ონლაინ-სესხების ბიზნესი ბანკებმა წაიღეს?! – “ბანკები ალტერნატიული ფულის წყაროს კლავენ“

access_time2017-09-28 09:00:57

 

სასესხო პროდუქტს, რომელიც ქართულ საფინანსო ბაზარზე ონლაინ–სესხების გამცემმა კომპანიებმა შემოიტანეს და რომელიც წლების განმავლობაში საკმაოდ წარმატებულადაც მუშაობდა, დღეს მომხმარებელს უკვე ქართული კომერციული ბანკებიც სთავაზობენ. საუბარია სწრაფ, მაღალპროცენტიან ონლაინ სესხებზე.

 

კომერციული ბანკების ნაწილმა მომხმარებლისთვის სწრაფი სესხის შეთავაზება აქტიურად დაიწყო. სესხის დამტკიცება ხშირ შემთხვევაში წინასწარ ხდება, ზოგჯერ კი მომხმარებელს სპეციალური აპლიკაციის შევსება უწევს. სწრაფი სესხი ძირითადად 1000 ლარამდე გაიცემა, სესხის დაფარვის ვადა კი ერთ წელიწადია. ასეთი კრედიტის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 81–96%–ის ფარგლებში მერყეობს. სესხის გაცემის საკომისო საშუალოდ 50–60 ლარს შეადგენს. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში იფარება მხოლოდ პროცენტი, ერთი წლის შემდეგ კი კლიენტს ძირი თანხის გადახდის ვალდებულება აქვს.

 

 

გთავაზობთ ერთ–ერთი კომერციული ბანკის მიერ შეთავაზებულ პირობებს სწრაფ სესხზე:

 

სესხის მოცულობა 1000 ლარი

 

გასატანი თანხის მოცულობა – 950 ლარი

 

კრედიტის საკომისიო – 50 ლარი

 

ყოველთვიური შენატანი  – 50 ლარი

 

ვადაგადაცილების ყოველდღიური ჯარიმა – 4,1 ლარი

 

შენატანის ჯამური ოდენობა – 1 600 ლარი

 

სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 81,62%

 

აღსანიშნავია, რომ ყოველთვიურ შენატანში იგულისხმება მხოლოდ სესხით მომსახურების ყოველთვიური საკომისიო,  სესხის ვადის ბოლოს შესატანი თანხა იანგარიშება - სესხით მომსახურების ყოველთვიური საკომისიოს დამატებული ძირითადი თანხა.

 

ეს არის ერთი კომერციული ბანკის მაგალითი სესხის ერთ კონკრეტულ მოცულობაზე, სხვა ბანკებს წლიური საპროცენტო განაკვეთი უფრო მაღალი აქვს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ის 96%–მდეც კი ადის.

 

„კომერციულმა ბანკებმა რეალურად მიიღეს უკვე გამზადებული ბაზარი და გამზადებული პროდუქტი. იმისათვის, რომ ახალი პროდუქტი შეექმნათ, სპეციალური კვლევა უნდა ჩაეტარებინათ. ახლა ამ კვლევის აუცილებლობა არ არსებობს, რადგან აქვთ დროში გამოცდილი პროდუქტი. უბრალოდ, შეფუთეს და გამოუშვეს ბაზარზე, ანუ გაიიოლეს საქმე“, – აცხადებს „კომერსანტთან“ საუბრისას ფინანსისტი ირაკლი ბერძენაძე.

 

მისივე თქმით, კომერციული ბანკები  ბაზარზე პროდუქტის – სწრაფი ონლაინ სესხის გამოტანით გადავიდნენ რისკიანი სესხების დაფინანსებაზე. ამით კი, ბერძენაძის თქმით, რეალურად ბანკი არაფერს კარგავს, რადგან ერთის მხრივ ის იბრუნებს კლიენტებს, რომლებსაც ჰქონდათ პარალელური სესხი და მუშაობს პრინციპით – „ჰქონდეს ვალი კლიენტს მხოლოდ მასთან“.

 

„ამით კომერციული ბანკი სწრაფი სესხების კომპანიებს არათუ კლიენტებს, არამედ უკვე ჯანსაღ პორტფელს ართმევს. ონლაინ–სესხების კომპანიებს ჰქონდათ თავისი ჯანსაღი პორტფელი და ჰყავდათ კლიენტურა, რომელსაც უკვე ბანკი წაიყვანს და ბანკი მიიღებს სარგებელს ამ ყველაფრით. რეალურად,  ბანკები ალტერნატიული ფულის წყაროს კლავენ“, – განაცხადა ბერძენაძემ.

 

მისივე თქმით, აუცილებელია, რომ ამ პროცესში ეროვნული ბანკი ჩაერთოს. „რეგულატორმა უნდა გაითვალისწინოს წვრილი გამსესხებელი კომპანიების ინტერესები და ბანკებს გარკვეული შეზღუდვა უნდა დაუწესოს თუნდაც საპროცენტო განაკვეთებზე, რადგან თუ ბანკიც და წვრილი გამსესხებელიც ერთ პროცენტში (მაღალში) გასცემს სესხს, მაშინ აქ უკვე კონკურენციაზე ფიქრი ზედმეტია“, – განაცხადა ბერძენაძემ.

 

 

კომერსანტი

 

 



კახა კალაძე - 53%, ზაალ უდუმაშვილი და ალექსანდრე ელისაშვილი - 14–14% - „გორბის“ ეგზიტპოლის შედეგი

person access_time2017-10-21 22:52:20
ტელეკომპანია ”იმედის” დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ამომრჩეველთა 53%-ის მხარდაჭერა მიიღო.  თანაბარი, 14–14% ერგოთ ზაალ უდუმაშვილსა და ალექსანდრე ელისაშვილს, 5% კი ელენე ხოშტარიას.  ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით თვითმმართველობის არჩევნებზე ეგზიტპოლი შპს „გორბიმ“...

ცესკოს ინფორმაციით, ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში ჯამში 204 საჩივარი შევიდა

person access_time2017-10-21 22:23:18
საერთო ჯამში, ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილია 204 საჩივარი, - ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა.  მისი განცხადებით, ყველაზე მეტი საჩივარი შევიდა მარნეულში, ვაკეში, ნაძალადევსა და ქუთაისში.  „საჩივრები დაიწერა ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მიერ. საჩივრები ძირითადად, ეხება პროცედურულ ხარვეზებს და...

54% - კახი კალაძე, 16% - ზაალ უდუმაშვილი - ედისონ რისერჩის ეგზიტპოლის საბოლოო შედეგი

person access_time2017-10-21 23:20:38
ორგანიზაცია ”ედისონ რისერჩის” მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის საბოლოო შედეგების თანახმად, ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ამომრჩეველთა 54%-ის მხარდაჭერა მიიღო, ხოლო მეორე ადგილი ”ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა 16%-ით დაიკავა. რაც შეეხება დამოუკიდებელ კანდიდატ ალეკო ელისაშვილს, ეგზიტპოლების თანახმად, მან ამომრჩეველთა 15%-ის მხარდაჭერა...

საია - 18:00 საათისთვის არჩევნებზე ძირითადად პროცედურული დარღვევები ფიქსირდება

person access_time2017-10-21 18:43:31
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, დღის 18:00 საათისთვის, კენჭისყრის მიმდინარეობისას ძირითადად პროცედურული დარღვევები ფიქსირდება.   საიას ცნობით, ამ დროისათვის საარჩევნო დარღვევებზე ორგანიზაციის დამკვირვებლებმა წარადგინეს სულ 52 საჩივარი უბანზე, 35 - ოლქში და 105 შენიშვნა.   გადასატანი ყუთით ხმის მიცემასთან დაკავშირებული პრობლემები: - თერჯოლის #16 უბანზე ამომრჩეველმა...

„მე ხმა მივეცი კიდევ უფრო უკეთეს თბილისს და დარწმუნებული ვარ, რომ თბილისი ნამდვილად ასეთი იქნება“

person access_time2017-10-21 10:40:59
მე ხმა მივეცი კიდევ უფრო უკეთეს თბილისს და დარწმუნებული ვარ, რომ თბილისი ნამდვილად ასეთი იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომელმაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარ არჩევანი საბურთალოზე, მე-4 ოლქის 24-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. ის უბანზე მეუღლესთან და შვილებთან ერთად მივიდა. „ხმა მივეცი თბილისს, რომელშიც ყველას ეხალისება ცხოვრება, სადაც ურბანული ტრანსპორტი მოწესრიგებულია, სადაც მწვანე ზონებია...

CNNMoney: კატალონიის კრიზისმა ბარსელონაში ტურისტების რაოდენობა შეამცირა

person access_time2017-10-20 19:00:11
კატალონიაში წარმოქმნილი პოლიტიკური კრიზისის გამო ესპანეთის ეკონომიკურად ყველაზე აქტიურ რეგიონს უფრო ნაკლები ტურისტი სტუმრობს. CNNMoney-ის ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით, კატალონიის მიმართულებით თვითმფრინავის ბილეთების ჯავშნები 17%-ით არის შემცირებული.   დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით 1-ელ ოქტომბერს კატალონიაში რეფერენდუმი ჩატარდა. რეგიონის სეპარატისტულ მთავრობას დამოუკიდებლობის მოპოვება სურს, რასაც მადრიდი ძალის გამოყენებით დაუპირისპირდა. შედეგად, მსოფლიოშ ერთ-ერთ...

CNBC: ბიტკოინის ფასი $10,000-ს გადაცდება

person access_time2017-10-21 16:00:22
ამერიკული მედიასაშუალების, CNBC-ის გამოკითხვის შედეგებით, გამოკითხულთა ნახევარი მიიჩნევს, რომ ბიტკოინის ფასი $10,000-ს გადააჭარბებს. გამოკითხვა ერთი კვირის განმავლობაში CNBC-ის საიტზე მიმდინარეობდა, რომელშიც 23,118-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.   ანალოგიური მოსაზრება აქვს ჰეჯ ფონდის ყოფილ მენეჯერს, მაიკლ ნოვოგრაცს, რომელმაც ინტერვიუში ბიტკოინთან დაკავშირებით კომენატარი გააკეთა. ნოვოგრაცის აზრით, მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული კრიპტოვალუტის ღირებულება მომდევნო 10 თვის...

2018 წლიდან რეგულაციების გამკაცრება აირბალონზე მომუშავე ავტომობილებისთვისაც იგეგმება

person access_time2017-10-20 18:00:52
საქართველოში ე.წ. ტექდათვალიერება რომ უნდა აღდგეს, ამაზე აღარავინ კამათობს. ჩვენს ქუჩებში ათასობით შეუმოწმებელი ავტომობილი მოძრაობს, რომელიც უსაფრთხოების მინიმალურ სტანდარტებსაც ვერ აკმაყოფილებს. პირველ რიგში ეს გაზზე მომუშავე ავტომობილებს ეხება. ამ კატეგორიის ავტომობილების ინსპექტირება რამდენიმე თვის წინ უნდა დაწყებულიყო, მაგრამ შემოწმების პროცესი ერთ წერტილზე გაიყინა, ეს მაშინ, როცა ინსპექტირების დასრულების ბოლო ვადად თავიდან 2018 წლის 1-ლი იანვარი სახელდებოდა.   ჩვენ...

,,ავზებში სადაც ინახება საწვავი, არ ხდება მათი რეცხვა, შესაბამისად, ჩვენ ვასხამთ დაბინძურებულ ბენზინს’’

person access_time2017-10-21 14:00:52
,,მნიშვნელოვანია თუ რამდენად კვალიფიციური იქნება პერსონალი, ვინც შეამოწმებს ავტომობილებს’’   მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, საქართველო პირველ ადგილზეა მსოფლიოს იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც ჰაერის დაბინძურების გამო ყველაზე მეტი ადამიანის გარდაცვალება ხდება. 100 ათას ადამიანზე 300 გარდაცვალება. ძირითადი მიზეზი გაუმართავი და მოძველებული სატრანსპორტო საშუალებებია. ჰაერის დაბინძურების 75 პროცენტი ავტომობილების გამონაბოლქვზე...

გიორგი სამანიშვილი: „2017 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპორტზე 50 მილიონ ბოთლზე მეტი ღვინო გავიდა“

person access_time2017-10-21 10:00:05
„ღვინის ექსპორტის ზრდა ფიქსირდება, როგორც ტრადიციულ, ასევე, ახალ საექსპორტო ბაზრებზე“, - ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელიასთან ერთად“ ისაუბრა.   რამდენიმე დღის წინ, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოს ამდენი ღვინო არ გაუყიდია, არც თანხობრივად და არც...


მსგავსი სიახლეები