პირველად საქართველოში - სანაყინე Ice ‘N Rolls-მა ოქროს ფირფიტით ნაყინი გამოუშვა

access_time2017-10-09 18:30:14

Ice ‘N Rolls-მა გახსნიდან ექვსი თვის შემდეგ ნაყინი ოქროს ფირფიტით გამოუშვა. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი ნიკა ჩუგოშვილი აცხადებს, მსგავსი სახის დესერტი საქართველოში უპრეცედენტოა.

 

„ოქროს ფირფიტა გილიანის ბელგიურ შოკოლადთან ერთად გამოვიდა. როგორც ჩვენი სხვა სახეობის ნაყინი, ესეც მუყაოს ყუთშია შეფუთული. საწყის ეტაპზე ნაყინის ღირებულება 19 ლარია. თუ ჩვენ ამ ნაყინის ღირებულებას უცხოეთის ბაზრებს შევადარებთ, ნახავთ, რომ მსგავსი სახის პროდუქცია იქ გაცილებით ძვირი ღირს“, - აღნიშნა ჩუგოშვილმა.

 

კომპანიის დამფუძნებელი ჩვენთან სამომავლო გეგმებზეც საუბრობს და განმარტავს, რომ მომავალი წლის ზაფხულში Ice ‘N Rolls-ი ქობულეთსა და ბათუმში იქნება წარმოდგენილი. რაც შეეხება კონკურენციას, ნიკა ჩუგოშვილის განცხადებით, სხვა სანაყინეებისგან დამზადების ტექნოლოგია გამოგვარჩევს, ანუ ნაყინი მომხმარებლის თვალწინ მზადდება.

 

მიმდინარე წლის მაისში ნაყინის ბაზარზე ტაილანდური ტექნოლოგიით დამზადებული ნაყინი Ice ‘N Rolls (აის ენ როლსი) გამოჩნდა, რომლის დამფუძნებლები მეგობრები, ნიკა ჩუგოშვილი და გიორგი რაზმაძე არიან. Ice ‘N Rolls - ში ნაყინის დაგემოვნება ჩურჩხელისა და ხვანჭკარას არომატითაც შესაძლებელია.

 

Ice ‘N Rolls -ის მთლიანი ასორტიმენტის საფასო პოლიტიკა 4 ლარიდან - 19 ლარის ფარგლებში მერყეობს. კომპანიაში აცხადებენ, რომ გაყიდვები მზარდია.


ნაყინი 40-ი სახეობის ინგრედიენტისგან მზადდება. მათ შორისაა: ალკოჰოლური მარტინი, ბეილისი, ხვანჩკარა და ქინძმარაული.  ასორტიმენტი ყოველთვის დინამიურია და მუდმივად განახლების პროცესშია. ნაყინი ქართულ გემოვნებაზეა მორგებული.

 

 

ავტორი: ლიკა გურაბანიძე



„დამატებითი ტვირთის მოსაზიდად აუცილებელია „ტრანზიტის ხელშეწყობის“ კანონის მიღება“

person access_time2017-12-14 11:00:37
საქართველოს რკინიგზის სატარიფო ცვლილებები დამატებითი ტვირთის მოსაზიდად არასაკმარისია, - ამის შესახებ „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრში“ აცხადებენ. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან დამატებითი ღონისძიებების გატარება, თუნდაც საკანონმდებლო დონეზე „ტრანზიტის ხელშეწყობის“ კანონის შემოღება. ორგანიზაციის ცნობით, 2017 წლის განმავლობაში მეზობელი ქვეყნების ტვირთების მიმართ საქართველოს რკინიგზის მიერ განხორციელებული იქნა, სატარიფო პოლიტიკაში 14...

პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

person access_time2017-12-13 20:31:10
პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი, რომელის საბოლოო ვარიანტი საკანონმდებლო ორგანოს ფინანსთა ახალმა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წარუდგინა, დეპუტატებმა 111 ხმით ერთხმად მიიღეს.   კენჭისყრას წინ უძღვოდა ხანგრძლივი განხილვა და დებატები, რომელიც მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.     სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების მთლიანი მოცულობა, 2017 წელთან შედარებით იზრდება 943,8 მლნ ლარით...

შესყიდვების სააგენტოს განცხადებით "სიტროენ ჯორჯია" 4–ჯერ იყო რეგისტრირებული შავ სიაში

person access_time2017-12-13 19:13:57
„სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მოქალაქე გიორგი გაჩეჩილაძის მიერ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც შეეხებოდა ცალკეული შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ კომპანია „სიტროენ ჯორჯიის" მიმართ, მისი მოსაზრებით, განხორციელებულ არამართლზომიერ და დაუსაბუთებელ ქმედებებს, აღნიშნავს: 2017 წლის 7 აპრილს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გამოაცხადა...

აიეტ კუკავა: „საქართველოს მასშტაბური ღონისძიებების მასპინძლობისთვის რესურსი არ გააჩნია“

person access_time2017-12-14 10:20:32
„საქართველოს მასშტაბური ღონისძიებების მასპინძლობისთვის რესურსი არ გააჩნია. ჩვენთან საერთაშორისო კონფერენციები როდესაც იმართება, წარმოუდგენელია იპოვო ნორმალური სასტუმრო, სადაც 1000 დელეგატი დაეტევა“, - ამის შესახებ „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ აღმასრულებელმა დირექტორმა აიეტი კუკავამ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელიასთან ერთად“ ისაუბრა. რაც შეეხება მიმდინარე წლის შეფასებას, მისი თქმით, წელი წარმატებულად მაშინ ჩაითვლება, როდესაც სოციალური პრობლემები...

King David-ში საახალწლო აქცია „არაჩვეულებრივი 2018“ დაიწყო

person access_time2017-12-13 17:00:31
King David-ში სასიამოვნო სიახლეა! საახალწლო აქცია ,,არაჩვეულებრივი 2018“დაიწყო. მსურველებს საშუალება აქვთ საახალწლო აქციის ფარგლებში სასურველი რეზიდენცია 20 თვიანი უპროცენტო შიდა განვადებით შეიძინონ, გადახდა კი ღირებულების მხოლოდ 1%-ით დაიწყონ და დამატებით 8%-იანი ფასდაკლებითაც ისარგებლონ. რეზიდენციის შეძენისთანავე შესაძლებლობა ეძლევათ დაიწყონ სარემონტო სამუშაოები და თანხის არასრულად დაფარვის შემთხვევაშიც კი გადმოვიდნენ საცხოვრებლად. აღსანიშნავია რომ King David...


მსგავსი სიახლეები