ფიქსირებული ფასი ავტომობილის დაზღვევისას - მხოლოდ თიბისი დაზღვევაში

access_time2017-10-12 11:04:57

თიბისი დაზღვევა მომხმარებელს ახალ ავტოსადაზღვევო პროდუქტ D1-ს სთავაზობს, რომლის შექმნის მთავარი მიზანია, გახადოს ავტომობილის დაზღვევა ყველასათვის ხელმისაწვდომი.

 

D1-ის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ მომხმარებელს შეუძლია ავტომობილი მინიმალურ ფასად ყველაზე  აქტუალური რისკისგან, ავტოავარიისგან დააზღვიოს. D1-ის ფასი ფიქსირებულია ლარში, რომელიც თითქმის ყველა მოდელის ავტომობილზე ვრცელდება.

 

 

ვის შეუძლია ისარგებლოს D1-ით

 

მომხმარებელს, რომელიც არის 25 წელს ზევით, ჰყავს 2 000 წლიდან გამოშვებული ავტომობილი, რომელსაც არ იყენებს კომერციული მიზნებისთვის და მართავს ავტომობილს მინიმუმ 1 წელი

 

 

რა შემთხვევებს ფარავს D1

 

D1 ავტოდაზღვევა ფარავს ავტოსაგზაო შემთხვევას და ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას, რაც გულისხმობს ავტოავარიის შედეგად, სხვისი ავტომობილის, ქონების ან ჯანმრთელობის დაზიანების დროს მიყენებული ზარალის ანაზღაურებას.

 

 

რა ღირს D1

 

D1 ავტოდაზღვევის ორი სახის შეთავაზება არსებობს:

  • თვეში 30 ლარად თქვენ ყიდულობთ 5 000 ლარიან ანაზღაურების ლიმიტს
  • თვეში 40 ლარად თქვენ ყიდულობთ 10 000 ლარიან ანაზღაურების ლიმიტს

 

 

თიბისი დაზღვევის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით ავტოსაგზაო შემთხვევების 77%-ის შემთხვევაში დამდგარი ზარალის ოდენობა არ აღემატება 5 000 ლარს,  ხოლო 91%-ის შემთხვეაში ზარალის ოდენობა არ აღემატება 10 000 ლარს. აღნიშნული სტატისტიკა ჯამურად ითვალისწინებს როგორც დაზღვეული ავტომობილის, ასევე სხივისი ქონების დაზიანების შედეგად დამდგარი ზარალის ოდენობას.

 

 

როგორ უნდა შეიძინოთ D1

D1-ის შეძენა მარტივად, ფეისბუკის მესენჯერიდან, თიბისი დაზღვევის ბი ბოტის დახმარებით არის შესაძლებელი. ბი ბოტი დაზღვევის პირველი ბოტია საქართველოში, ის ფეისბუკის მესინჯერშია ინტეგრირებული და მისი მოძებნა სოციალურ ქსელში დარეგისტრირებულ ნებისმიერ მომხარებელს შეუძლია.

 

ბი ბოტს მხოლოდ რამდენიმე პირადი მონაცემი უნდა გაუზიაროთ, აირჩიოთ სასურველ სადაზღვევო ლიმიტი და გადახდის პირობა, რის შემდეგაც დაზღვევის  პოლისს პირდაპირ ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიიღებთ.

 

დაზღვევის შეძენის შემდეგ, ერთხელ უნდა ესტუმროთ  თიბისი ბანკის ან თიბისი დაზღვევის ნებისმიერ ფილიალს სადაც თქვენიავტომობილი დასურათდება  და დაზღვევაც გააქტიურდება.

 

(R)

 



პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი: Airbnb-ს მომხმარებლებმა ბინებში სათვალთვალო კამერები აღმოაჩინეს

person access_time2017-12-15 19:30:26
შვებულება ახლოვდება და რამდენიმე დღის საზღვარგარეთ გატარებას გეგმავთ: ირჩევთ თქვენთვის სასურველ მიმართულებას, ყიდულობთ ბილეთს და ბინას ინტერნეტის საშუალებით ჯავშნით. შუა შვებულებისას კი აღმოაჩენთ, რომ თქვენ მიერ ნაქირავები ბინის საძინებელში ან სააბაზანოში ბინის მეპატრონეს ვიდეოკამერა აქვს დამონტაჟებული. ამ არასასურველ მდგომარეობაში Airbnb-ს რამდენიმე მომხმარებელი აღმოჩნდა. მათი გამოცდილების შესახებ კი ინფორმაცია სოციალური ქსელის მეშვეობით მალევე გახდა ცნობილი. რა...

აფხაზებისთვის უსასყიდლოდ მიწოდებულმა დენმა შესაძლოა, „ენგურჰესის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია გააძვიროს

person access_time2017-12-15 16:30:38
2017 წლის ნოემბერში „ენგურჰესის“ და „ვარდნილჰესის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 54,4% აფხაზეთმა წაიღო, 11 თვეში კი 43,9%. სწორედ ეს დაასახელა „ენგურჰესის“ ფინანსურმა დირექტორმა ვალერი კანკიამ ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფის შესაძლო გაზრდის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად. მართალია, დღეს  „ვარდნილჰესების კასკადისა და „ენგურჰესისთვის წარმოების ტარიფის დადგენის გადაწყვეტილება გადაიდო, თუმცა  საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. დღეს საქართველოს...

ერთ პარტიაზე მორგებული კანონი - „ის რასაც წარსულში ფონდი „ქართუ“ აფინანსებდა, ახლა ქართული სახელმწიფო აფინანსებს“

person access_time2017-12-15 18:00:13
სახელმწიფომ, შესაძლოა ის პოლიტიკური გაერთიანებაც (პარტია) დააფინანსოს 300 ათასი ლარით, რომელიც საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავს, მაგრამ პარლამენტში ერთ მაჟორიტარს მაინც შეიყვანს და რომელიც ფრაქციასაც შექმნის. როგორც ოპოზიცაიში, ისე სახელისუფლებო გუნდშიც აცხადებენ, რომ არ შეიძლება პარტია იქნება თუ პიროვნება, მას კანონებს არგებდნენ. საპარლამენტო უმრავლესობაში ამგვარი დამოკიდებულების მიუხედავად, „ქართული ოცნების“ წევრის გია ჟორჟოლიანისა და...

„ავანსის დღგ-ით დაბეგვრა მაღალი საგადასახადო რისკის მქონე დარგებზე უნდა გავრცელდეს“

person access_time2017-12-15 15:30:48
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატს მიაჩნია, რომ ავანსის დღგ-ით დაბეგვრა მაღალი საგადასახადო რისკის მქონე დარგებზე უნდა გავრცელდეს. „ანალიტიკასთან" ინტერვიუში ზურა ძნელაშვილი აცხადებს, რომ 2016 წლის ბოლოსაც, როცა ამ სისტემის დანერგვის შესახებ ბიზნესმა მოულოდნელად გაიგო, ბიზნესომბუდსმენის აპარატმა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიმართვის საფუძველზე, პარლამენტს და აღმასრულებელ შტოებს ავანსის დღგ-ით დაბეგვრის სისტემის მინიმუმ 1 წლით გადავადების თხოვნით მიმართა, მაგრამ...

ნოემბერში ფულადი გზავნილები 24,8%-ით გაიზარდა

person access_time2017-12-15 14:42:40
2017 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 122.1 მლნ აშშ დოლარი, ანუ 326.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც 24.8 პროცენტით (24.3 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2016 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.3 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ...


მსგავსი სიახლეები