საშა ტერნესი - „არის საფრთხე, რომ ინვესტორებში უნდობლობა გაჩნდეს“

access_time2017-09-12 15:00:46

გერმანიის ბიზნესასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე საშა ტერნესი მიიჩნევს, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გასხვისების აკრძალვასთან  დაკავშირებით დაშვებულმა შეცდომებმა შესაძლოა, სერიოზული უარყოფითი შედეგი მოიტანოს და ხელი შეუშალოს სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას წლების განმავლობაში. როგორც რადიო „კომერსანტთან“ საშა ტერნესი ამბობს, რეგულაციებმა არ უნდა შეაფერხოს უცხოური ინვესტიციები. „ახალი კანონი არ უნდა შეეწინააღმდეგოს ორმხრივ საინვესტიციო ხელშეკრულებებს. მათ შორის გერმანია-საქართველს შორის არსებულ ხელშეკრულებას. აქედან გამომდინარე ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ბიზნესი ინტენსიურად იყოს ჩართული საკითხის დამუშავებაში“, -  აღნიშნავს ტერნესი.

  

მისივე თქმით, საქართველოს სჭირდება უცხოური ინვესტიციები და სოფლის მეურნეობის სექტორი არის ამ მიმართულებით აქტივი. ამასთან, ბიზნესმენის განცხადებითვე, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, მიწის შეძენა სპეკულაციისთვის არ ხდება.

  

ტერნესის აზრით, არის საფრთხე, რომ ინვესტორებში უნდობლობა გაჩნდეს. მისივე თქმით, როდესაც საკითხი სამთავრობო თუ ადმინისტრაციულ რეგულაციებს და გამონაკლისებს ეხება, პროცესი გამჭვირვალე უნდა იყოს, რომ არ გაჩნდეს დამატებითი კითხვები.

 


როგორც ცნობილია, პარლამენტმა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების შეძენის შეჩერების შესახებ დადგენილი მორატორიუმი გარდამავალ ეტაპზე არ გავრცელდება ბანკებსა და მიკროსაფინანსოებზე. ასევე, გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობისათვის დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭება, მორატორიუმიდან გამონაკლისის დაშვებასთან დაკავშირებით, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

  

კანონპროექტით ნარჩუნდება ის პრინციპი, რომ მიწა არის განსაკუთრებული რესურსი და მისი მესაკუთრე უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე. პროექტის ინიციატორები განმარტავენ, რომ კანონპროექტის მიღება ხდება იმის გამო, რომ რომ არ შეიქმნას სამართლებრივი ვაკუუმი, და საკუთრების კონსტიტუციური უფლება იყოს დაცული. კანონპროექტი მიიღება გარდამავალი ეტაპისთვის, სანამ არ იქნება მიღებული ორგანული კანონი, რომელიც დაარეგულირებს მიწის საკითხს.

  

კანონპროექტით კომერციულ ბანკებს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ეძლევათ ვალდებულება, შესაბამისად ორი და ერთი წლის ვადაში გაასხვისონ მათ საკუთრებაში არსებული მიწები მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე.

 



დავით მესხიშვილი: მთაწმინდაზე მთლიანად ქედის დემონტაჟია დაგეგმილი

person access_time2018-02-23 19:20:53
თბილისში, ნინო ჟვანიას ქუჩაზე კლდეზე მიმდინარე სამუშაოების ამსახველ კადრებს არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია ავრცელებს და განმარტავს, რომ მიმდინარე სამუშაოები საფრთხის შემცველია. ასოციაციის თავმჯდომარის, დავით მესხიშვილის განმარტებით, მთაწმინდის ქედის ნგრევის აქტიური სამუშაოები დაახლოებით 1 თვის წინ დაიწყო. ჩვენ გუშინ ადგილზე ვნახეთ ეს პროცესი და უკიდურესად მძიმე სიტუაცია, რადგან მეწყერსაშიში ზონებია და აქ...

მამუკა ხაზარაძე : „ანაკლია სითის“ განაშენიანების პრიორიტეტი საწარმოო, ლოჯისტიკური და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება იქნება

person access_time2018-02-23 18:30:51
 „ანაკლია სითიმ“ ანაკლიის ქალაქგეგმარებითი კონცეფციის კვლევის საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია BuroHappold Engineering-ი წარადგინა. კომპანიას დაევალება მოამზადოს ქალაქ ანაკლიის ეკონომიკური ანალიზი, პროექტის განხორციელებადობის კვლევა და გენერალური გეგმა. ღონისძიება, რომელსაც მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნნენ, „ანაკლია სითის" დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ გახსნა.   როგორც "ანაკლია სითის" დამფუძნებელმა მამუკა...

აშშ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის კომპანიებს ზღუდავს

person access_time2018-02-23 20:00:58
შეერთებული შტატები ყველანაირად ცდილობს, რომ „ამერიკის მტრების წინააღმდეგ სანქციებით ზემოქმედების“ კანონი (CAATSA) ეფექტური იყოს.  ამისათვის ქვეყნის მთავრობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცდილობს, ყველა დაარწმუნოს, რომ არ აწარმოონ ბიზნესი რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის და მასთან დაკავშირებულ კომპანიებთან. „მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ჩვენს ყველა მისიას დავუგზავნეთ შეტყობინებები. მათ უკვე ჩაუტარდათ ინსტრუქციები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა...

დასანგრევია თუ არა ახალი შენობები - დეველოპერები სეისმოლოგებს და გეოლოგებს პასუხობენ

person access_time2018-02-23 17:12:52
სამშენებლო ბუმი, რომელმაც დედაქალაქი მთლიანად მოიცვა, შესაძლოა, დამანგრეველი აღმოჩნდეს.  გეოლოგები და სეისმოლოგები იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რომელიც შესაძლოა, ძლიერ მიწისძვრას მოჰყვეს. პრობლემა ქაოტური და უკონტროლო მშენებლობებია. სპეციალისტები ამბობენ, რომ ახლადაშენებული კორპუსების დიდი ნაწილი საშუალო დონის მიწისძვრასაც კი ვერ გაუძლებს. პრობლემა გეოლოგიური დასკვნაა, რომლეიც კორპუსის მშენებლობამდე გაიცემა. გეოლოგიური რევიზია აჩვენებს გრუნტის სახეობას,...

სარესტორნო ბიზნესის მთავარი გამოწვევა მომსახურების ხარისხია

person access_time2018-02-23 16:00:34
დღეს სარესტორნო  ბიზნესი საქართველოში სწრაფად განვითარებადი სფეროა, თუმცა მიუხედავად ასეთი მზარდი ტრენდისა, მომსახურების პრობლემა მაინც მთავარ გამოწვევად რჩება.  რატომ დგას ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ  სერვისი და ხარისხი? რა შეიძლება რესტორნის დახურვის მიზეზი გახდეს და რა უნდა გააკეთოს რესტორატორმა საკუთარი ნიშის მოპოვებისთვის, „კომერსანტი“ დეტალების გასარკვევად თავად რესტორატორებს დაუკავშირდა. როგორც გამოკითხულთა უმრავლესობამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ყოველწიურად იზრდება...


მსგავსი სიახლეები