სინთეზი ძველ თბილისთან – თბილისის ძველ უბანში სასტუმრო მუხრანთუბანის მშენებლობა მიმდინარეობს

access_time2017-10-10 14:00:00

„მუხრანთუბანის“ მიერ ამავე სახელწოდების სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს. მშენებლობა 2017 წლის აგვისტოში დაიწყო და მისი დასრულება 2020 წლის აგვისტოსთვის იგეგმება. სასტუმროს ერთი მხარე (ჩახრუხაძის ქუჩიდან) სამსართულიანი, ხოლო მეორე (ბარათაშვილის ქუჩიდან) ოთხსართულიანი იქნება. „მუხრანთუბანში“ სულ 28 ნომერი იქნება, აქედან ოთხი ნომერი ლუქსის ტიპის.

 

width=501

 

როგორც „კომერსანტს“ კომპანია „მუხრანთუბანის“ დირექტორმა ანდრო გუჯაბიძემ განუცხადა, „შენობის პირველ სართულზე განთავსდება სასტუმროს მისაღები, საოფისე ფართი და რესტორანი, რომელიც დაუკავშირდება შიდა ეზოს და ვერანდაზე აგურის “ფარდით” გავა. მეორე, მესამე და ნაწილობრივ მანსარდის სართულებზე განლაგდება სასტუმროს 14 ნომერი. მანსარდის სართულზე განთავსდება აგრეთვე ლაუნჯ ბარი, რაც სახურავზე განთავსებულ ტერასას დაუკავშირდება.

 width=500

რა მოცულობის ინვესტიცია ჩაიდება სასტუმროს მშენებლობაზე, კომპანიაში ჯერ ვერ ასახელებენ. მათივე თქმით, მხოლოდ გარე ფასადის საინვესტიციო მოცულობა დაახლოებით 350 ათას ლარს შეადგენს. ანდრო გუჯაბიძის განცხადებით, მშენებლობა მთლიანად ქართული მხარე ახორციელებს და სასტუმროს ოპერატორიც კომპანია „მუხრანთუბანი“ იქნება. 


 

ამ დროისთვის ცნობილია, რომ სასტუმრო “მუხრანთუბანის” შენობის ძირითად სამშენებლო მასალად აგურს გამოიყენებენ, რაც დამახასიათებელია ძველი ქალაქის ისტორიული განაშენიანებისთვის. 

 

საპროექტო ტერიტორიაზე არსებულ შენობას აქვს საინტერესო, ისტორიული სარდაფი, რომელიც შენარჩუნდება. აქ მოეწყობა რესტორნის მეორე დარბაზი, სამზარეულო და მრავალფუნქციური სივრცე.

 

 width=500

 

ავტორი: ლიკა გურაბანიძე

 



აფბა: გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რუსული კომპანიის დირექტორობა დეკლარაციაში დამალა

person access_time2018-02-21 19:41:41
აფბა აგრძელებს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს საქმიანობის კვლევას. როგორც „კომერსანტს“ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციიდან“ აცნობეს, ამ ეტაპზე აფბა-ს  შესწავლის საგანია საგზაო-ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი და ეკონომიკური ასპექტები.   საზოგადოებას უკანასკნელი თვის განმავლობაში წარვუდგინეთ მსხვილ საგზაო პროექტებში არსებული...

WEF : საქართველოს 10 მთავარი რისკი

person access_time2018-02-21 17:11:27
მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა 2018 წლის მსოფლიოს მთავარ რისკებზე კვლევა გამოაქვეყნა. მსოფლიოში მთავარ რისკებად ეკონომიკური მდგომარეობა, გარემოს დაცვითი საკითხები, კიბერუსაფრთხოება და გეოპოლიტიკური ვითარება სახელდება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებული რისკების შესაფასებლად WEF ექსპერტებთან და სახელმწიფო წარმომადგენლებთან ერთად მუშაობს.  კვლევისას რესპოდენტებს ის ძირითადი რისკები უნდა დაესახელებინათ, რომლებიც მომდევნო 10 წელში მათ ბიზნესგეგმებს ყველაზე...

ექვსი ახალი ინიციატივა ბიზნესისათვის - ფინანსთა მინისტრმა საგადასახადო ცვლილებები დაანონსა

person access_time2018-02-21 14:18:44
საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონპროექტი მზადდება, რომელიც 6 ახალ ინიციატივას მოიცავს.   საქართველოს ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განმარტებით, ახალი საგადასახადო ინიციატივის ფარგლებში, რომლის მიზანია მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, იცვლება დაბეგვრასთან დაკავშირებული რეგულაციები.   ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციები, ფაქტობრივად, გათავისუფლდებიან მოგების გადასახადისგან.   უქმდება გრძელვადიანი...

პრივილეგირებული იმპორტი - ქათმის ხორცის მწარმოებლები საგადასახადო დისკრიმინაციაზე ჩივიან

person access_time2018-02-21 15:40:36
საქართველოში  ქათმის ხორცის წარმოება ბიზნესის ერთ-ერთი განვითარებული მიმართულებაა.  მიუხედავად ამისა, ჩვენს ქვეყანაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მაინც დიდი რაოდენობით შემოდის ქათმის ხორც-პროდუქტები, თუმცა ქართველი მომხმარებელი მაინც ადგილობრივ პროდუქტს ანიჭებს უპირატესობას. გარდა ამისა, ადგილობრივ მწარმოებლებს მაინც ექმნებათ პრობლემა ბიზნესის განვითარების და გაფართოების თვალსაზრისით. ამის ერთ-ერთ მიზეზად, წლების განმავლობაში სახელმწიფოს მიერ გატარებული რეფორმები...

„შესაცვლელია მთლიანად სასამართლო სისტემა და არა მოსამართლეები“ - ადვოკატის შეფასებები

person access_time2018-02-21 09:50:42
„კომერციული თვალსაზრისით და, არამხოლოდ, სასამართლო სისტემაში სამი ძირითადი პრობლემაა  მოსაგვარებელი. პირველი - ყველა ადმინისტრაციული დავა სასამართლოში არ უნდა მიდიოდეს. მეორე - სახელმწიფომ თავი უნდა დაანებოს კომერციულ დავებს  და წაახალისოს არბიტრაჟები თუ მედიაციები. მესამე - უნდა გაიზარდოს როგორც მოსამართლეთა რაოდენობა, ასევე მათი შრომითი ანაზღაურება. მსგავსი კომპლექსური მიდგომით შევძლეთ დღეს არსებული პრობლემების მოგვარებას“,-ასე შეაფასა სასამრთლო სისტემაში არსებული...


მსგავსი სიახლეები