ქვეყანა ტურისტების გაზრდილი რაოდენობის მისაღებად მოუმზადებელი აღმოჩნდა

access_time2017-09-12 12:30:00

2017 წლის ზაფხულის სეზონი დასასრულს უახლოვდება. წლევანდელი სეზონი საქართველოს მთისა და ზღვის კურორტებისთვის ტურისტების რაოდენობის თვალსაზრისით საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა. „კომერსანტთან“ საუბრისას „საქართველოს შემომყვან ტუროპერატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ია თაბაგარი აცხადებს, რომ  მთის კურორტებზე - გზის, ელექტროენერგიის, გაზიფიკაციის, დასუფთავების და წყლის პრობლემებია მოსაგვარებელი. ხოლო რაც შეეხება ზღვის კურორტებს, ყველაზე მეტი საყვედური ტურისტების მხრიდან საპირფარეშოების ანტისანიტარიასთან, ან მის არარსებობასთან დაკავშირებით ისმოდა.

 

ია თაბაგარს მიაჩნია, რომ ქვეყანაში მაღალი და საშუალო კატეგორიის ტურისტები უნდა შემოვიდნენ, რომელთა მოთხოვნები და გადახდისუნარიანობა მაღალი იქნება. ამით ქვეყანა ეკონომიკური თვალსაზრისით განვითარდება.

  

- 2017 ზაფხულის სეზონი დასასრულს უახლოვდება. „კომერსანტი“ სეზონის განმავლობაში მთისა და ზღვის კურორტების შესახებ მუდმივად წერდა. თქვენ როგორ შეაფასებდით წლევანდელ სეზონს? რა პრობლემების წინაშე იდგნენ ძირითადად ტურისტები?

 

- ტურიზმის წლევანდელ საზაფხულო სეზონს როგორც მთის, ასევე ზღვის კურორტებზე დადებითად შევაფასებდი. სეზონს დადებითად აფასებენ სასტუმროს წარმომადგენლებიც, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ძალიან ბევრი მათგანი დაზარალდა. კონკრეტულად მთის კურორტებზე - გზის, ელექტროენერგიის, გაზიფიკაციის, დასუფთავების და წყლის პრობლემებია მოსაგვარებელი. 

 

თვალსაჩინო მაგალითია თუშეთი, სადაც სეზონი უგზოობის გამო ძალიან გვიან დაიწყო. შესაძლებელი იყო გზის დროულად გახსნა და სეზონიც ბევრად უკეთესი და ხანგრძლივი გამოვიდოდა. თავად სასტუმროს მეპატრონეებიც კი ვერ მიდიოდნენ დანიშნულების ადგილამდე. გზის გაწმენდითი სამუშაოები იმდენად ცუდად მიმდინარეობდა, რომ ბევრ ტურისტს თუშეთში წასვლის შეეშინდა. დღემდე მოუწესრიგებელია სოფლების დამაკავშირებელი შიდა გზები.

 

ზემო და ქვემო ომალოსთვის წყლის მიწოდება მოუგვარებელი პრობლემაა. თავად საოჯახო სასტუმროების მფლობელები ამ პრობლემას ვერ მოაგვარებენ თუ ამას სახელმწიფომ არ მიხედა. ასევე მოუგვარებელია საზოგადოებრივ საპირფარეშოებთან დაკავშირებული პრობლემები, არ აქვს მნიშვნელობა ეს მთის კურორტი იქნება, თუ ზღვის. ამ მხრივ ვითარება ყოველ წელს უარესდება.

 

ხოლო რაც შეეხება ზღვის კურორტებს, ყველაზე მეტი საყვედური ტურისტების მხრიდან საპირფარეშოების ანტისანიტარიასთან, ან მის არარსებობასთან დაკავშირებით ისმოდა.

  

- პრობლემები სხვა მთის კურორტებზეც იყო, თქვენი აზრით  სვანეთი და ბაკურიანი როგორ შეხვდა სეზონს?

 

- სვანეთს წელს დიდი რაოდენობით ტურისტი ესტუმრა. თვალსაჩინოა დანაგვიანების პრობლემა, როგორც ტყეებში, ბილიკებზე, ასევე სოფლებში. სამწუხაროა, რომ დასუფთავების სამსახური ხშირად ნაგავს ხევებსა და მდინარეებში ყრის და თითქოს ეს პრობლემა ტურისტების გარდა არავის ადარდებს. საყოფაცხოვრებო ნარჩენების საკითხი წლების განმავლობაში მოუგავრებელი პრობლემაა რაზეც საუბრობენ, როგორც უცხოელი, ასევე ქართველი ტურისტები. ეს საკითხი აუცილებლად უნდა მოგვარდეს.

 


სვანეთში შიდა გზებიც ცუდ მდგობარეობაშია. უშგული, ბეჩოს ხეობაში ოთხი წელია გზის სარემოენტო სამუშაოები შეჩერებულია და მიზეზი გაუქმებული ტენდერებია.

 

- წელს ბაკურიანში ჩასული დამსვენებლები ძირითადად მშენებლობებისგან გამოწვეულ მტვერზე, უჰაერობასა და ხმაურზე საუბრობდნენ. გარდა ბაკურიანისა, სხვაგან თუ იყო მსგავსი სიტუაცია?

 

- დიახ, ბაკურიანში ძალიან ბევრი მშენებლობა მიმდინარეობდა. მაშინ როდესაც დასვენების სეზონია და ყველა მხრიდან სამშენებლო სამუშაოებით გამოწვეული ხმაურია, იქ სიმყუდროვეზე საუბარი ზედმეტია. კურორტი ისევ განვითარების ეტაპზეა და დამსვენებლების მისაღებად იქ ბევრი რამ მზად არ არის.

 

გარდა ბაკურიანისა, სვანეთშიც უკონტროლო მშენებლობები მიმდინარეობს. მოსახლეობა ისტორიულ სოფლებში თანამედროვე შენობებს აშენებს, ხოლო მეორე მხრივ სამღვდელო პირები ეკლესიების გადაკეთება-გარემონტებით არიან დაკავებული. ორივე ტიპის მშენებლობას კრძალავს კანონი, მაგრამ კონტროლი არ ხდება.

 

ასევე, თუშეთის სოფლებიდან ბევრი კულტურული ძეგლია, თუმცა უკანონო მშენებლობები მიმდინარეობს და ტრადიციული არქიტექტურის უგულებელყოფა ხდება. 

 

ასეთი ტემპებით თუ გაგრძელდა საქართველოს კულტურულ ტურიზმზე ხმა არ ექნება ამოსაღები, ისევე როგორც ეკოტურიზმზე, რადგან საქართველოს თითქმის ყველა ხეობაში ჰესებს აშენებენ და გარემო ზიანდება. საჭიროა - რეგიონები, ხეობები და ბუნების ძეგლები, სადაც მხოლოდ ხელუხლებელი ბუნება იქნება და არანაირი ინფრასტრუქტურა. ეს უფრო მოიზიდავს ტურისტებს, ვიდრე უგემოვნო შენობები და ჯიხურები ჯუთა-ჭაუხის მსგავსად. 

  

- ტურისტების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით როგორი მდგომარეობა იყო და ამ მიმართულებით მათ ძირითადად რა სახის პრობლემები ექმნებოდათ?

 

- ძალიან ცუდი გამოხმაურება იყო ტურისტების მხრიდან თბილისის ავტოსადგურებზე. დიდუბე-ოკრიბას, ვაგზლის და ისანი-სამგორის სადგურებში ჯერ კიდევ 90-იანი წლებია და ამაზე სახელმწიფო რატომღაც სდუმს. პრობლემა ტრანსპორტის დაბალ ხარისხსაც ეხება და ზოგიერთი მძღოლის არაკეთილსინდისიერებასაც. რაც თბილისის ავტოსადგურების შესახებ გაისმა ტურისტების მხრიდან, ქვეყნის იმიჯს სერიოზულ ზიანს აყენებს.  

 

მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში ტურისტების რაოდენობა გაიზარდა, ქვეყანა საკმაოდ მოუმზადებელი აღმოჩნდა მათი მიღებისთვის.

 

-როგორ ფიქრობთ, ტურისტების რომელი სეგმენტი უშლის ხელს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას და თუ შეგიძლიათ კონკრეტული მაგალითების მოყვანა?

 

-მაგალითად, საქართველოში ჩამოსული დაბალბიუჯეტიანი ტურისტების კატეგორიას ხარისხზე პრეტენზია არ გამოუთქვამს, რადგან მათთვის მთავარია ნაკლები თანხა დახარჯონ, რასაც ახერხებენ კიდეც. ასეთი ტურისტები ტურიზმის განვითარებას და ზოგადად მომსახურების გაუმჯობესებას ხელს არ უწყობენ.

 

საქართველოს ესაჭიროება მაღალი და საშუალო კატეგორიის ტურისტები, რომელთა მოთხოვნებიც და გადახდისუნარიანობაც მაღალია. სხვა შემთხვევაში ვერ მივაღწევთ ტურიზმის მაღალ მაჩვენებელს. ვიზიტორების ნაწილი ეძებს იაფ შეთავაზებებს ან ისეთი სერვისის მიმწოდებელს, რომელიც არ არის რეგისტრირებული, სთავაზობს ნაღდი ანგარიშით მომსახურების საფასურის გადახდას, ეს თანხა არსად აღირიცხება და შესაბამისად არც საშემოსავლო გადასახადი შედის სახელმწიფო ბიუჯეტში. ამის მაგალითი უამრავია: ტრანსპორტის (მსუბუქი ავტომობილები, მიკროავტობუსები, კვადროციკლები), გიდების და პარაპლანების მომსახურება.

 

-რა არის არსებული სიტუაციიდან გამოსავალი და როგორი სახის ცვლილებებია საჭირო ქვეყანაში ამ მიმართულებით?

 

-ჩვენი რესურსები დასავლეთის ბაზრებისკენ უნდა მივმართოთ და აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ვიზიტორების შემოსვლის რაოდენობა უნდა შევამციროთ, თუნდაც სავიზო რეჟიმი დავაწესოთ გარკვეული პერიოდულობით. ტურისტული ნაკადების მართვა შესაძლებელია. 

 

ამის შემდგომ  იქნება, როგორც ეკონომიკური ზრდა, ასევე კულტურის დონის ამაღლება და ხარისხი. ის ხარისხი რაც წელს საქართველოს კურორტებზე შეინიშნებოდა ევროპელი ტურისტისთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო.

 

ავტორი: ლიკა გურაბანიძე



ნავენახევის მღვიმე პირველ ვიზიტორებს გაზაფხულზე მიიღებს (ფოტოები)

person access_time2018-01-22 19:50:56
ნავენახევის მღვიმე პირველ ვიზიტორებს გაზაფხულზე მიიღებს. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, მღვიმის ტერიტორიაზე აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, კაფეტერია და სუვენირების მაღაზია. ასევე, გამოიყო საგანმანათლებლო სივრცე, მოეწყო ტურისტული ბილიკი.   ნავენახევის მღვიმე...

ქარის და მზის ენერგიები, პროგნოზირებად მომავალში, ვერასოდეს გახდება ძირითადი ენერგიის წყარო

person access_time2018-01-22 17:30:19
 ქარის და მზის ენერგიები პროგნოზირებად მომავალში, ვერასოდეს გახდება ძირითადი ენერგიის წყარო, - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის (სემეკი) ელექტროენერგეტიკული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ზვიად გაჩეჩილაძე GBC-სთან  განახლებადი ენერგიების  პოტენციალს...

„ირანიდან გაზრდილი მოთხოვნის გამო, საექსპორტო ცხვრის ფასმა მოიმატა“

person access_time2018-01-22 16:30:07
ქართულ ცხვარს რეალიზაციის და ექსპორტზე გატანის პრობლემა აღარ აქვს. სექტორის წარმომადგენლები არანაკლებ სირთულეს   რუსეთიდან შემოსულ ცხვარში ხედავენ, რომელიც საქართველოში იკვლება და ირანში ქართული ხორცის სახელით გადის. როგორც „კომერსანტს“  „მეცხვარეთა ასოციაციის  თავმჯდომარე  ბექა გონაშვილმა განუცხადა, საქართველოდან გასული ცხვრის ქართული და რუსული ხორცი უნდა გაიმიჯნოს, რადგან ექსპორტიორი ქვეყანა შეცდომაში...

Wall Street-ის ანალიტიკოსი: ბიტკოინის ფასი 90%-ით გაუფასურდება

person access_time2018-01-22 20:30:51
Bleakley Advisory Group-ის საინვესტიციო ოფიცერი, პეტერ ბუკვარი კრიპტოსამყაროს მასიურ ვარდნას პროგნოზირებს. მისი განცხადებით, კრიპტოსამყარო მასიური საპნის ბუშტია, რომლის გასკდომის დროც ახლოვდება.   „როდესაც რაიმე ასეთი ტიპის პარაბოლას ემსგავსება, ის აუცილებლად უბრუნებდა იმ საწყისს, საიდანაც პარაბოლამ ზრდა დაიწყო,“ განაცხადა მან CNBC-სთან საუბრისას.   ბუკვარის ვარაუდით, არსებობს რეალური საფრთხე, რომ ბიტკოინის ღირებულება 90%-ით გაუფასურდება. „ნამდვილად არ...

EBRD-მა ნენსკრაჰესის დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიღება გადაავადა

person access_time2018-01-22 15:00:04
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ნენსკრაჰესის დაფინანსებისთვის $214 მილიონის სესხის გამოყოფაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების თარიღი 2017 წლის 31 იანვრამდე გადაავადა.   EBRD-ის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ ნენსკრაჰესის დაფინანსებაზე თანხმობა 2015 წლის 12 მაისს, თბილისში გამართული EBRD-ის ფორუმის ფარგლებში განაცხადა. მას შემდეგ ბანკი პროექტის გარემოზე ზეგავლენის ტექნიკურ დეტალებს სწავლობს. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, ჰესს ელექტროენერგიის...


მსგავსი სიახლეები