საგამოძიებო სამსახურმა მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებით დიდი ოდენობით ქონების გადამალვის ფაქტზე   შვიდი პირი სს  პასუხისგებაში მისცა

საგამოძიებო სამსახურმა მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებით დიდი ოდენობით ქონების გადამალვის ფაქტზე შვიდი პირი სს პასუხისგებაში მისცა

access_time2017-10-11 09:27:23

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,  გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებით, დიდი ოდენობით ქონების გადამალვის ფაქტზე 7 მეწარმე სუბიექტი ამხილეს.

 

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ჩატარებული საგადასახადო შემოწმებებისა და ინვენტარიზაციების შედეგად, აღნიშნულ საწარმოებს ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯამში 602 395 ლარი დაერიცხათ. დარიცხული გადასახადებისაგან თავის არიდების მიზნით, მეწარმე სუბიექტები თვალთმაქცური და მოჩვენებითი გარიგების გზით, სისტემატურად ახორციელებდნენ მათზე რიცხული ქონების ოჯახის წევრების და ახლობლების სახელზე რეგისტრირებულ საწარმოებზე გასხვისებას. შედეგად, შემოწმებული საწარმოების ბალანსზე არანაირი უძრავ-მოძრავი ქონება აღარ ფიქსირდებოდა და შესაბამისად, საგადასახადო ორგანოები  ვეღარ ახდენდნენ ბიუჯეტის სასარგებლოდ დარიცხული გადასახადების და ჯარიმების იძულების წესით ამოღებას, რამაც სახელმწიფო ბიუჯეტს  მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.  

 


საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ხსენებული საწარმოების ხელმძღვანელმა  პირებმა  თვალთმაქცური და მოჩვენებითი გარიგებით ჯამში 120 876 ლარის ღირებულების ქონება გადამალეს.

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 205-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების  აღკვეთას ვადით 6- დან 9 წლამდე ვადით.



აჭარის ყველაზე მსხვილი ინვესტორი ქვეყნები ნორვეგია, ინდოეთი და თურქეთია

აჭარის ყველაზე მსხვილი ინვესტორი ქვეყნები ნორვეგია, ინდოეთი და თურქეთია
person access_time2018-04-27 09:50:00
 ბოლო ხუთი წლის განმავლობაში განხორციელებული ინვესტიციების რაოდენობით საქართველოს რეგიონებს შორისაჭარა ლიდერობს. საქსტატის მონაცემებით, 2013 წლიდან 2017 წლის ჩათვლით, მხოლოდ ავტონომიურ რესპუბლიკაში, 740 მილიონ  198 ათასი აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური კაპიტალდაბანდება განხორციელდა, რაც საერთო მოცულობის 9,3%–ს შეადგენს. ამ პერიოდში ინვესტიციებმა  ჯამში 7 მილიარდ 955 მილიონ 875 ათას აშშ დოლარს მიაღწია. დედაქალაქის შემდეგ აჭარას ყველაზე მაღალი მაჩვენებლები...

პოზიციურ-ოპოზიციური შეფასებები ბიძინა ივანიშვილის საჯაროდ პოლიტიკაში დაბრუნებაზე

 პოზიციურ-ოპოზიციური შეფასებები ბიძინა ივანიშვილის საჯაროდ პოლიტიკაში დაბრუნებაზე
person access_time2018-04-26 23:40:00
პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძე   საჭიროა შესაბამისი ზომების მიღება, რათა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს ჩვენი პარტია და საბოლოოდ ჩამოყალიბდეს, როგორც ევროპული ტიპის პოლიტიკური გაერთიანება. ამას სჭირდება განსაკუთრებული ძალისხმევა, რესურსი და ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ პარტიას სათავეში ჩაუდგება ბიძინა...

სკანდალი და კორუფციის ეჭვები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში

სკანდალი და კორუფციის ეჭვები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში
person access_time2018-04-26 20:40:56
  ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე მწვავე დებატები გაიმართა, სადაც დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის მომზადებულ ანგარიშს განიხილავენ. ანგარიშის მიხედვით, ასამბლეის მოქმედი და ყოფილი წევრები აზერბაიჯანის ლობირების სანაცვლოდ დიდ თანხას იღებდნენ. სკანდალური ანგარიშის გამო თანამდებობა უკვე დატოვა ევროპის სახალხო პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე ცეზარ ფლორინ პრედამ. ევროსაბჭომ უნდა გადაწყვიტოს, როგორი იქნება მისი რეაქცია ამ ანგარიშზე. 220-გვერდიან ანგარიშში,...

BLB კახა ასლანიშვილის განცხადებებზე - გავრცელებული ცნობები არ შეესაბამება სინამდვილეს

BLB კახა ასლანიშვილის განცხადებებზე - გავრცელებული ცნობები არ შეესაბამება სინამდვილეს
person access_time2018-04-26 15:00:46
მედია-საშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, სადაც სს„სარაჯიშვილის“ ადვოკატმა კახა ასლანიშვილმა Microsoft-საქართველო და საადვოკატო ფირმა BLB-ის დამფუძნებელი  კახა შარაბიძე არაუფლებამოსილი ქმედებების განხორციელებაში დაადანაშაულა, კომერსანტმა შარაბიძის მოკლე კომენტარი უკვე გამოაქვეყნა.  დღეს იურიდიულმა ფირმამ „ბიზნეს ლიგალ ბიურომ” კომერსანტს  წერილობით  მიმართა და სთხოვა, საკუთარი პოზიციის უფრო ვრცლად დაფიქსირება ადვოკატ ასლანიშვილის...

ბიზნესისთვის ივანიშვილის დაბრუნება დამატებითი სტაბილურობის გარანტია

ბიზნესისთვის ივანიშვილის დაბრუნება დამატებითი სტაბილურობის გარანტია
person access_time2018-04-27 09:00:00
„ბიზნესმენებისთვის ივანიშვილის დაბრუნება პრობლემების და სირთულეების სწრაფად გადალახვისთვის გადადგმული დადებითი ნაბიჯი იქნება“, - ასე ეხმაურება ბიზნესი ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის მმართველ გუნდში დაბრუნდებას.   „კომერსანტთან“ საუბრისას, ბიზნესმენებს ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებასთან დაკავშირებით ერთგავროვანი, პოზიტიური მოსაზრებები აქვთ. ჩვენს მიერ გამოკითხული რესპოდენტები მიიჩნევენ, რომ ეს ნაბიჯი ახალი ინიციატივებისთვის და ბიზნესში არსებული...


მსგავსი სიახლეები