ლევან იზორიას განცხადებით, ბიუჯეტიდან თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება 10 მილიონი ლარით გაიზარდა და მომდევნო წელს 680 მილიონი იქნება

access_time2017-10-07 14:05:35

ის თანხა, რაც ბიუჯეტიდან უშუალოდ თავდაცვისთვის სამინისტროსთვის იყო გათვალისწინებული და შეადგენდა 670 მილიონს, 10 მილიონით გაიზარდა და შემდეგ წელს 680 მილიონი იქნება, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ 2018 წელის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით თავდაცვის უწყებისთვის გამოყოფილი თანხის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.



ლევან იზორია გამოეხმაურა ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის შემცირების შესახებ და აღნიშნა, რომ თავდაცვის ბიუჯეტი არის 10 მილიონით გაზრდილი. 

"ის, რაზეც თქვენ საუბრობთ, არის ერთი კონკრეტული პროექტი, რომელიც ანტისაჰაერო სისტემის შესყიდვისთვის იყო 4 წლით გათვალისწინებული. ეს თანხები წელს ამოიწურა, მაგრამ ის თანხა, რაც ბიუჯეტში უშუალოდ თავდაცვის უწყებისთვის იყო გათვალისწინებული და შეადგენდა 670 მილიონს, 10 მილიონით გაიზარდა და შემდეგ წელს იქნება 680 მილიონი. ასე რომ, ჩვენ ნატო-ს მთავარ სტანდარტს, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის 2% იყოს თავდაცვის ბიუჯეტისთვის გათვალისწინებული არა მხოლოდ ვაკმაყოფილებთ, არამედ კიდევ უფრო ვზრდით. ასევე, ნატო-ს ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტანდარტს, რომ შეიარაღებისთვის იყოს 15-დან 20%-მდე მიმართული თავდაცვის ბიუჯეტიდან, ასევე დავაკმაყოფილებთ მომავალში. წელს გვქონდა 3-ჯერ მეტი ზრდა ამ მიმართულებით, ხოლო ამ დამატებითი თანხით გვექნება უკვე ამბიცია, რომ ნატო- ს ამ სტანდარტს თანმიმდევრულად შემდგომი 3 წლის განმავლობაში მივუხლოვდებით", - განაცხადა იზორიამ.


 

"ინტერპრესნიუსი"



აფბა: გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რუსული კომპანიის დირექტორობა დეკლარაციაში დამალა

person access_time2018-02-21 19:41:41
აფბა აგრძელებს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს საქმიანობის კვლევას. როგორც „კომერსანტს“ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციიდან“ აცნობეს, ამ ეტაპზე აფბა-ს  შესწავლის საგანია საგზაო-ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი და ეკონომიკური ასპექტები.   საზოგადოებას უკანასკნელი თვის განმავლობაში წარვუდგინეთ მსხვილ საგზაო პროექტებში არსებული...

WEF : საქართველოს 10 მთავარი რისკი

person access_time2018-02-21 17:11:27
მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა 2018 წლის მსოფლიოს მთავარ რისკებზე კვლევა გამოაქვეყნა. მსოფლიოში მთავარ რისკებად ეკონომიკური მდგომარეობა, გარემოს დაცვითი საკითხები, კიბერუსაფრთხოება და გეოპოლიტიკური ვითარება სახელდება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებული რისკების შესაფასებლად WEF ექსპერტებთან და სახელმწიფო წარმომადგენლებთან ერთად მუშაობს.  კვლევისას რესპოდენტებს ის ძირითადი რისკები უნდა დაესახელებინათ, რომლებიც მომდევნო 10 წელში მათ ბიზნესგეგმებს ყველაზე...

ექვსი ახალი ინიციატივა ბიზნესისათვის - ფინანსთა მინისტრმა საგადასახადო ცვლილებები დაანონსა

person access_time2018-02-21 14:18:44
საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონპროექტი მზადდება, რომელიც 6 ახალ ინიციატივას მოიცავს.   საქართველოს ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განმარტებით, ახალი საგადასახადო ინიციატივის ფარგლებში, რომლის მიზანია მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, იცვლება დაბეგვრასთან დაკავშირებული რეგულაციები.   ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციები, ფაქტობრივად, გათავისუფლდებიან მოგების გადასახადისგან.   უქმდება გრძელვადიანი...

პრივილეგირებული იმპორტი - ქათმის ხორცის მწარმოებლები საგადასახადო დისკრიმინაციაზე ჩივიან

person access_time2018-02-21 15:40:36
საქართველოში  ქათმის ხორცის წარმოება ბიზნესის ერთ-ერთი განვითარებული მიმართულებაა.  მიუხედავად ამისა, ჩვენს ქვეყანაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მაინც დიდი რაოდენობით შემოდის ქათმის ხორც-პროდუქტები, თუმცა ქართველი მომხმარებელი მაინც ადგილობრივ პროდუქტს ანიჭებს უპირატესობას. გარდა ამისა, ადგილობრივ მწარმოებლებს მაინც ექმნებათ პრობლემა ბიზნესის განვითარების და გაფართოების თვალსაზრისით. ამის ერთ-ერთ მიზეზად, წლების განმავლობაში სახელმწიფოს მიერ გატარებული რეფორმები...

„შესაცვლელია მთლიანად სასამართლო სისტემა და არა მოსამართლეები“ - ადვოკატის შეფასებები

person access_time2018-02-21 09:50:42
„კომერციული თვალსაზრისით და, არამხოლოდ, სასამართლო სისტემაში სამი ძირითადი პრობლემაა  მოსაგვარებელი. პირველი - ყველა ადმინისტრაციული დავა სასამართლოში არ უნდა მიდიოდეს. მეორე - სახელმწიფომ თავი უნდა დაანებოს კომერციულ დავებს  და წაახალისოს არბიტრაჟები თუ მედიაციები. მესამე - უნდა გაიზარდოს როგორც მოსამართლეთა რაოდენობა, ასევე მათი შრომითი ანაზღაურება. მსგავსი კომპლექსური მიდგომით შევძლეთ დღეს არსებული პრობლემების მოგვარებას“,-ასე შეაფასა სასამრთლო სისტემაში არსებული...


მსგავსი სიახლეები