„ის, ვინც ზრუნავს...“ - გრიპის უფასო ვაქცინაციის უნიკალური კამპანია „არდისგან“

access_time2017-10-09 09:20:15

“ის ვინც ზრუნავს... ამ სახელოდებით დღეს სადაზღვევო კომპანია “არდი”-ს საკუთარი დაზღვეულებისთვის მორიგი მზრუნველი აქცია დაიწყო.

 

კამპანიის ფარგლებში „არდი“ ზამთრის მოახლოებასთან ერთად საკუთარ დაზღვეულებს სთავაზობს, დროულად დაიწყონ ზრუნვა სეზონური გრიპის საწინააღმდეგოდ. ყველა მსურველს, რომელსაც „არდის“ მოქმედი ჯანმრთელობის დაზღვევის ბარათი აქვს, ვაქცინაციის ჩატარებას უმაღლესი ხარისხის ფრანგული ვაქცინით, სრულიად უფასოდ სთავაზობს!

 

“ამ კამპანიას არდი  უკვე მეორე წელიწადია ატარებს. მაგრამ ახლა გადავწყვიტეთ, რომ წინა წელთან შედარებით ეს აქცია გავრცელდეს არა მხოლოდ რისკ ჯგუფის მქონე დაზღვეულებზე, არამედ ნებისმიერ მსურველზე. ამიტომაც მიმდინარეობს ეს აქცია სახელწოდებით “ის ვინც ზრუნავს...”. ამ შემთხვევაში მზრუნველი მხოლოდ არდი არ არის, არამედ მზრუნველია ყველა ის ჩვენი წინდახედული დაზღვეული, რომელიც ზრუნავს საკუთარ და ძვირფასი ადამიანების ჯანმრთელობაზე. ბოლო რამდენიმე წელიწადია ზამთრის სეზონი ამ დაავადების მასიური გავრცელების კუთხით განსაკუთრებით აგრესიულია. მშობლებს ეშინიათ ხშირად ბავშვების საბავშვო ბაღში გაშვება, ცდება გაკვეთილები... ვაქცინაცია კი გაცილებით მშვიდად ყოფნის საშუალებას იძლევა ასეთ ეპიდემიურ პერიოდშიც კი” - აცხადებს „არდის“ სამედიცინო დაზღვევის დირექტორი ეკა ერგემლიძე.

 

-რომელი ტიპის ვაქცინაცია იქნება გამოყენებული და რა დამატებით რჩევებს მისცემდით თქვენს დაზღვეულებს...

 

-ვაქცინაციისთვის ჩვენ ფრანგული ვაქცინა Vaxigrip შევარჩიეთ, რომელიც  უმაღლესი ხარისხით და მინიმალური გვერდითი ეფექტებით გამოირჩევა. დაზღვეულებს კი ვურჩევდი, რომ ისარგებლონ ამ უნიკალური აქციით და დროულად დაიჭირონ თადარიგი. ვინაიდან ხშირია შემთხვევები, როდესაც ვაქცინაციას მიმართავენ მაშინ, როდესაც ოჯახში უკვე ერთი წევრი დაავადდება სეზონური გრიპით, ან ჰქონდათ კონტაქტი ვირუსის მატარებელ ადამიანთან. სამწუხაროდ, ვაქცინა მომენტალურად არ მოქმედებს და დაახლოებით 2 კვირა სჭირდება, რომ მისი ეფექტი მაქსიმალურად გამოვლინდეს.

 

-როდემდე იმოქმედებს აქცია “ის ვინც ზრუნავს..” და რომელ ქალაქებში იქნება ხელმისაწვდომი ვაქცინაციის ჩატარება არდის დაზღვეულებისთვის?

 

-ითვლება, რომ ვაქცინაციისთვის იდეალური პერიოდი არის ადრე შემოდგომა. შესაბამისად, ჩვენი აქციაც 25 ოქტომბრამდე გაგრძელდება. მომსახურების მიღება კი შესაძლებელი იქნება ამ ეტაპზე 3 ქალაქში - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.

 

-როგორ უნდა ისარგებლონ არდის დაზღვეულებმა ამ კამპანიით?

 

-დაფინანსებასთან ერთად, სერვისის სრულ ორგანიზებას ახდენს არდი. ამისთვის საკმარისია, რომ დაზღვეულმა მოგვწეროს სპეციალურად ამ კამპანიის ფარგლებში შექმნილ ელექტრონულ ფოსტაზე care@ardi.ge ან დაგვიკავშირდნენ ცხელ ხაზზე 0322101010. ჩვენი კვალიფიციური თანამშრომლები მოახდენენ მომსახურების დაგეგმვას დაზღვეულებისთვის და თანაც მაქსიმალურად ხელსაყრელ დროს.

 

ვაქცინაცია გარკვეულწილად იძლევა საშუალებას თავიდან ავიცილოთ ის გართულებები, რაც თან სდევს გრიპს და მინიმუმადე დავიყვანოთ ანტიბიოტიკების და სხვა მედიკამენტოზური საშუალებების მიღება, რომელთაც გვერდითი ეფექტები აქვს,  წლის განმავლობაში შევინარჩუნოთ შრომისუნარიონობა და ჯანმრთელობა.

 

 

(R) 

 



„დამატებითი ტვირთის მოსაზიდად აუცილებელია „ტრანზიტის ხელშეწყობის“ კანონის მიღება“

person access_time2017-12-14 11:00:37
საქართველოს რკინიგზის სატარიფო ცვლილებები დამატებითი ტვირთის მოსაზიდად არასაკმარისია, - ამის შესახებ „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრში“ აცხადებენ. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან დამატებითი ღონისძიებების გატარება, თუნდაც საკანონმდებლო დონეზე „ტრანზიტის ხელშეწყობის“ კანონის შემოღება. ორგანიზაციის ცნობით, 2017 წლის განმავლობაში მეზობელი ქვეყნების ტვირთების მიმართ საქართველოს რკინიგზის მიერ განხორციელებული იქნა, სატარიფო პოლიტიკაში 14...

პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

person access_time2017-12-13 20:31:10
პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი, რომელის საბოლოო ვარიანტი საკანონმდებლო ორგანოს ფინანსთა ახალმა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წარუდგინა, დეპუტატებმა 111 ხმით ერთხმად მიიღეს.   კენჭისყრას წინ უძღვოდა ხანგრძლივი განხილვა და დებატები, რომელიც მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.     სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების მთლიანი მოცულობა, 2017 წელთან შედარებით იზრდება 943,8 მლნ ლარით...

შესყიდვების სააგენტოს განცხადებით "სიტროენ ჯორჯია" 4–ჯერ იყო რეგისტრირებული შავ სიაში

person access_time2017-12-13 19:13:57
„სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მოქალაქე გიორგი გაჩეჩილაძის მიერ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც შეეხებოდა ცალკეული შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ კომპანია „სიტროენ ჯორჯიის" მიმართ, მისი მოსაზრებით, განხორციელებულ არამართლზომიერ და დაუსაბუთებელ ქმედებებს, აღნიშნავს: 2017 წლის 7 აპრილს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გამოაცხადა...

აიეტ კუკავა: „საქართველოს მასშტაბური ღონისძიებების მასპინძლობისთვის რესურსი არ გააჩნია“

person access_time2017-12-14 10:20:32
„საქართველოს მასშტაბური ღონისძიებების მასპინძლობისთვის რესურსი არ გააჩნია. ჩვენთან საერთაშორისო კონფერენციები როდესაც იმართება, წარმოუდგენელია იპოვო ნორმალური სასტუმრო, სადაც 1000 დელეგატი დაეტევა“, - ამის შესახებ „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ აღმასრულებელმა დირექტორმა აიეტი კუკავამ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელიასთან ერთად“ ისაუბრა. რაც შეეხება მიმდინარე წლის შეფასებას, მისი თქმით, წელი წარმატებულად მაშინ ჩაითვლება, როდესაც სოციალური პრობლემები...

King David-ში საახალწლო აქცია „არაჩვეულებრივი 2018“ დაიწყო

person access_time2017-12-13 17:00:31
King David-ში სასიამოვნო სიახლეა! საახალწლო აქცია ,,არაჩვეულებრივი 2018“დაიწყო. მსურველებს საშუალება აქვთ საახალწლო აქციის ფარგლებში სასურველი რეზიდენცია 20 თვიანი უპროცენტო შიდა განვადებით შეიძინონ, გადახდა კი ღირებულების მხოლოდ 1%-ით დაიწყონ და დამატებით 8%-იანი ფასდაკლებითაც ისარგებლონ. რეზიდენციის შეძენისთანავე შესაძლებლობა ეძლევათ დაიწყონ სარემონტო სამუშაოები და თანხის არასრულად დაფარვის შემთხვევაშიც კი გადმოვიდნენ საცხოვრებლად. აღსანიშნავია რომ King David...


მსგავსი სიახლეები