ხელისუფლება ხე-ტყის უკანონო ჭრის პროცესს ვერ აჩერებს - 9 თვეში 1100 უკანონო ფაქტი გამოვლინდა

access_time2017-10-02 10:40:08

ხე-ტყის უკანონო ჭრა ქვეყანაში კვლავ პრობლემად რჩება. ამაზე შესაბამისი სტატისტიკაც მეტყველებს - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარე წლის სექტემბრის ჩათვლით, მათ მიერ უკანონოდ ტყითსარგებლობის 1100-ზე მეტი ფაქტი გამოვლინდა. უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის მოცულობამ  კი 9780,97 მეტრკუბი შეადგინა.

 

პრობლემაზე პარლამენტის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის წევრი გიორგი გაჩეჩილაძეც საუბრობდა, რომელმაც „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ ტყეში რეინჯერების რაოდენობა არასაკმარისია, რაც პრობლემის ერთ-ერთი სათავეა.

 

როგორც „კომერსანტს“ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მთავარმა სახელმწიფო ინსპექტორმა ნელი კორკოტაძემ განუცხადა,  ტყეს ეროვნული სატყეო სააგენტოსთან ერთად აკონტროლებენ, თუმცა რეინჯერების რაოდენობა არასაკმარისია.

 

„არის ადგილები, სადაც რეინჯერების საკმარისი რესურსი არ არის. შესაძლებელია რეინჯერს ჰქონდა გარკვეული ფართობი გასაკონტროლებელი, რომლის ფიზიკურ დაცვას მხოლოდ ერთი ადამიანი ვერ უზრუნველყოფს. ამასთან, გეოგრაფიული მდებარეობის კუთხით, ტყეს შეიძლება რამდენიმე გამოსასვლელი ჰქონდეს და ყველა გასასვლელი ვერ გაკონტროლდეს. დიახ, რეინჯერების რაოდენობა საკმარისი უნდა იყოს“, - აღნიშნა კორკოტაძემ.

 

მისი თქმით, წლიდან წლამდე არაერთი არარეგისტრირებული სახერხი საამქროს გამოვლენა და მათთვის წარმოების უფლების შეჩერება ხდება. განსაკუთრებით ხშირი შემთხვევები სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ფიქსირდება.

 

„სამცხე-ჯავახეთში არალეგალური სახერხი საამქროების არსებობის განსაკუთრებით ბევრი ფაქტი ფიქსირდება. ასეთ საამქროებს რომ გამოვავლენთ, შემდეგ უკვე მათი დემონტაჟი ხდება და სახელმწიფო საკუთრებაში გადადის. არის შემთხვევები, როდესაც უკანონო საამქროები ჩვენი რეაგირების შემდეგ, რეგისტრირდებიან და კანონის ფარგლებში მუშაობას განაგრძობენ. ჩვენ ასევე მკაცრად ვაკონტროლებთ რეგისტრირებულ საამქროებს“, - განაცხადა კორკოტაძემ.

 

რაც შეეხება პრობლემის გადაჭრის გზებს, ნელი კორკოტაძე განმარტავს, რომ სახელმწიფო თვითდამზადების მეთოდზე უნდა გადავიდეს: “ტყის ჭრა და შემდგომ მისი განკარგვა თავად სახელმწიფომ უნდა განახორციელოს. ამით ტყეს დავიცავთ და ბუნებრივი რესურსებისთ სარგებლობა უფრო კვალიფიციურად მოხდება. შემთხვევითი პირები ტყეში ვერ მოხვდებიან. ამჟამად ადამიანები სოციალური ჭრის ფარგლებში შედიან ტყეში. ყველა ადამიანთან მაკონტროლებელი ორგანო ვერ დადგება. როცა სახელმწიფო განკარგავს, იქ მხოლოდ უფლებამოსილი პირები შევლენ.“

 

„კომერსანტი“ პრობლემის შესახებ ეროვნულ სატყეო სააგენტოსაც დაუკავშირდა, რომელიც ასევე ახორციელებს ტყის კონტროლს. როგორც სააგენტოს უფროსის მოადგილე ირაკლი გოდუაძე აღნიშნავს, ხე-ტყის უკანონო ჭრის პრობლემის გადაჭრის მიზნით, მათ ხე-ტყის თვითდამზადება უკვე დაწყებული აქვთ. ასევე, მომავალი წლიდან ტყის მცველების რაოდენობის გაზრდას აპირებენ.

 

„ჩვენ ეტაპობრივად  ჭრებს უკვე ვახორციელებთ. ზოგან საგანმანათლებლო დაწესებულებების შეშით მომარაგება. შემდეგ წლებში დანარჩენ საბიუჯეტო ორგანიზაციებს მოვამარაგებთ, შემდეგ ეტაპზე კი მთლიან მოსახლეობაზე გადავალთ. ტყის მცველების რაოდენობას ყოველ წელს ვზრდით და მომავალ წელს 120-ს დავამატებთ, რომ უკანონო ტყითსარგებლობა მაქსიმალურად შევამციროთ“, - აღნიშნა გოდუაძემ.

 

რაც შეეხება კანონმდებლობის მეტად გამკაცრების საკითხს, ირაკლი გოდუაძის თქმით, ეს მსჯელობის საგანია, თუმცა უკანონო ჭრის ფაქტების შესამცირებლად უფრო მკაცრი სამართლებრივი რეაგირება შესაძლებელია. 

 

ავტორი: თეონა კენჭიაშვილი

 



კახა კალაძე - 53%, ზაალ უდუმაშვილი და ალექსანდრე ელისაშვილი - 14–14% - „გორბის“ ეგზიტპოლის შედეგი

person access_time2017-10-21 22:52:20
ტელეკომპანია ”იმედის” დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ამომრჩეველთა 53%-ის მხარდაჭერა მიიღო.  თანაბარი, 14–14% ერგოთ ზაალ უდუმაშვილსა და ალექსანდრე ელისაშვილს, 5% კი ელენე ხოშტარიას.  ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით თვითმმართველობის არჩევნებზე ეგზიტპოლი შპს „გორბიმ“...

ცესკოს ინფორმაციით, ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში ჯამში 204 საჩივარი შევიდა

person access_time2017-10-21 22:23:18
საერთო ჯამში, ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილია 204 საჩივარი, - ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა.  მისი განცხადებით, ყველაზე მეტი საჩივარი შევიდა მარნეულში, ვაკეში, ნაძალადევსა და ქუთაისში.  „საჩივრები დაიწერა ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მიერ. საჩივრები ძირითადად, ეხება პროცედურულ ხარვეზებს და...

54% კახი კალაძე, 15% ზაალ უდუმაშვილი, 14% ალეკო ელისაშვილი - ედისონ რისერჩის ეგზიტპოლები ცნობილია

person access_time2017-10-21 20:05:38
ედისონ რისერჩის ეგზიტპოლები ცნობილია. საარჩევნო უბნების დახურვისთანავე, ორგანიზაცია სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ეგზიტპოლის შედეგები გამოაქვეყნა. პრეზენტაცია „ქორთიარდ მერიოტში“ იმართება.   უკვე არსებული მონაცემებით პირველ ადგილზეა 54%-ით ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი კახი კალაძე, 15% ნაციონალური მოძრაობის დედაქალაქის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი, ხოლო 14% დამოუკიდებელ...

საია - 18:00 საათისთვის არჩევნებზე ძირითადად პროცედურული დარღვევები ფიქსირდება

person access_time2017-10-21 18:43:31
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, დღის 18:00 საათისთვის, კენჭისყრის მიმდინარეობისას ძირითადად პროცედურული დარღვევები ფიქსირდება.   საიას ცნობით, ამ დროისათვის საარჩევნო დარღვევებზე ორგანიზაციის დამკვირვებლებმა წარადგინეს სულ 52 საჩივარი უბანზე, 35 - ოლქში და 105 შენიშვნა.   გადასატანი ყუთით ხმის მიცემასთან დაკავშირებული პრობლემები: - თერჯოლის #16 უბანზე ამომრჩეველმა...

„მე ხმა მივეცი კიდევ უფრო უკეთეს თბილისს და დარწმუნებული ვარ, რომ თბილისი ნამდვილად ასეთი იქნება“

person access_time2017-10-21 10:40:59
მე ხმა მივეცი კიდევ უფრო უკეთეს თბილისს და დარწმუნებული ვარ, რომ თბილისი ნამდვილად ასეთი იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომელმაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარ არჩევანი საბურთალოზე, მე-4 ოლქის 24-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. ის უბანზე მეუღლესთან და შვილებთან ერთად მივიდა. „ხმა მივეცი თბილისს, რომელშიც ყველას ეხალისება ცხოვრება, სადაც ურბანული ტრანსპორტი მოწესრიგებულია, სადაც მწვანე ზონებია...

CNNMoney: კატალონიის კრიზისმა ბარსელონაში ტურისტების რაოდენობა შეამცირა

person access_time2017-10-20 19:00:11
კატალონიაში წარმოქმნილი პოლიტიკური კრიზისის გამო ესპანეთის ეკონომიკურად ყველაზე აქტიურ რეგიონს უფრო ნაკლები ტურისტი სტუმრობს. CNNMoney-ის ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით, კატალონიის მიმართულებით თვითმფრინავის ბილეთების ჯავშნები 17%-ით არის შემცირებული.   დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით 1-ელ ოქტომბერს კატალონიაში რეფერენდუმი ჩატარდა. რეგიონის სეპარატისტულ მთავრობას დამოუკიდებლობის მოპოვება სურს, რასაც მადრიდი ძალის გამოყენებით დაუპირისპირდა. შედეგად, მსოფლიოშ ერთ-ერთ...

CNBC: ბიტკოინის ფასი $10,000-ს გადაცდება

person access_time2017-10-21 16:00:22
ამერიკული მედიასაშუალების, CNBC-ის გამოკითხვის შედეგებით, გამოკითხულთა ნახევარი მიიჩნევს, რომ ბიტკოინის ფასი $10,000-ს გადააჭარბებს. გამოკითხვა ერთი კვირის განმავლობაში CNBC-ის საიტზე მიმდინარეობდა, რომელშიც 23,118-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.   ანალოგიური მოსაზრება აქვს ჰეჯ ფონდის ყოფილ მენეჯერს, მაიკლ ნოვოგრაცს, რომელმაც ინტერვიუში ბიტკოინთან დაკავშირებით კომენატარი გააკეთა. ნოვოგრაცის აზრით, მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული კრიპტოვალუტის ღირებულება მომდევნო 10 თვის...

2018 წლიდან რეგულაციების გამკაცრება აირბალონზე მომუშავე ავტომობილებისთვისაც იგეგმება

person access_time2017-10-20 18:00:52
საქართველოში ე.წ. ტექდათვალიერება რომ უნდა აღდგეს, ამაზე აღარავინ კამათობს. ჩვენს ქუჩებში ათასობით შეუმოწმებელი ავტომობილი მოძრაობს, რომელიც უსაფრთხოების მინიმალურ სტანდარტებსაც ვერ აკმაყოფილებს. პირველ რიგში ეს გაზზე მომუშავე ავტომობილებს ეხება. ამ კატეგორიის ავტომობილების ინსპექტირება რამდენიმე თვის წინ უნდა დაწყებულიყო, მაგრამ შემოწმების პროცესი ერთ წერტილზე გაიყინა, ეს მაშინ, როცა ინსპექტირების დასრულების ბოლო ვადად თავიდან 2018 წლის 1-ლი იანვარი სახელდებოდა.   ჩვენ...

,,ავზებში სადაც ინახება საწვავი, არ ხდება მათი რეცხვა, შესაბამისად, ჩვენ ვასხამთ დაბინძურებულ ბენზინს’’

person access_time2017-10-21 14:00:52
,,მნიშვნელოვანია თუ რამდენად კვალიფიციური იქნება პერსონალი, ვინც შეამოწმებს ავტომობილებს’’   მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, საქართველო პირველ ადგილზეა მსოფლიოს იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც ჰაერის დაბინძურების გამო ყველაზე მეტი ადამიანის გარდაცვალება ხდება. 100 ათას ადამიანზე 300 გარდაცვალება. ძირითადი მიზეზი გაუმართავი და მოძველებული სატრანსპორტო საშუალებებია. ჰაერის დაბინძურების 75 პროცენტი ავტომობილების გამონაბოლქვზე...

გიორგი სამანიშვილი: „2017 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპორტზე 50 მილიონ ბოთლზე მეტი ღვინო გავიდა“

person access_time2017-10-21 10:00:05
„ღვინის ექსპორტის ზრდა ფიქსირდება, როგორც ტრადიციულ, ასევე, ახალ საექსპორტო ბაზრებზე“, - ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელიასთან ერთად“ ისაუბრა.   რამდენიმე დღის წინ, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოს ამდენი ღვინო არ გაუყიდია, არც თანხობრივად და არც...


მსგავსი სიახლეები