„კომერსანტის“ ექსკლუზივი: საქართველოში ამერიკული კაზინო „ლას ვეგასი“ შემოდის

access_time2017-10-03 09:40:21

საქართველოში ამერიკული კაზინო „ლას ვეგასი“ შემოდის. მსოფლიო ბრენდი ქობულეთში, დასასვენებელ კომპლექსში განთავსდება. საინვესტიციო პროექტის განმახორციელებელი კომპანია კრისტალ ბილდინგის აღმასრულებელი დირექტორი ვანო ლომიძე „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ამერიკულ ბრენდთან მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია.

 

მისი განცხადებით, მსოფლიო ბრენდის კაზინო ქობულეთში, დასასვენებელ კომპლექსში განთავსდება. პროექტი 220 ნომრიანი, 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობას ითვალისწინებს, რომელშიც ღია და დახურული ტიპის აუზები, გასართობი ობიექტები, სამორინე, რესტორნები, კაფე-ბარები, საერთაშორისო ბრენდის სავაჭრო ცენტრი განთავსდება. ლომიძის ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები იმასთან დაკავშირებით, რომ სასტუმროს ოპერატორიც ლას ვეგასი იყოს.

 

კომპლექსში იგეგმება ასევე ფრანგული კაბარე „ლიდოს“ შემოყვანა.

 

კითხვაზე, როგორ დააინტერესა ქართულმა კომპანიამ ამერიკული ცნობილი კაზინოს ბრენდი, ლომიძე განმარტავს, რომ 30 პროცენტი აქ პირადი კონტაქტებია, 70 პროცენტი კი ბიზნესის სწორად გათვლა.

 

„ეს არის აჭარაში ბოლო პერიოდში განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საინვესტიციო პროექტი, რომლითაც რეგიონი ძალიან მნიშვნელოვან ეკონომიკური სარგებელს მიიღებს“-აცხადებს ლომიძე.

 

მისივე განცხადებით, კომპლექსი დაახლოებით 40 000 კვადრატული მეტრის ტერიტორიაზე განთავსდება. კომპანიამ აღნიშნული ფართი დაახლოებით 1 თვეა შეიძინა, ამჯამად კი გეოდეზიური და გეოლოგიური კვლევები მიმდინარეობს. ლომიძის მტკიცებით, 3 თვეში დასრულდება არქიტექტურული პროექტიც.

 

პროექტში  200 მილიონი ლარის ღირებულებისაა და მისი დასრულება 42 თვეში იგეგმება. კომპანია კრისტალ ბილდინგის დამფუძნებელბი არიან როგორც ქართველი, ისე უცხოელი ინვესტორები. მათ შორის, აზერბაიჯანი, აშშ-დან.

 

 

 ავტორი: სოფო ქსოვრელი 



„ავანსის დღგ-ით დაბეგვრა მაღალი საგადასახადო რისკის მქონე დარგებზე უნდა გავრცელდეს“

person access_time2017-12-15 15:30:48
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატს მიაჩნია, რომ ავანსის დღგ-ით დაბეგვრა მაღალი საგადასახადო რისკის მქონე დარგებზე უნდა გავრცელდეს. „ანალიტიკასთან" ინტერვიუში ზურა ძნელაშვილი აცხადებს, რომ 2016 წლის ბოლოსაც, როცა ამ სისტემის დანერგვის შესახებ ბიზნესმა მოულოდნელად გაიგო, ბიზნესომბუდსმენის აპარატმა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიმართვის საფუძველზე, პარლამენტს და აღმასრულებელ შტოებს ავანსის დღგ-ით დაბეგვრის სისტემის მინიმუმ 1 წლით გადავადების თხოვნით მიმართა, მაგრამ...

ნოემბერში ფულადი გზავნილები 24,8%-ით გაიზარდა

person access_time2017-12-15 14:42:40
2017 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 122.1 მლნ აშშ დოლარი, ანუ 326.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც 24.8 პროცენტით (24.3 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2016 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.3 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ...

„ბილაინი“ მომხმარებელს საახალწლოდ, ყველაზე მოთხოვნად მომსახურებას - ულიმიტო ინტერნეტს სთავაზობს

person access_time2017-12-15 13:40:32
კომუნიკაციებისა და ტექნოლოგიების კომპანია ბილაინი მომხმარებელს საახალწლოდ, ყველაზე მოთხოვნად მომსახურებას, ულიმიტო ინტერნეტს სთავაზობს.  16 - 24 დეკემბრის ჩათვლით ბილაინის მომხმარებლებს, შესაძლებლობა ექნება, მხოლოდ 15 ლარად გაიააქტიუროს ულიმიტო, უსწრაფესი ინტერნეტი. მომსახურების ჩართვა შესაძლებელია როგორც ბილაინის მობილური აპლიკაციის „My beeline Georgia “ ს ასევე ვებ გვერდის Beeline.ge და VEON აპლიკაციის საშუალებით....

TI: სსმ-ს სარეკლამო ბაზარზე შემოსვლა მნიშვნელოვნად დააზარალებს კერძო ტელევიზიებს

person access_time2017-12-15 13:50:59
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კვლევის მიზანია, ახალი მენეჯმენტის პირობებში მაუწყებელში მიმდინარე პროცესების შესწავლა და არსებული გამოწვევების დადგენა. კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა მთელი რიგი პრობლემური საკითები: „მაუწყებლობის შესახებ” კანონში მეორე მოსმენით დამტკიცებული ცვლილებები მედიაგარემოზე უარყოფითად აისახება;...

კომერციული ბანკების მიმართ საჩივრები გაიზარდა

person access_time2017-12-15 11:40:13
„საჭიროა, მომხმარებელმა მანამ მიმართოს მარეგულირებელს, სანამ კრედიტს აიღებს, მერე უკვე ძნელდება მისი დაცვა“ საფინანსო ორგანიზაციების მიერ დაზარალებულ მსესხებელთა რაოდენობა საკმაოდ მაღალია. როგორც გაზეთი „რეზონანსი“ წერს,  ამის მიზეზი ხშირ შემთხვევაში მოსახლეობისთვის არასაკმარისი ინფორმაციის მიწოდება და ბანკებისა თუ მიკროსაფინანსოების მიერ თავიანთ სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებებია. სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს,...


მსგავსი სიახლეები