როგორ უნდა მოიქცეთ თუ კლინიკებში არასათანადოდ გემსახურებიან - ინტერვიუ ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველთან

access_time2017-10-08 14:41:29

ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ სოციალურ პროექტში - საყოველთაო ჯანდაცვაში - მაისიდან გარკვეული ცვლილებები ამოქმედდა. გაამართლა თუ არა სამინისტროს ახალმა რეგულაციებმა, რა შემოსავლის მქონე ადამიანებს შეეზღუდათ საყოველთაო ჯანდაცვა და როგორ უნდა მოიქცეთ, როცა გადაწყვეტთ, რომ კლინიკებში არასათანადოდ გემსახურებიან? - ამ კითხვებზე „მაესტროს“ ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი ლაშა ნიკოლაძე პასუხობს. 

 

/

 


საყოველთაო ჯანდაცვის პროექტში მაისიდან ახალი რეგულაციები ამოქმედდა, დაწესდა გარკვეული შეზღუდვები. ბენეფიციართა დიდი ნაწილი, ანუ იმ ადამიანების უმეტესობა, რომელთაც უნდა ეხებოდეთ საყოველთაო ჯანდაცვა, აცხადებს, რომ მათთვის ძველი პროექტი უფრო მისაღები იყო, რადგან ვერ იღებენ საყოველთაო ჯანდაცვით გათვალისწინებულ მომსახურებებს. რა სტატისტიკა გაქვთ ამ დროისთვის, სჭირდება თუ არა ახალ რეგულაციებს დაზუსტება ან პროექტს გადახედვა?

 


პირველ მაისს გარკვეული კატეგორიის ადამიანებისათვის, მათი შემოსავლის მიხედვით, საყოველთაო ჯანდაცვაზე შეზღუდვები დაწესდა. თუმცა აქვე მინდა ვთქვა, რომ ზოგიერთებისთვის პირიქით, გარკვეულ სერვისებთან წვდომა გაფართოვდა. საყოველთაო ჯანდაცვის სერვისებზე წვდომის ყველაზე მკაცრი შეზღუდვები დაწესდა იმ ადამიანებისთვის, ვისაც ინდივიდუალურ რეჟიმში წლიურად 40 000 ლარი და მეტი შემოსავალი აქვს - მათთვის საყოველთაოზე წვდომა პრაქტიკულად მთლიანად შეიზღუდა, გარდა ძალიან მცირე, კონკრეტული სერვისებისა. საზოგადოებას შევახსენებ, რომ შეზღუდვები დაწესდა 1000-დან წლიურ 40 000-მდე ლარის შემოსავლების მქონე ადამიანებისთვის, მაგრამ ეს შეზღუდვები არ არის ისეთი, როგორიც 40 000 ლარს ზევით ადამიანებისთვის; და უმნიშვნელოდ არის შეზღუდული საყოველთაო ჯანდაცვაზე წვდომა 1000 ლარზე ქვემოთ შემოსავლის მქონე ადამიანებისთვის.

 

ვისაც თვეში აქვს 1000-ლარიანი შემოსავალი?

 

დიახ, თვეში. ბოლო წლის მონაცემებით საქართველოში საშუალო ხელფასი შეადგენდა 1013 ლარს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ 1000-ლარზე ქვემოთ ადამიანების სეგმენტში დიდი განსხვავებაა იმ მხრივ, თუ მანამდე რაც იყო საყოველთაო ჯანდაცვაში და ახლა რაც არის, ეს ძალიან მიზერული შეზღუდვებია. მაგალითად, გეტყვით, რომ 500 ლარზე ქვემოთ ჰოსპიტალურ სერვისებს ასეთი ადამიანებისთვის საყოველთაო ჯანდაცვა აღარ აფინანსებს და გარდა ამისა, განახევრდა ამბულატორიულ-ურგენტული სერვისები, რომელთა საშუალო ღირებულება დაახლოებით 50-60 ლარია და არ აღემატება 120-130 ლარს, რომლის ნახევარსაც ასეთი ადამიანებს საყოველთაო ჯანდაცვა უხდის. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი შეზღუდვა.

რა იყო ამ ცვლილების იდეა... მოგეხსენებათ, რომ მაშინ როდესაც პროგრამას ვიწყებდით, იმთავითვე შეზღუდული იყო არამოწყვლადი ჯგუფებისთვის საყოველთაო ჯანდაცვა. ანუ, მოწყვლადი ჯგუფებისთვის კიდევ უფრო მეტი იყო და 1 მაისის ცვლილებებმა მოწყვლადი ჯგუფებისთვის კიდევ უფრო გააფართოვა საყოველთაო ჯანდაცვაზე წვდომა. მაგალითად, იცით, რომ 2 თვის წინ დაიწყო მედიკამენტების პროგრამა, რომელიც 100000 სარეიტინგო ქულამდე მქონე ადამიანებს საშუალებას აძლევს პრაქტიკულად უფასოდ მიიღოს 4 ქრონიკული დაავადების წამალი. ხოლო სხვა დანარჩენ ადამიანებში, რომელთაც ინდივიდუალური შემოსავალი მათი ყიდვის საშუალებას აძლევს, ასეთ სერვისებზე წვდომის დიფერენცირება მოხდა. ამას ორი მიზანი აქვს: ერთი ის, რომ ჩვენ სწორად და უფრო ოპტიმალურად გადავანაწილოთ ის რესურსი, რომელიც ბიუჯეტიდან არის გამოყოფილი და იქ შევთავაზოთ უფრო მეტი, სადაც ასეთი შესაძლებლობა ნაკლებია. გარდა ამისა, ასეთ ადამიანებს შესაძლებლობა აქვთ კერძო დაზღვევა იყიდონ და კიდევ უფრო ნაკლებ ტვირთად დააწვნენ ბიუჯეტს.

 

რაც შეეხება საშუალოდ 1000 ლარიანი ხელფასის მქონე ადამიანებს, მიგაჩნიათ, რომ ამ ადამიანებს საკუთარი ხელფასით სამედიცინო მომსახურების ან თუნდაც სადაზღვევო პაკეტის ყიდვა შეუძლიათ საქართველოში? 

დღეს კომერციული სადაზღვევო პაკეტები, საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა. ჩვენ სადაზღვევო კომპანიების გარკვეული გამოკითხვა ჩავატარეთ. ზუსტად საყოველთაოს ანალოგიური ვერ იქნება, რადგან სახელმწიფოს გარკვეული პრეფერენციები აქვს, მაგრამ რიგ კომპანიებში 20-25 ლარად შესაძლებელია დაზღვევის ყიდვა. ხოლო თუ ოდნავ მეტს გადაიხდიან, მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება კერძო პაკეტი იმისგან, რასაც საყოველთაო სთავაზობს.

საყოველთაო დაზღვევის პროცესში დარღვევები თუა აღმოჩენილი?

დარღვევებს ვერ დავარქმევდი, ასეთი დარღვევები იმთავითვე ნათელი ხდება ხოლმე... 

მაგალითად პენსიონერი, რომელიც ქუჩაში ცუდად გახდა და შეიყვანეს საავადმყოფოში, მას სრულად გადაახდევინეს მომსახურების თანხა და განუცხადეს, რომ საყოველთაო დაზღვევით გათვალისწინებული მომსახურება არანაირად არ ეკუთვნოდა. ასეთი ფაქტი მოსმენილი და ნანახიც მაქვს. ბევრი ზარიც შემოდის. 

ასეთ შემთხვევებზე, რაც ძალიან იშვიათი იყოს, ძალიან მკაცრი რეაგირება აქვს სახელმწიფოს. არის ძალიან მაღალი ჯარიმები, თუ ასეთი რამ აღმოჩნდება. არა მარტო პენსიონერზე. იქ, სადაც საყოველთაო ჯანდაცვა მუშაობს და კლინიკიდან ნებისმიერ სხვა თანხის მოთხოვნა ხდება, ძალიან მკაცრი საჯარიმო სანქციებია გათვალისწინებული და ჯარიმები მკაცრად მუშაობს.

აბსოლუტურად ყველა კლინიკაში არის ელექტრონული სისტემა, რომელიც საშუალებას იძლევა ონლაინ რეჟიმში გადაამოწმონ ადამიანი თუ რომელ კატეგორიაშია. პენსიონერს დიდი გადამოწმებაც არ სჭირდება. თუ ასაკით პენსიონერია, ის უბრალოდ სხვაგან ვერ იქნება და პენსიონერს, თვით ყველაზე მოწყვლად ჯგუფებშიც კი, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დაფარვები აქვს. თქვენ რა შემთხვევაც მოყევით, გადაუდებელ შემთხვევაში პენსიონერისთვის სერვისი ულიმიტოა და თან გადახდას არ მოიცავს. ასე, რომ ეს არის კონკრეტული კლინიკის შეცდომა, გადაცდომა ან დანაშაული.

ამ ადამიანმა შესაბამის უწყებას რომ მიმართოს, წარადგინოს გადახდის ქვითარი და დაადასტუროს საავადმყოფოში მისი შეყვანის ფაქტი სასწრაფო სამედიცინო სამსახურთან ერთად, რა ელის კლინიკას? კონკრეტულად რა სანქციაა?

რამდენჯერმე მეტია ჯარიმა იმ თანხაზე, რასაც კლინიკა საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში ითხოვს. ამის შესახებ კლინიკები ძალიან კარგად არიან ინფორმირებულები, ჯარიმებიც მუშაობს. განცხადების დაწერა საჭირო არ არის, თუნდაც ცხელ ხაზზე შესული ასეთი სიგნალი საყოველთაო ჯანდაცვის მხრიდან რეაგირებას იწვევს, ამ ბენეფიციარს თვითონ იპოვიან, გამოართმევენ დოკუმენტებს, რომ მისი გადაადგილება და ბიუროკრატია მაქსიმალურად გაიოლდეს. მეტსაც გეტყვით, მოვუწოდებ ყველა იმ ადამიანს, ვინც კლინიკაში იმყოფება და მიაჩნია, რომ მას საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში რაიმე ზედმეტს სთხოვენ, სასწრაფოდ მიმართოს ჯანდაცვის ცხელ ხაზს, ნომერზე - 15 05. ყველა კლინიკაში პერმანენტულად მორიგეობენ საყოველთაო ჯანდაცვის მონიტორები, რომლებიც ადგილზე გაარკვევენ ასეთ ფაქტს და გადახდამდე საქმე არ მივა. შესაბამისად, კლინიკისთვისაც ჯარიმამდე საქმე არ მივა.

კიდევ ერთი კონკრეტული ფაქტის გადამოწმება გვინდა. არის თუ არა დარღვევა და ეკუთვნის თუ არა საყოველთაო დაზღვევა ადამიანს, რომელიც საშუალო ან მძიმე მოწამვლის ფაქტით სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა შეიყვანა კლინიკაში. ის პენსიონერი არ არის. რა ეკუთვნის მას?

გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევის დროს, მნიშვნელობა არ აქვს სასწრაფომ შეიყვანა თუ თვით დინებით შევიდა მოქალაქე, ამ ადამიანს თავისი შემოსავლების კატეგორიის მიხედვით ეკუთვნის სხვადასხვა დაფინანსება. თუ 40 000 ლარზე ზევით წლიური შემოსავალი აქვს, მაშინ საყოველთაო ჯანდაცვა არაფერს არ დაუფინანსებს. თუ თვეში 1 000 ლარზე მეტი შემოსავალი აქვს, მაგრამ წლიურად 40 000-ზე ნაკლები, მაშინ სახელმწიფო 90%-ს დაუფინანსებს, ყველა სხვა ადამიანს კი - 100%-ს დაუფინანსებს.

 

ამ ადამიანს დაახლოებით 1 500 ლარი აქვს ხელფასი და გაუკეთეს მხოლოდ გადასხმა გადაახდევინეს გადასხმის ფული, სხვა სამედიცინო დახმარება არ აღმოუჩინეს და გაისტუმრეს სახლში. ამ შემთხვევაში არის თუ არა დარღვევა?

ამბულატორიული ურგენტი ასეთ ადამიანს შეზღუდული აქვს და სახელმწიფოსგან არ ეკუთვნის. სტაციონარული ურგენტი რომ ყოფილიყო, 90% დაუფინანსდებოდა.

ხომ არ გადაიხედება რეგულაციები, უახლოეს მომავალში რამე ცვლილებები ხომ არ შედის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში?

მოგეხსენებათ, რომ კლინიკებს აქვთ უფლება 3 თვის განმავლობაში მოითხოვონ ანაზღაურება და ატვირთონ ხარჯები. მაისიდან არც ისე დიდი დროა გასული, რომ მკვეთრი ანალიზი გავაკეთოთ, მაგრამ დღევანდელი მოცემულობით, პლუს მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსებაზე მსჯელობა ახლა მიმდინარეობს, რომ საყოველთაო ჯანდაცვას ფინანსები გამოუყონ, მომავალი წლისთვის შესაძლებელია რაღაც ცვლილებები კიდევ მოხდეს. საყოველთაო ჯანდაცვაში ცვლილებები მუდმივად ხდება.

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით არ არის გაწერილი საყოველთაო ჯანდაცვისთვის რა თანხაა გამოყოფილი?

ამაზე ახლა მიდის მსჯელობა. სავარაუდო პარამეტრების დასახელებას აზრი არ აქვს. 700 მილიონზე ცოტა მეტს ვვარაუდობთ, მაგრამ რას დაამტკიცებს ბიუჯეტი, უნდა დაველოდოთ.

700 მილიონზე ცოტა მეტი, ეს წინა წლის ბიუჯეტთან შედარებით გაზრდილია თუ შემცირებული?

თუ ეს თანხა დარჩა ოდნავ გაზრდილია, მაგრამ საბოლოო პარამეტრებს დაველოდოთ.

 

imedinews.ge



„დამატებითი ტვირთის მოსაზიდად აუცილებელია „ტრანზიტის ხელშეწყობის“ კანონის მიღება“

person access_time2017-12-14 11:00:37
საქართველოს რკინიგზის სატარიფო ცვლილებები დამატებითი ტვირთის მოსაზიდად არასაკმარისია, - ამის შესახებ „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრში“ აცხადებენ. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან დამატებითი ღონისძიებების გატარება, თუნდაც საკანონმდებლო დონეზე „ტრანზიტის ხელშეწყობის“ კანონის შემოღება. ორგანიზაციის ცნობით, 2017 წლის განმავლობაში მეზობელი ქვეყნების ტვირთების მიმართ საქართველოს რკინიგზის მიერ განხორციელებული იქნა, სატარიფო პოლიტიკაში 14...

პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

person access_time2017-12-13 20:31:10
პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი, რომელის საბოლოო ვარიანტი საკანონმდებლო ორგანოს ფინანსთა ახალმა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წარუდგინა, დეპუტატებმა 111 ხმით ერთხმად მიიღეს.   კენჭისყრას წინ უძღვოდა ხანგრძლივი განხილვა და დებატები, რომელიც მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.     სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების მთლიანი მოცულობა, 2017 წელთან შედარებით იზრდება 943,8 მლნ ლარით...

შესყიდვების სააგენტოს განცხადებით "სიტროენ ჯორჯია" 4–ჯერ იყო რეგისტრირებული შავ სიაში

person access_time2017-12-13 19:13:57
„სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მოქალაქე გიორგი გაჩეჩილაძის მიერ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც შეეხებოდა ცალკეული შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ კომპანია „სიტროენ ჯორჯიის" მიმართ, მისი მოსაზრებით, განხორციელებულ არამართლზომიერ და დაუსაბუთებელ ქმედებებს, აღნიშნავს: 2017 წლის 7 აპრილს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გამოაცხადა...

აიეტ კუკავა: „საქართველოს მასშტაბური ღონისძიებების მასპინძლობისთვის რესურსი არ გააჩნია“

person access_time2017-12-14 10:20:32
„საქართველოს მასშტაბური ღონისძიებების მასპინძლობისთვის რესურსი არ გააჩნია. ჩვენთან საერთაშორისო კონფერენციები როდესაც იმართება, წარმოუდგენელია იპოვო ნორმალური სასტუმრო, სადაც 1000 დელეგატი დაეტევა“, - ამის შესახებ „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ აღმასრულებელმა დირექტორმა აიეტი კუკავამ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელიასთან ერთად“ ისაუბრა. რაც შეეხება მიმდინარე წლის შეფასებას, მისი თქმით, წელი წარმატებულად მაშინ ჩაითვლება, როდესაც სოციალური პრობლემები...

King David-ში საახალწლო აქცია „არაჩვეულებრივი 2018“ დაიწყო

person access_time2017-12-13 17:00:31
King David-ში სასიამოვნო სიახლეა! საახალწლო აქცია ,,არაჩვეულებრივი 2018“დაიწყო. მსურველებს საშუალება აქვთ საახალწლო აქციის ფარგლებში სასურველი რეზიდენცია 20 თვიანი უპროცენტო შიდა განვადებით შეიძინონ, გადახდა კი ღირებულების მხოლოდ 1%-ით დაიწყონ და დამატებით 8%-იანი ფასდაკლებითაც ისარგებლონ. რეზიდენციის შეძენისთანავე შესაძლებლობა ეძლევათ დაიწყონ სარემონტო სამუშაოები და თანხის არასრულად დაფარვის შემთხვევაშიც კი გადმოვიდნენ საცხოვრებლად. აღსანიშნავია რომ King David...


მსგავსი სიახლეები