ევროპარლამენტარები საქართველოს შენგენის ზონაში გაწევრიანების რეკომენდაციით გამოდიან

access_time2017-09-13 18:09:00

ევროპარლამენტარები საქართველოს შენგენის ზონაში გაწევრიანების რეკომენდაციით გამოდიან, - ამის შესახებ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის შესახებ მომზადებული ანგარიშის მომხსენებელმა, ლაიმა ანდრიკიენემ „პირველ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

„ევროპარლამენტი გამოდის რეკომენდაციით, ამ ქვეყნების შენგენის ზონაში ინტეგრაცია მოხდეს. რა თქმა უნდა, ყველაფერს დასჭირდება დრო, თუმცა ამ დროის განმავლობაში საქართველომ უნდა მიიღოს კანონები, მოახდინოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია, რათა კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროპას. თუმცა, ჩემი აზრით, ადრე თუ გვიან, საქართველო გახდება შენგენის ზონის წევრი. ყველაფერი თქვენს სურვილზე, მონდომებასა და რეფორმებზეა დამოკიდებული. შეიძლება, ეს მოხდეს 10 წელიწადში ან უფრო ადრე“, - ამბობს ანდრიკიენე.

 

მისივე თქმით, საქართველომ უნდა გააგრძელოს რეფორმები და დაუახლოვდეს ევროკავშირს, რათა სხვა ევროპულ პროგრამებსა და ინიციატივებშიც ჩაერთოს. მათ შორის, ანდრიკიენემ ევროკავშირის საბაჟო კავშირიც დაასახელა. ევროპარლამენტის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების პირველი განხილვა სტრასბურგში 14 სექტემბერს გაიმართება. 

 

1tv.ge

 



რეგიონების მასშტაბით, 63-ვე საკრებულოში უმრავლესობით „ქართული ოცნება“ შედის

person access_time2017-10-22 09:53:21
რეგიონების მასშტაბით, 63-ვე საკრებულოში უმრავლესობით „ქართული ოცნება“ შედის 09:31 22-10-2017 რეგიონების მასშტაბით, 63-ვე საკრებულოში უმრავლესობით „ქართული ოცნება“ შედის თბილისის გარდა, საქართველოს მასშტაბით 63-ვე ოლქში, პროპორციულ არჩევნებში „ქართული ოცნება“ ლიდერობს.   ცესკოს მიერ 3644 უბნიდან ამ დროისთვის გამოქვეყნებული 2268 უბნის მონაცემებით, თითქმის ყველა ოლქში მმართველი პარტიის მხარდაჭერა 50 %-ზე მაღალია.   უფრო...

ცესკოს წინასწარი შედეგები ცნობილია

person access_time2017-10-22 03:41:06
ცესკოს წინასწარი შედეგების თანახმად, თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძე ლიდერობს ცესკოს წინასწარი შედეგების თანახმად, თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძე ლიდერობს.   როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ გვიან ღამით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ ეტაპზე დედაქალაქის მასშტაბით 737 უბნიდან 165 უბანია დათვლილი და ამ მონაცემების მიხედვით, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა კახა კალაძემ ამომრჩეველთა ხმების 51.4%...

კახა კალაძე - 53%, ზაალ უდუმაშვილი და ალექსანდრე ელისაშვილი - 14–14% - „გორბის“ ეგზიტპოლის შედეგი

person access_time2017-10-21 22:52:20
ტელეკომპანია ”იმედის” დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ამომრჩეველთა 53%-ის მხარდაჭერა მიიღო.  თანაბარი, 14–14% ერგოთ ზაალ უდუმაშვილსა და ალექსანდრე ელისაშვილს, 5% კი ელენე ხოშტარიას.  ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით თვითმმართველობის არჩევნებზე ეგზიტპოლი შპს „გორბიმ“...

ცესკოს ინფორმაციით, ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში ჯამში 204 საჩივარი შევიდა

person access_time2017-10-21 22:23:18
საერთო ჯამში, ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილია 204 საჩივარი, - ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა.  მისი განცხადებით, ყველაზე მეტი საჩივარი შევიდა მარნეულში, ვაკეში, ნაძალადევსა და ქუთაისში.  „საჩივრები დაიწერა ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მიერ. საჩივრები ძირითადად, ეხება პროცედურულ ხარვეზებს და...

54% - კახა კალაძე, 16% - ზაალ უდუმაშვილი - ედისონ რისერჩის ეგზიტპოლის საბოლოო შედეგი

person access_time2017-10-21 23:20:38
ორგანიზაცია ”ედისონ რისერჩის” მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის საბოლოო შედეგების თანახმად, ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ამომრჩეველთა 54%-ის მხარდაჭერა მიიღო, ხოლო მეორე ადგილი ”ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა 16%-ით დაიკავა. რაც შეეხება დამოუკიდებელ კანდიდატ ალეკო ელისაშვილს, ეგზიტპოლების თანახმად, მან ამომრჩეველთა 15%-ის მხარდაჭერა...

საია - 18:00 საათისთვის არჩევნებზე ძირითადად პროცედურული დარღვევები ფიქსირდება

person access_time2017-10-21 18:43:31
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, დღის 18:00 საათისთვის, კენჭისყრის მიმდინარეობისას ძირითადად პროცედურული დარღვევები ფიქსირდება.   საიას ცნობით, ამ დროისათვის საარჩევნო დარღვევებზე ორგანიზაციის დამკვირვებლებმა წარადგინეს სულ 52 საჩივარი უბანზე, 35 - ოლქში და 105 შენიშვნა.   გადასატანი ყუთით ხმის მიცემასთან დაკავშირებული პრობლემები: - თერჯოლის #16 უბანზე ამომრჩეველმა...

„მე ხმა მივეცი კიდევ უფრო უკეთეს თბილისს და დარწმუნებული ვარ, რომ თბილისი ნამდვილად ასეთი იქნება“

person access_time2017-10-21 10:40:59
მე ხმა მივეცი კიდევ უფრო უკეთეს თბილისს და დარწმუნებული ვარ, რომ თბილისი ნამდვილად ასეთი იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომელმაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარ არჩევანი საბურთალოზე, მე-4 ოლქის 24-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. ის უბანზე მეუღლესთან და შვილებთან ერთად მივიდა. „ხმა მივეცი თბილისს, რომელშიც ყველას ეხალისება ცხოვრება, სადაც ურბანული ტრანსპორტი მოწესრიგებულია, სადაც მწვანე ზონებია...

ლადო პაპავა - „ინფლაციის თარგეთირების დღევანდელი მექანიზმი დრომოჭმულია“

person access_time2017-10-22 16:00:00
ინფლაციის მაჩვენებელი საქართველოში 6.2%-ს შეადგენს. თემაზე, თუ როგორ შეიძლება ოფიციალური რეალური ინფლაციის დარეგულირება და მიზნობრივ მაჩვენებლზე მიყვანა, გადაცემაში „ბიზნესკოდი“ ეკონომიკის ექსპერტმა ლადო პაპავამ ისაუბრა.   – როგორც ვიცით, ინფალციის მიზნობრივ მაჩვენებელად 4% იყო განსაზღვრული. დღეს, რეალურად გვაქვს 6.2%, რომელიც წლის ბოლომდე შესაძლოა კიდევ გაიზარდოს. თქვენი აზრით, რა არის პრობლემა და როგორ შეიძლება ამ...

ფინანსური ტექნოლოგიების სპეციალისტი, ინჟინერი, კოსმონავტი – მომავლის 11 მაღალტექნოლოგიური პროფესია

person access_time2017-10-22 20:00:08
რობოტების ეპოქის დადგომის ფონზე ბევრი სპეციალისტი შიშობს, რომ მალე ისინი სამსახურის გარეშე დარჩებიან. მძღოლები, ბუღალტრები, იურისტები, მოლარე–ოპერატორები უახლოეს 20–30 წელიწადში სერიოზული კონკურენციის წინაშე აღმოჩნდებიან ხელოვნურ ინტელექტთან და კომპიუტერულ მოწყობილობებთან. წარმოგიდგენთ მომავლის 10 ტექნოლოგიურ პროფესიას, რომლის სწავლაც ახლავე უნდა დაიწყოთ.   ინჟინერ-რობოტოტექნიკოსი   მომავალში ინჟინრები არ...

საკრუიზო ლაინერებზე ჰაერის დაბინძურების ხარისხი დიდი ქალაქების მაჩვენებელს აღემატება

person access_time2017-10-22 12:00:02
საკრუიზო მოგზაურობა  - ძალიან რომანტიულია, თუმცა არაჰიგიენური და არაეკოლოგიური - ასეთ დასკვნამდე მივიდა სპეციალისტთა ჯგუფი, რომელმაც საკითხი დეტალურად შეისწავლა .   ბრიტანეთში საკრუიზო მოგზაურობების ერთ-ერთი უმსხვილესი ოპერატორის P&O Cruises-ის მიერ ჩატარებულმა საიდუმლო გამოძიებამ აჩვენა, რომ ჰაერი გემებზე უფრო დაბუნძურებულია, ვიდრე მსოფლიოს ყველაზე დიდ და გადატვირთულ ქალაქებში.   როგორც აღმოჩნდა, ლაინერის შედარებით პატარა სივრცე...


მსგავსი სიახლეები