„როდესაც ბანკის მოგებაში ჯარიმებიდან  მიღებული შემოსავალი უფრო მეტია, ვიდრე საბანკო საქმიანობიდან, ეს კარგი არ არის“

„როდესაც ბანკის მოგებაში ჯარიმებიდან მიღებული შემოსავალი უფრო მეტია, ვიდრე საბანკო საქმიანობიდან, ეს კარგი არ არის“

access_time2017-09-19 17:00:06

„ეროვნული ბანკი ცდილობს, რომ ბანკების არაპროფილური საქმიანობა დაიძლიოს, მაგრამ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ხვრელები არ უნდა დარჩეს, ძალიან მახვილი თვალია საჭირო“, – ასე ეხმაურება პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც კომერციული ბანკების მიერ არაპროფილური აქტივების გამიჯვნას ეხება.

 

როგორც რომან კაკულიამ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელიასთან ერთად“ განაცხადა, თავის დროზე, როდესაც ჩაითვალა, რომ ბანკები საბაზრო ეკონომიკის ხერხემალია, მათთვის ბევრი შეღავათი დაწესდა, რის შედეგადაც ჩვენმა ბანკებმა მომსახურების თვალსაზრისით მიაღწიეს იმ სტანდარტს, როგორც ევროპის ბევრ ქვეყანაშია. „შემდეგ იმის გამო, რომ დაფინანსების სხვა ალტერნატივები არ არსებობდა მოიტანა ის სიტუაცია, რაშიც დღეს ვართ. ჩემი თანამდებობის ადამიანს არ შეიძლება არ ესმოდეს ბანკის მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში. მაგრამ როდესაც ბანკი მოგების მოცულობაში ჯარიმებით მიღებული შემოსავალი უფრო მეტია, ვიდრე საბანკო საქმიანობით, ეს კარგი არ არის“, – განაცხადა კაკულიამ.

 

მისივე თქმით, ეროვნული ბანკი ცდილობს, რომ ბანკების არაპროფილური საქმიანობა დაიძლიოს, მაგრამ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ხვრელები არ უნდა დარჩეს, ძალიან მახვილი თვალია საჭირო.


 

„რატომ აბანდებენ ქართველი ინვესტორები ფულს შვეიცარიის ბანკებში? იმ დრომდე, ვიდრე ეს ადამიანები – ქართველი ინვესტორები არ დააბანდებენ ფულს საქართველოში, არარეალურია შვეიცარიელს უთხრა აქ ჩამოვიდეს და ფული ჩადოს. რატომ არ აბანდებენ ქართველები ფულს აქ – ამის რეალური მიზეზი უნდა დავინახოთ. ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ მათ ჰქონდათ ბანკების შიში, რათა ისინი კონკურენციაში შევიდოდნენ. მშენებლობაში, რომ გინდა თანხის ჩადება და იცი, რომ ბანკს რამდენიმე კომპანია აქვს ამ ბიზნესში - მასთან სესხს ვერ აიღებ. ეს არ არის ბანკების წინააღმდეგ გალაშქრება, ეს არის რეალობის დანახვის მცდელობა. ამიტომ არაპროფილური აქტივების ფლობა კანონმდებლობის დონეზე უნდა განისაზღვროს, ამას მთელ მსოფლიოში ებრძვიან და საქართველო გამონაკლისი არ არის“, – განაცხადა კაკულიამ.

 

 



რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა

რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა
person access_time2018-04-22 13:00:52
დღეს...

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“
person access_time2018-04-22 16:00:24
ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ანდრია გვიდაინმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელაისთან ერთად“. მისი თქმით, კომერციული ბანკების ინტერესში არ შედის  კაპიტალის მოძიებისთვის ალტერნატიული წყაროები გაჩნდეს.   „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა თავიდან ბოლომდე მორგებულია მხოლოდ იპოთეკური და ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე. მათ შორის...

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...


მსგავსი სიახლეები