რეზონანსი: სასწორების სიზუსტის თვალსაზრისით, კონტროლი არ არსებობს და დაზარალებულს თავისი უფლებების დაცვა არ შეუძლია

access_time2017-09-13 18:40:35

აბსოლუტურად ყველა სავაჭრო ობიექტსა და სუპერმარკეტში მომხმარებელს წონაში ატყუებენ. თვითნებურად დაკალიბრებული ელექტროსასწორები 1 კგ-ში, საშუალოდ, 50-100 გრამს იპარავს. როგორც გაზეთი რეზონანსი წერს, აგრარული ბაზრების შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 200 გრამსაც აღწევს. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია ეტიკის კვლევამ აჩვენა, წონაში ნაკლებია დაფასოებული და ეტიკეტირებული პროდუქტი - უკლებლივ ყველა, რომელიც კომპანიის ან ინდივიდუალურად მეწარმის მიერ არის შეფუთული, იმპორტული პროდუქტის შემთხვევაში კი წონა ყოველთვის არის ზუსტი.

ამირან შენგელიას ინფორმაციით წონის პრობლემა განსაკუთრებით ეხება მარცვლეულს, შაქარს, ხილ-ბოსტნეულს, რომელზეც ყველაზე დიდი მოთხოვნაა.

სასწორების სიზუსტის თვალსაზრისით, კონტროლი არ არსებობს და დაზარალებულს თავისი უფლებების დაცვა არ შეუძლია. კანონმდებლობა ასეთ უმნიშვნელო დარღვევებზე არ ვრცელდება და მხოლოდ 'დიდი დანაკარგის ფაქტებზე რეაგირებს. არადა, მომხმარებელი სწორედ რომ ცოტ-ცოტა ოდენობით იძენს სასურველ პროდუქტს. შესაბამისად, გამყიდველს კლიენტის მოტყუების მეტი შესაძლებლობა ექმნება.

მაგალითად, ერთ-ერთ სუპერმარკეტს აღმოვაჩინეთ დაფასოებული შაქარი, რომელსაც შეფუთვაში აწერია: 1 კგ პროდუქტის წონა პლუს მინუს 5 გრამი. ავწონეთ და 56 გრამით ნაკლები იყო. თქვენ წარმოიდგინეთ, ადგილზე დაფასოებული თითქმის ყველა პროდუქტი, ქარხნულიც კი, წონაში ნაკლებია, ხოლო უცხოური, მათ შორის თურქულიც, ძალიან ზუსტია.


როცა მაღაზიის გამყიდველს ვეკითხებით, რატომ არის წონა ნაკლები, მპასუხობს, რომ პროდუქტები შრება. როგორ ფიქრობთ, უცხოური დაფასოებული პროდუქტი რატომ არ შრება? წესით, დაფასოებული მარცვლეული არ უნდა გამოშრეს. დანამდვილებით შემიძლია თქმა, რომ 1 კგ პროდუქტში 50-100 გრამის ფარგლებში იტყუებიან, მაგრამ ბაზრებში შეიძლება 200 გრამით მოგატყუონ.

ჩვენ ვსაუბრობთ სუპერმარკეტებზე, თორემ ბაზარში რაც ხდება, ეს არანაირ ჩარჩოებში არ ჯდება. არ არსებობს უწყება, რომელიც სასწორს შეამოწმებს და დამრღვევს დასჯის. ძალიან გვინდა, რომ დავიცვათ მომხმარებელი, რომელსაც აქვს უფლება, მიიღოს ზუსტად იმ რაოდენობის პროდუქტი, რა თანხასაც ის იხდის, - განმარტავს შენგელია და დასძენს, რომ მყიდველს აქვს ზარალის ანაზღაურების უფლება და შეუძლია, გამყიდველს დანაკლისი პროდუქციის შევსება მოსთხოვოს, მაგრამ ამ უფლებას არავინ იყენებს.

გამოდის, რომ 1 თვის განმავლობაში თუკი 1 ოჯახი, საშუალოდ, 80-100 კგ სხვადასხვა სახის პროდუქტს ყიდულობს, მინიმუმ 10 კილოგრამს ატყუებენ.

მყიდველს ყველაზე მეტად ფქვილის, მარცვლეულისა და ბურღულეულის ყივდისას ატყუებენ. ყოველთვის იმაზე ვწუწუნებთ, რომ შემოსავალი არ გვყოფნის, მაგრამ ადამიანს რა შემოსავალი აქვს, იმასაც ვერ ხარჯავს სწორად, ესაა პრობლემა, რამდენიმე ობიექტი შევამოწმეთ და დარღვევები აბსოლუტურად ყველგან აღმოვაჩინეთ. აგრარულ ბაზრებში, ძირითადად, ხელის სასწორს იყენებენ, სადაც ცდომილება დიდია და გადახდილი თანხა შეძენილი საქონლის წონას არ შეესაბამება.

წონის გაკონტროლების შემთხვევაში, მომხმარებელს აქვს უფლება, გამყიდველს დანაკარგის ანაზღაურება მოსთხოვოს. როდესაც მომ ხმარებელს წონის გადამოწმების შესაძლებლობა არ აქვს, განიცდის ეკონომიკურ ზარალს და ამით მისი უფლებები ირღვევა, - განმარტავს ამირან შენგელია.

მისი თქმით, ორგანიზაციის წარმომადგენლები ელექტრონული სასწორების სისწორესთან დაკავშირებით კვლევას ამ ეტაპზეც აგრძელებენ. ჯერჯერობით რამდენიმე სუპერმარკეტი და ბაზარი შემოწმდა, რამდენიმე დღეში კი ჰიპერმარკეტებს შეამოწმებენ.

წონაში მოტყუების ფაქტი განსაკუთრებით მას შემდეგ გახშირდა, რაც ელექტროსასწორის დაკალიბრების მოთხოვნა არასავალდებულო გახდა. მყიდველი მაღაზიის მეპატრონის სინდისზეა მინდობილი, რითაც ბევრი სარგებლობს და მომხმარებელს ატყუებს.

ცალკე პრობლემაა, რომ ვერავის მივმართავთ საჩივრით. მნიშვნელოვანი ზარალი თუ არ მიადგა, მცირე დანაკარგზე კანონმდებლობა არ რეაგირებს, - განუცხადა ბიზნეს-რეზონანსს შენგელიამ.

საინტერესოა, წონის პრობლემა რამდენად არის მომხმარებლებისთვის შესამჩნევი ან ახდენენ თუ არა ისინი შეძენილი პროდუქტის გადამოწმებას? ამ კითხვით `ბიზნეს-რეზონანსმა რამდენიმე მომხმარებელს მიმართა, როგორც აღმოჩნდა, პრობლემის შესახებ ყველამ იცის, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში არავის არ უჩივლია.

მქონია რამდენიმე შემთხვევა, რომ წონის გაკონტროლების შემდეგ პროდუქტი დამიბრუნებია. ცხადია, ეს ბაზარში მოხდა. სუპერმარკეტს ყიდვისას ამ პრობლემაზე იშვიათად ვფიქრობ, მაგრამ წარმოდგენაც არ მქონდა, რომ შეიძლება დაფასოებული სურსათის ყიდვისას მომატყუონ.
არასდროს მიმიმართავს ვინმესთვის ჩივილით, ბაზრებში ისეთი ქაოსია, ვის რა უნდა მოკითხო?! მაღაზიებში კი მსგავსი ხარვეზი არ შემინიშნავს, მაგრამ შევეცდები, უფრო ფრთხილი გავხდე, - ამბობს ვერიკო სალაყაია, ახალგაზრდა პედაგოგი.

ამასწინათ 3 კგ მაყვალი ვიყიდე და 0,5 კგ-ში მოვტყუვდი. ასეთი რამ ხშირად ხდება. წიწიბურას ყიდვისას მცირე ცდომილების შემთხვევა მქონდა სუპერმარკეტშიც. სხვაობა თვალითაც იყო შესამჩნევი, ამიტომ ვუთხარი კიდეც და დანაკარგი შეავსეს. მაღაზიებთან დაკავშირებით სხვა შემთხვევა არ მახსენდება.

კონტროლი ნამდვილად გასაძლიერებელია, განსაკუთრებით - ბაზრებში, სადაც საკუთარი სასწორით უნდა ვიაროთ. ამას ერთხანს ვაკეთებდი კიდეც, მაგრამ მოვაჭრეებმა პროდუქტი არ მომყიდეს და შევეშვი. ზოგი არ მალავს და ამბობს კიდეც, რომ `ზედმეტ წონაზე~ მუშაობს. ძნელად წარმოსადგენია, ასეთი რამ სხვა ქვეყნებში ხდებოდეს, - ამბობს ირმა გამყრელიძე, თბილისელი დიასახლისი.

 

რეზონანსი

 



“პირველი იანვრიდან ხელფასს დაერქმევა ხელფასი, პრემიას - პრემია"- ირაკლი ხმალაძე

person access_time2017-11-19 12:56:41
პირველი იანვრიდან ძალაში შედის სახელფასო რეფორმა, რომლითაც წლის განმავლობაში პრემიის ოდენობა ჯამურად 10%–ს უნდა შეადგენდეს. ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში თბილისის ვიცე–მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, პირველი...

Bloomberg-მა 2017 წლის საუკეთესო ბიზნეს სკოლები დაასახელა

person access_time2017-11-18 12:30:40
Bloomberg ამერიკის საუკეთესო ბიზნეს სკოლების ყოველწლიურ რეიტინგს აქვეყნებს. ზედიზედ მესამე წელია სიის სათავეში Harvard ხვდება. მიმდინარე წელს რეიტინგში პოზიციები გაიუმჯობესეს პენსილვანიის უნივერსიტეტმა და MIT -მა. რეიტინგის შედეგენისას შემდეგი კრიტერიუმები გამოიყენეს: კურსდამთავრებულების და სტუდენტების სამეცნიერო მიღწევები; კურსდამთავრებულების დასაქმების მაჩვენებელი და მათი საშუალო ანაზღაურება. Columbia Business School-ის კურსდამთავრებულები სწავლის...

სად არის თქვენს მიერ დაანონსებული გაზრდილი ინვესტიციები ბატონო გიორგი?

person access_time2017-11-18 11:00:18
„2017 წლიდან ლარი ისე გამყარდება, რომ ეროვნულ ბანკს მიჯნის დადება მოუწევს“, — ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გიორგი გაჩეჩილაძემ 2016 წლის ნოემბერში მთავრობის ახალი შემადგენლობის პარლამენტში მოსმენისას განაცხადა . ამასთან, გიორგი გაჩეჩილაძემ მთავრობის ახალ შემადგენლობას კითხვაც დაუსვა, თუ როგორ შეძლებენ მომავალში გამყარებულ ლარზე ზღვარის დაწესებას. მაშინ „მწვანეთა პარტიის” ლიდერმა, გიორგი გაჩეჩილაძე ისიც განაცხადა, რომ მომავალ წელს...

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობა დაამტკიცა

person access_time2017-11-17 18:46:40
თბილისის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე უძღვებოდა. სხდომაზე ვიცე - მერობის კანდიდატმა, ირაკლი ხმალაძემ საკრებულოს წევრებს მერის მოადგილეების, საქალაქოს სამსახურების ხელმძღვანელებისა და გამგებლების ახალი შემადგენლობა წარმოუდგინა.   დეპუტატების უმრავლესობამ ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს, მერის მოადგილეებს: მაია ბითაძეს, ირაკლი ბენდელიანს და გიგა ნიკოლეიშვილს, ასევე დედაქალაქის მთავრობას...

The New York Times – ავწიოთ ჭიქა საქართველოსთვის, რომელიც მეღვინეობის აკვანია

person access_time2017-11-17 20:30:20
ავწიოთ ჭიქა საქართველოსთვის, რომელიც მეღვინეობის აკვანი შეიძლება იყოს, – ამ სიტყვებით იწყებს The New York Times საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას სათაურით, „8 000 წლის დაძველების ღვინო პრეისტორიული ხანის საქართველოდან“. გამოცემა წერს, რომ „ქვეყანა, რომელიც ევროპასა და შუა აზიას შორის, სამხრეთ კავკასიის მთების გასწვრივ გაშლილ ნაყოფიერ ველებზეა გადაჭიმული, შეიძლება იყოს იმ ადამიანების სამშობლო, რომლებმაც ჩვეულებრივი ვაზის კულტივირება შეძლეს და საფუძველი ჩაუყარეს შარდონეს,...


მსგავსი სიახლეები