ქარის ელექტროსადგურებმა, მსოფლიოს 637 მილიონი ტონა CO2-ის გამოყოფა აარიდა თავიდან

access_time2017-09-12 09:30:42

კალიფორნიიის ცხელი უდაბნოდან შოტლანდიის მწვანე ბორცვებამდე, ქარის ელექტროსადგურები მთელ მსოფლიოს მოიცავენ.

 

„ქარის ენერგიის გლობალური საბჭოს“ (GWEC) ცნობით, 2016 წლის ბოლოს მსოფლიოში ქარისგან ენერგიას 341,000 ელექტროსადგური გამოიმუშავებდა.

 

როგორ მუშაობს ქარის ელექტროსადგური? - მარტივად რომ ავხსნათ, ქარიანი ამინდის დროს ტურბინის ფრთები თვლის გარშემო ტრიალებენ. ტურბინის თვალი კი შიდა მოწყობილობას უკავშირდება. შედეგად, ელექტროენერგია წარმოიქმნება.

 

GWEC-ის კვლევის მიხედვით, 2016 წელს ქარის ელექტროსადგურებმა, მსოფლიოს 637 მილიონი ტონა CO2-ის გამოყოფა აარიდა თავიდან.


 

„ქარის ენერგიის მისაღებად ჩვენ არაფრის დაწვა არ გვჭირდება. ნავთობის წვა კი კლიმატის ცვლილებაზე ნეგატიურად მოქმედებს“, - აღნიშნა RenewableUK-ის გენერალურმა დირექტორმა.

 

ქარის ელექტროსადგურების ერთ-ერთ მთავარ ნეგატიურ ფაქტორად ფრინველებისთვის მოტანილი ზიანი სახელდება - ფრინველები ხშირად ტურბინის ფრთებზე იხოცებიან. ამის მიუხედავად, ფრინველთა დაცვის ორგანიზაციების წარმომადგენლები აღიარებენ, რომ ქარის ენერგიას კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს.

 

GWEC-ის მიხედვით, 2020 წლისთვის ევროკავშირში ქარის ენერგიის ინდუსტრიაში 520 ათასი ადამიანი იქნება ჩართული. ამასთან, მსოფლიო 2050 წლამდე 12.3 გიგატონა სათბური აირის გავრცელების თავიდან არიდებას შეძლებს.

 

წყარო: CNBC

 

 



ნავენახევის მღვიმე პირველ ვიზიტორებს გაზაფხულზე მიიღებს (ფოტოები)

person access_time2018-01-22 19:50:56
ნავენახევის მღვიმე პირველ ვიზიტორებს გაზაფხულზე მიიღებს. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, მღვიმის ტერიტორიაზე აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, კაფეტერია და სუვენირების მაღაზია. ასევე, გამოიყო საგანმანათლებლო სივრცე, მოეწყო ტურისტული ბილიკი.   ნავენახევის მღვიმე...

ქარის და მზის ენერგიები, პროგნოზირებად მომავალში, ვერასოდეს გახდება ძირითადი ენერგიის წყარო

person access_time2018-01-22 17:30:19
 ქარის და მზის ენერგიები პროგნოზირებად მომავალში, ვერასოდეს გახდება ძირითადი ენერგიის წყარო, - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის (სემეკი) ელექტროენერგეტიკული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ზვიად გაჩეჩილაძე GBC-სთან  განახლებადი ენერგიების  პოტენციალს...

„ირანიდან გაზრდილი მოთხოვნის გამო, საექსპორტო ცხვრის ფასმა მოიმატა“

person access_time2018-01-22 16:30:07
ქართულ ცხვარს რეალიზაციის და ექსპორტზე გატანის პრობლემა აღარ აქვს. სექტორის წარმომადგენლები არანაკლებ სირთულეს   რუსეთიდან შემოსულ ცხვარში ხედავენ, რომელიც საქართველოში იკვლება და ირანში ქართული ხორცის სახელით გადის. როგორც „კომერსანტს“  „მეცხვარეთა ასოციაციის  თავმჯდომარე  ბექა გონაშვილმა განუცხადა, საქართველოდან გასული ცხვრის ქართული და რუსული ხორცი უნდა გაიმიჯნოს, რადგან ექსპორტიორი ქვეყანა შეცდომაში...

Wall Street-ის ანალიტიკოსი: ბიტკოინის ფასი 90%-ით გაუფასურდება

person access_time2018-01-22 20:30:51
Bleakley Advisory Group-ის საინვესტიციო ოფიცერი, პეტერ ბუკვარი კრიპტოსამყაროს მასიურ ვარდნას პროგნოზირებს. მისი განცხადებით, კრიპტოსამყარო მასიური საპნის ბუშტია, რომლის გასკდომის დროც ახლოვდება.   „როდესაც რაიმე ასეთი ტიპის პარაბოლას ემსგავსება, ის აუცილებლად უბრუნებდა იმ საწყისს, საიდანაც პარაბოლამ ზრდა დაიწყო,“ განაცხადა მან CNBC-სთან საუბრისას.   ბუკვარის ვარაუდით, არსებობს რეალური საფრთხე, რომ ბიტკოინის ღირებულება 90%-ით გაუფასურდება. „ნამდვილად არ...

EBRD-მა ნენსკრაჰესის დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიღება გადაავადა

person access_time2018-01-22 15:00:04
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ნენსკრაჰესის დაფინანსებისთვის $214 მილიონის სესხის გამოყოფაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების თარიღი 2017 წლის 31 იანვრამდე გადაავადა.   EBRD-ის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ ნენსკრაჰესის დაფინანსებაზე თანხმობა 2015 წლის 12 მაისს, თბილისში გამართული EBRD-ის ფორუმის ფარგლებში განაცხადა. მას შემდეგ ბანკი პროექტის გარემოზე ზეგავლენის ტექნიკურ დეტალებს სწავლობს. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, ჰესს ელექტროენერგიის...


მსგავსი სიახლეები