანსური რესურსი გამოყო. ფინანსთა სამინისტროს ხაზინის...


მსგავსი სიახლეები