მაია ბითაძე ორჰუსის კონვენციის ბიუროს თავმჯდომარედ ხელმეორედ აირჩიეს

access_time2017-09-14 11:41:21

მაია ბითაძე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე, ხელმეორედ ერთხმად იქნა არჩეული ორჰუსის კონვენციის ბიუროს თავმჯდომარედ, რომელიც ამავდროულად წარმოადგენს კონვენციის მხარეთა შეხვედრის სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარესაც.

 

ქ. ბუდვაში (მონტენეგრო) გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNEჩE) „გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის და ამ სფეროში მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის შესახებ" კონვენციის (ორჰუსის კონვენციის) ეგიდით კონვენციის მხარეთა მეექვსე შეხვედრა მიმდინარეობს. ასევე, იმართება „დამაბინძურებელ ნივთიერებათა გარემოში გაშვებისა და მათი გადატანის შესახებ" ორჰუსის კონვენციის ოქმის (Pღთღს) მხარეთა გაერთიანებული შეხვედრის მაღალი დონის სეგმენტი და Pღთღს-ის მხარეთა შეხვედრები.

 


ორჰუსის კონვენციის მხარეთა შეხვედრას თავმჯდომარეობს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე. საქართველოს სახელით შეხვედრებში მონაწილეობს საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი, ორჰუსის კონვენციის ეროვნული პასუხისმგებელი პირი ნინო გოხელაშვილი.

 

შეხვედრაზე UNEჩE-ის რეგიონის წევრი ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ ‎2014-2017 წლებში ორჰუსის კონვენციის და მისი ოქმის ფარგლებში მიღწეულ შედეგებსა და გამოწვევებს. ასევე, დაგეგმილია ისეთ მნიშვნელოვან დოკუმენტების მიღება, როგორიცაა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და საერთაშორისო ფორუმებში საზოგადოების მონაწილეობის და ამ სფეროში მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის შესახებ შემუშავებული ანგარიშები, ‎2018-2022 წლების სამოქმედო გეგმა, კონვენციის ფინანსური მექანიზმი, კონვენციისა და მისი ოქმის შესრულების კომიტეტის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები სამდივნოში შესულ სარჩელებთან დაკავშირებით და ბუდვას მინისტრთა დეკლარაცია.

 



869,7 მილიონი ლარი ერთ წელიწადში - კომერციული ბანკების წმინდა მოგება რეკოდრულად გაიზარდა

person access_time2018-01-19 12:00:45
დეკემბერში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 152 563 000 ლარით გაიზარდა. შესაბამისად, 2017 წლის იანვარ-დეკემბერში ბანკების წმინდა მოგებამ 869 798 000 ლარი შეადგინა, რაც 28%-ით, 190,6 მილიონი ლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2016 წლის იანვარ-დეკემბერში კომერციულმა ბანკებმა 679 101 000 ლარის წმინდა მოგება მიიღეს.     რაც შეეხება მოგების გადასახადს, საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, კომერციული ბანკებმა დეკემბერში ბიუჯეტში...

„კომერსანტის“ შეკითხვა საქართველოს პარლამენტის წევრებს!

person access_time2018-01-18 19:00:52
მედიაჰოლდინგი „კომერსანტი“ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს შეკითხვით მიმართავს. ხელისუფლებაში მეორე ვადით მოსული მმართველი პარტიის მთავარი ლოზუნგი „კეთილდღეობა და სწრაფი განვითარებაა“. ამ ფონზე კი გადახდისუუნარო მოსახლეობის რიცხვი წლიდან წლამდე მატულობს. საქართველოს მოსახლეობის 6,3% გადახდისუუნაროა. აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაცემებით, ბაზაში ჩანაწერების რაოდენობამ უკვე 234 ათასს გადააჭარბა, რაც თითქმის 4,7...

„ვაქცინები, რომლებიც დღეს არის საქართველოში არის მაღალხარისხიანი“ - დავით სერგეენკო ვაქცინაციაზე დამატებით განმარტებებს აკეთებს

person access_time2018-01-18 18:30:48
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ვაქცინაციასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებებს აკეთებს. როგორც მინისტრმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გავრცელებული ინფორმაცია, რომ იმუნიზაციის პროგრამით, სავარაუდოდ, ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველი 29 ათასი ვაქცინა გაიხარჯა, სიმართლეს არ შეესაბამება. „გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. სიმართლეს არ შეესაბამება არცერთი პუნქტი. პირველი, რომ ეს პრობლემა ვრცელდებოდა მთლიანად იმუნიზაციის...

ფინელი მეცნიერები ლუდომანიის სამკურნალო სპრეის შექმნაზე მუშაობენ

person access_time2018-01-19 13:00:22
ფინეთის ჯანმრთელობის და კეთილდღეობის ინსტიტუტის მეცნიერები მუშაობენ წამალზე, რომელიც ლუდომანებს, ანუ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ ადამიანებს მავნე ჩვევისგან განკურნავს. ეს იქნება ცხვირის სპრეი, რომლის აპრობირება 30-მა მოხალისემ უკვე გაიარა.   ეს არ არის ფინელი მეცნიერების პირველი მცდელობა - ადრე ისინი ცდილობდნენ ლუდომანიის მკურნალობას აბებით, თუმცა ამ იდეამ წამლის ნელი მოქმედების გამო არ გაამართლა.   „მოთამაშეები ძალიან აზარტულები არიან. სურვილი...

მსესხებლის გარდაცვალების შემთხვევაში შესაძლოა, მისი სამართალმემკვიდრე მოიძებნოს

person access_time2018-01-18 17:24:15
იმ შემთხვევაში, თუ სესხის ამღები პირი გარდაიცვალა, სესხის ამომღებ კომპანიას ამ სესხის მოთხოვნის უფლება აქვს, – განაცხადა პრობლემური აქტივების ბიუროს დირექტორმა, ლაშა ნოზაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“. „ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, გარდაცვლილი პირის სამართალმემკვიდრე მოიძებნოს, რაც სამართალდარღვევა არ არის“, – განაცხადა ლაშა ნოზაძემ. მისივე თქმით, თუ ონლაინსესხების კომპანია კონკრეტული მომხმარებლის წინააღმდეგ...


მსგავსი სიახლეები